9 მაისს დაბადებულ ადამიანს ხშირად უწევს საკუთარი სიმართლის მტკიცება

9 მაისს დაბადებულ ადამიანს ხშირად უწევს საკუთარი სიმართლის მტკიცება

ისტორიული წყაროების მიხედვით, მაისის თვე ძველბერძნული ქალღმერთის – მაიას სახელს უკავშირდება, რომელიც თავის მხრივ ნაყოფიერების, ქალურობისა და შვილიერების სიმბოლოდ ითვლებოდა ბერძნებში. ასტროლოგიურად კი მაისი, ორ რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს – კუროსა და ტყუპს აერთიანებს. აქედან გამომდინარე, ამ თვეში დაბადებული ადამიანები, ერთდროულად არიან ცვალებადებიც და პრინციპულებიც, კონსერვატორებიც და ნოვატორებიც... და რაც მთავარია, ნებისმიერი მაისის ადამიანი ასხივებს ძლიერ სასიცოცხლო ენერგეტიკას და უშრეტ ოპტიმიზმს, რაც ზუსტად შეესატყვისება ამ თვეს. მაისი ხომ სიცოცხლის გამოღვიძების, ახლის საწყისის და აღორძინების სიმბოლოა.

  • როგორია 9 მაისს დაბადებული ადამიანი

9 მაისს დაბადებული ადამიანები გარშემო მყოფებისგან მყარი მორალური პრინციპებითა და უზომო სიჯიუტით გამოირჩევიან. მათ ახასიათებთ სამშობლოს, ოჯახის ან კონკრეტული იდეოლოგიის დაცვის ძლიერი ინსტინქტი; რის გამოც ხშირად უწევთ პოლემიკაში ჩაბმა და საკუთარი სიმართლის მტკიცება. ამას კი ხშირად მიჰყავს ისინი საზოგადოებრივ იზოლაციამდე.