9 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

9 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 08:10-ზე, მთვარე 05:03-ზე თევზებში გადავა

საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას.

ვერძი

დღეს ენერგიით სავსე იქნებით, შეძლებთ დაამშვიდოთ და მხარი დაუჭიროთ ახლობლებს, რომლებსაც სჭირდებით. მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას: ის გასცემთ პასუხებს თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე და მიგითითებთ სწორ მიმართულებაზე.

კურო

დაუთმეთ ეს თავისუფალი დღე სრულ დასვენებას. გააკეთეთ ის, რაც გსიამოვნებთ: შეხვდი მეგობრებს, წადით სპორტდარბაზში ან გაატარეთ დღე წიგნით ხელში. ახლა უნდა დაისვენოთ სამუშაო პრობლემებისგან მომავალი დატვირთული კვირის წინ.

ტყუპი

დღეს ნათელი ემოციების მიღება მოგინდებათ. გაფრთხილებთ, რომ ზოგიერთმა თავგადასავალმა, რომელშიც გადაწყვიტეთ მონაწილეობას, შესაძლოა უსიამოვნო სიტუაციაში ჩაგაყენოთ ან თქვენს ბიუჯეტს “დაარტყას“. იფიქრეთ შესაძლო შედეგებზე, სანამ რაიმეს დათანხმდებით.

კირჩხიბი

მოაგვარეთ რთული საკითხები არასტანდარტული მეთოდებით, გამოიყენეთ თქვენი ფანტაზია. ასე უფრო სწრაფად შეძლებთ სირთულეების დაძლევას და სასურველი შედეგის მიღწევას. ჰკითხეთ რჩევა გამოცდილ, პროფესიონალ ადამიანებს, მაგრამ ასევე მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას. გჯეროდეთ საკუთარი თავის და ყველაფერი საუკეთესოდ გამოვა.

ლომი

დღეს ვარსკვლავები საბედისწერო შეხვედრებს გპირდებიან. ეს შეიძლება იყოს საინტერესო ადამიანი, რომელიც გავლენას მოახდენს თქვენს მომავალზე. ან ვინმე თქვენი წარსულიდან, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ. ნუ იტყვით უარს, წადით სტუმრად ან წვეულებაზე.

ქალწული

არც განიხილოთ და არც იფიქროთ სამუშაო პრობლემებზე. გესაჭიროებათ გადატვირთვა, მოშორება ჩვეულებრივი საზრუნავებისგან. ვარსკვლავები გირჩევენ სასიამოვნო თემებზე საუბარს, პოზიტიურად მოაზროვნე ადამიანებთან ურთიერთობას და განწყობის ამაღლებას.

სასწორი

განიხილეთ საკითხები, რომლებიც გაწუხებთ, გაუზიარეთ იდეები საინტერესო ადამიანებს. ერთმა მათგანმა შესაძლოა ახალი პროექტისკენ გიბიძგოთ. შესაძლოა, ზოგიერთი მოვლენა მოულოდნელი და არცთუ სასიამოვნო აღმოჩნდეს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, არ ინერვიულოთ წვრილმანებზე.

მორიელი

დაეხმარეთ მათ, ვისაც თქვენი დახმარება სჭირდება. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ ისარგებლოთ მატერიალურად თქვენი ჰობიდან ან საყვარელი საქმიანობით. კარგი დღეა თქვენი მომავლის დასაგეგმავად, მიზნების ჩამოსაწერად.

მშვილდოსანი

მშვიდი და მოდუნებული განწყობა მთელი დღე გაგყვებათ. დაისვენეთ სამუშაო პრობლემებისგან და აღადგინეთ სიმშვიდე. საყვარელ ადამიანებთან გატარებული დრო ბევრ დადებით მომენტს მოგიტანთ. გაისეირნეთ ერთად, ეწვიეთ საინტერესო ადგილს.

თხის რქა

საყიდლებზე წასვლა ან მოგზაურობა კარგია. თუმცა, ვარსკვლავები გირჩევენ, არ დახარჯოთ ძალიან დიდი თანხა. ნათესავებთან ან მეგობრებთან შეხვედრები, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ, სასიხარულო ემოციებს მოგანიჭებთ და პრობლემებსაც მოგაგვარებინებთ.

მერწყული

საინტერესო და დატვირთული დღეა. არ ინერვიულოთ წვრილმანებზე, შეინარჩუნეთ ოპტიმისტური დამოკიდებულება, რაც არ უნდა გააკეთოთ. ამ დღის ტენდენციებს დიდხანს იგრძნობთ. გულწრფელად ისაუბრეთ საყვარელ ადამიანებთან და გაუზიარეთ მათ თქვენი გამოცდილება.

თევზები

გაატარეთ დღე სასარგებლოდ, გააკეთეთ ის, რაც მუდმივად გადადებული გქონდათ. 9 მარტი შესაფერისია დაწყებული სამუშაოს დასასრულებლად. ზოგიერთმა მოვლენამ შეიძლება გაგიფუჭოთ განწყობა ან გაიძულოთ, რომ შეცვალოთ გეგმები. გადაწყვეტილების მიღებისას მოუსმინეთ ინტუიციას, არ იჩქაროთ პასუხის გაცემა, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები.