9 ნოემბერი, მთვარის მეოცე დღე: კარგია ძველი კავშირების გაძლიერება

9 ნოემბერი, მთვარის მეოცე დღე: კარგია ძველი კავშირების გაძლიერება

კვირა, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 20:09-ზე

რეკომენდებულია: კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები.

არ არის რეკომენდებული: შურისა და ბოროტების გამოვლენა.

ჯანმრთელობა: აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის.

კვება: ხორცის გარდა ყველაფრის ჭამა შეიძლება. მთავარია, რომ საკვები უნდა იყოს ახალი.

მოგზაურობა: ხელსაყრელია მოგზაურობა, მივლინება. მგზავრობისას მთავარია, მეგობრული დამოკიდებულების შენარჩუნება.

ურთიერთობები: ხელსაყრელი დღეა ქორწილისთვის. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.

დღის მინერალები: წითელი იასპი, იასპი.