კვირა, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 20:09-ზე
რეკომენდებულია: კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული: შურისა და ბოროტების გამოვლენა. ჯანმრთელობა: აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. ხორცის გარდა ყველაფრის ჭამა შეიძლება. მთავარია, რომ საკვები იყოს ახალი. ხელსაყრელია მოგზაურობა, მივლინება. მგზავრობისას მთავარია, მეგობრული დამოკიდებულების შენარჩუნება. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
ვერძი
დღეს აუცილებლად უნდა მოერიდოთ წარსულზე ფიქრს. განსაკუთრებით პირად საკითხებში - ამან შეიძლება სერიოზულად შეგიშალოთ ხელი, ამიტომ უმჯობესია იცხოვროთ აწმყოთი და მომავლით.
კურო
ნებისმიერი წამოწყება დღეს წარმატებას მოგიტანთ. მთავარია დაინახოთ მიზანი, გჯეროდეთ საკუთარი თავის და არ იზარმაცოთ.
ტყუპი
ეს არის დღე, როდესაც ცოტათი გარისკვა არ გავნებთ, თუ ამას შეუძლია მიგიყვანოთ თქვენი მიზნის მიღწევამდე. მაგრამ ერთი პირობით: ეს უნდა იყოს გონივრული და შედეგები ფრთხილად უნდა იყოს გათვლილი უსიამოვნო სიურპრიზების თავიდან ასაცილებლად.
კირჩხიბი
დღე ხელსაყრელია ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქციისთვის. გამონახეთ დრო, რომ ოჯახთან ერთად გაისეირნოთ სუფთა ჰაერზე, ესტუმროთ ნათესავებს.
ლომი
დილიდანვე შეუდექით საქმეების მოგვარებას. ოღონდ, პირველ რიგში, განსაზღვრეთ თქვენი პრიორიტეტები და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ დაგეგმვა.
ქალწული
რაც არ უნდა რთული იყოს დღეს თქვენი ამოცანები, თუნდაც ეს მხოლოდ საოჯახო საქმეები იყოს, აუცილებელია სამუშაო-დასვენების გრაფიკის დაცვა; წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება იოლად ამოწუროთ თქვენი ფიზიკური ენერგია.
სასწორი
მაშინაც კი, თუ კარგად ხართ მომზადებული, არასასურველია ჩაერთოთ პროექტში, რომელიც შეიძლება თქვენთვის ძალიან რთული აღმოჩნდეს. ჯერ აწონ-დაწონეთ თქვენი შესაძლებლობები და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ მუშაობა.
მორიელი
შეგიძლიათ დაიწყოთ მუშაობა დიდი ხნის წინ დაგეგმილ პროექტზე. დღეს, მისი თანდათანობითი განხორციელებისთვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნება.
მშვილდოსანი
არ არის მიზანშეწონილი საეჭვო წამოწყებებში მონაწილეობა: რისკები შეიძლება იყოს დაუსაბუთებლად მაღალი, ხოლო დანაკარგები - აღემატებოდეს მოსალოდნელ სარგებელსა და მოგებას.
თხის რქა
ნუ ეცდებით ყველაფრის გაკონტროლებას. დღეს შეიძლება მიიღოთ სიურპრიზი, რომელიც საშუალებას მოგცემთ მკვეთრად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ.
მერწყული
დღე ხელსაყრელია ვაჭრობისთვის: თუ დიდი ხანია გსურთ რამის გაყიდვა ან ყიდვა, ისარგებლეთ ამ შესანიშნავი და იშვიათი შესაძლებლობით - ორივე შემთხვევაში შეგიძლიათ იმედი გქონდეთ იღბალსა და მოგებაზე.
თევზები
ცხოვრების ყველა სფეროში სასიამოვნო მოვლენები გელოდებათ. ეცადეთ, იყოთ ერთგული და მოსიყვარულე. გამონახეთ დრო ოჯახთან მეტი დროის გასატარებლად; ნათესავების მოსანახულებლად.