ავტორი:

9 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 17:43-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 17:40-ზე

მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.

ვერძი: მეტი დრო დაუთმეთ მატერიალური საკითხების მოგვარებას. უნდა გადაწყვიტოთ, სად დააბანდოთ ფული, რა მოგიტანთ წარმატებას.

კურო: მიიღებთ შედეგს ადრე შესრულებული საქმისგან. გადაწყვეტთ, რა გსურთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ.

ტყუპი: მეტად დააფასებთ სიმშვიდეს, მოგინდებათ საქმის განმარტოებით კეთება. მეტად უნდა იზრუნოთ ოჯახის წევრებზე, ასაკით უფროს ნათესავებზე.

კირჩხიბი: გარშემო მყოფების პრობლემების მოგვარებას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ. მეტად იზრუნეთ საკუთარ თავზე, შემოქმედებით პროექტების განხორციელებაზე.

ლომი: საქმიანი შეხვედრების დროს მეტი დიპლომატიურობა გმართებთ. ისე იმოქმედეთ, რომ არ შეილახოთ რეპუტაცია. გაფრთხილდით ტექნიკასთან მუშაობისას.

ქალწული: მოგინდებათ ახლის შესწავლა, საკუთარი ცოდნის გარშემო მყოფებისთვის გაზიარება. კარგი დღეა გამოცდების, სადიპლომის ჩაბარება და სერტიფიკატის აღება.

სასწორი: დიპლომატიურობისა და საიდუმლო გაირიგებების წყალობით მოაგვარებთ მნიშვნელოვან საკითხებს და ნუ გაამხელთ იმას, რის გარკვევასაც მოახერხებთ და რა გზით.

მორიელი: გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან, არ გირჩევთ მათგან ფარულად მოქმედებას. ახლობლებს დახმარებაზე ნუ ეტყვით უარს.

მშვილდოსანი: მეტად მოუფრთხილდით ჯანმრთელობას. არ გირჩევთ სამსახურში გადაღლას, უმჯობესია, საღამო შინაურულ გარემოში გაატაროთ.

თხის რქა: იმედგაცრუებული რომ არ დარჩეთ, არ გირჩევთ მოვლენებისა და ადამიანების გაიდეალებას. დაიწყეთ პროექტების დასრულება; დანაპირების შესრულება.

მერწყული: არ გირჩევთ ახალი საქმეების დაწყებას. იყავით დაკვირვებული ფინანსური ოპერაციების დროს. ზოგიერთს მოგინდებათ სახლიდან მუშაობა.

თევზები: სამსახურში არ გირჩევთ ინიციატივის გამოვლენას. დაუთმოთ დრო საქმეების, საბუთების გადაკეთებას. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან.