ავტორი:

9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 18:53-ზე, მთვარე ვერძშია

კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.

ვერძი: იყავით მომართული თანასწორობაზე. უმჯობესია, ყველა საქმე გადადოთ და მეტი დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანთან ერთად, იზრუნეთ ურთიერთობის გაუმჯობესებაზე.

კურო: მშვიდი, ყოველდღიური საქმეები შეასრულეთ და მეტად დაისვენეთ, გაიუმჯობესეთ ძილის, კვებისა და სუფთა ჰაერზე სეირნობის რეჟიმი.

ტყუპი: იყავით მოსიყვარულე და გამგები საყვარელი ადამიანის მიმართ. დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. საღამო მხიარულად, ბავშვებთან ერთად გაატარეთ.

კირჩხიბი: ემოციური ფონი მომატებულია, ამიტომ ეცადეთ, თავი შეიკავოთ მკვეთრი გამონათქვამებისგან. ნუ აჰყვებით ცდუნებებს, იყავით ზომიერი ყველაფერში.

ლომი: შეიძლება ახლობლები გაჯიუტდნენ და მოთმინებით აღიჭურვეთ. დღეს მხოლოდ აუცილებელი ნივთები შეიძინეთ. მეტი მზრუნველობა გმართებთ და-ძმების მიმართ.

ქალწული: შეგეცვლებათ წარმოდგენა გარშემო მყოფებზე, ზოგიერთ საკითხზე. მოერიდეთ ფულის გამო კამათს საყვარელ ადამიანთან. უმჯობესია, იზრუნოთ განწყობის გაუმჯობესებაზე.

სასწორი: კარგი იქნება, თუ შეიცვლით სტილს, გამონახავთ დროს შემოქმედებითი საქმიანობისთვის, დაიწყებთ დიეტას. მოერიდეთ ფულის ხარჯვასა და საყვარელ ადამიანთან კამათს.

მორიელი: დღევანდელი დღე დაუთმეთ დასვენებას, ბუნებაში სეირნობას. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე: გაიუმჯობესეთ ძილისა და კვების რეჟიმი.

მშვილდოსანი: მეტი ყურადღება მიაქციეთ განათლების, მოგზაურობის საკითხებს. დაუთმეთ დრო საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. კულტურულ ღონისძიებაზე რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ.

თხის რქა: მოგიწევთ გადადგილება მივლინების და პირადი თემების გამო. დაუმეგობრდით გავლენიან ადამიანებს, ვისთან ერთადაც მომავალში საინტერესო პროექტების განხორციელებას შეძლებთ.

მერწყული: მიმოსვლით, შეხვედრებითა და მიმოწერით დატვირთული დღე გელოდებათ. ყურადღებით იყავით ტრანსპორტის განრიგთან.

თევზები: მეტად დაფიქრდებით მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მოგინდებათ ძვირად ღირებული ნივთების შეძენა. ფულის გამო საყვარელ ადამიანთან კამათს არ გირჩევთ.