კურო
ურთიერთობაში მოერიდეთ ეჭვიანობას, აგრესიას, სიხარბეს, იყავით მეტად დიპლომატიური. საყვარელი ადამიანის სურვილების გათვალისწინებით იმოქმედეთ.
ტყუპი
დღეს შეიძლება სხვა თვალით შეხედოთ ჩვეულებრივ მოვლენებსაც კი. ნუ გადაიღლებით (ემოციურადაც). გააუმჯობესეთ ურთიერთობა სიმათიის ობიექტთან.
კირჩხიბი
შემოქმედებითი იდეების განხორციელების, საოჯახო ვალდებულებების შესრულების დღეა. თუ მეტად მოინდომებთ, სასიყვარულო ურთიერთობის გაუმჯობესება გელით.
ლომი
მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, ნათესავებს. ნუ იქნებით გაღიზიანებული და აგრესიული გარშემო მყოფების მიმართ, რაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში შეგიშლით ხელს.
ქალწული
რაც უფრო მეტი იქნება სურვილი, მით მეტს მიაღწევთ ბიზნესსა და სასიყვარულო სფეროში. თუ რაღაც საქმე თქვენში ეჭვს იწვევს, ნუ მოკიდებთ ხელს.
სასწორი
გადახედეთ საქმეებს, სურვილებს, მიზნებს. სწორ გზაზე დგახართ? სასიყვარულო პარტნიორისგან იმას იღებთ, რაც გსურდათ? ნუ მოიტყუებთ თავს, თვალი გაუსწორეთ სიმართლეს.
მორიელი
დღეს ნებისმიერი გმირობისთვის ხართ მზად. თუმცა, თუ ნაბიჯებს სწორად არ გათვლით, უსიამოვნება გელით როგორც სამსახურის საქმეებში, ასევე პირად ცხოვრებაში.
მშვილდოსანი
საქმიან და მეგობრულ ურთიერთობებში შეიძლება წყალქვეშა დინებები აღმოაჩინოთ, რომელიც თქვენს ყურადღებას მოითხოვს. ნუ დახუჭავთ თვალს, რათა მომავალში უსიამოვნებები აიცილოთ.
თხის რქა
ჩამოწერეთ ის საქმეები, რომლებიც მომავალში წარმატებას, მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. ნუ ეცდებით ველოსიპედის გამოგონებას, გამოცდილ ხერხს მიმართეთ.
მერწყული
მოაგვარეთ საოჯახო საქმეები და გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. დაუმეგობრდით იმ ადამიანებს, ვისზეც თქვენი კარიერული წინსვლაა დამოკიდებული.
თევზები
გააუმჯობესეთ ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან, საზღვარგარეთ მცხოვრებ ნათესავებთან. იზრუნეთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.