სექტემბერი (ლათ. September) შემოდგომის პირველი თვეა. მისი სახელწოდება მოდის ლათინური სიტყვიდან septem – შვიდი, გამომდინარე იქიდან, რომ ძველრომაული კალენდრით ასტროლოგიურად სექტემბრის თვე ორ ზოდიაქოს ნიშანს აერთიანებს – ქალწულსა და სასწორს. ამ ორ – მიწისა და ჰაერის სტიქიის წარმომადგენელს შორის საერთო, დახვეწილი გემოვნება და ესთეტიკური ხედვის ნიჭია. თუმცა, ქალწულის პრაქტიკულობას ხშირად აკლია სასწორისეული შემოქმედებითი ხედვა, სასწორის მერყევ ბუნებას კი ქალწულისთვის დამახასიათებელი ლოგიკური ანალიზის უნარი. თუ ისე მოხდა, რომ რომელიმე ამ ზოდიაქოს ნიშნის გავლენა მეორეზეც ვრცელდება გარკვეული პლანეტარული განლაგების მიხედვით, ვიღებთ ფრიად შესანიშნავ ასტროლოგიურ "ჰიბრიდს".
9 სექტემბერს დაბადებული ადამიანები ბუნებით აზარტულები და ამბიციურები არიან. მათ მოსწონთ გაუკვალავი გზებით სიარული და ყოველთვის რეაგირებენ ნებისმიერ გამოწვევაზე საზოგადოების მხრიდან, საიმისოდ რომ საკუთარი უნიკალურობა კიდევ ერთხელ დაამტკიცონ. მათთვის აუცილებელია კარგი განათლების მიღება და პროფესიონალიზმი, საიმისოდ რომ შიშველი ამბიციების ამარა არ აღმოჩნდნენ საზოგადოების მკაცრ სამსჯავროზე.