ავტორი:

9 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 20:18-ზე, მთვარე 03:36-ზე თევზებს ესტუმრება

დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.

ვერძი: საქმიანი შეხვედრების დღეა. შემოგთავაზებენ პერსპექტიულ და მაღალანაზღაურებად სამსახურს. მეტად იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, იმუნიტეტის ამაღლებაზე.

კურო: ახალი პროექტების დაწყების, ჰობის განვითარების დღეა. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ, დაესწარით კულტურულ ღონისძიებას.

ტყუპი: თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გაქვთ მისაღები გაითვალისწინეთ პარტნიორებს მოსაზრებები. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას საყვარელ ადამიანთან.

კირჩხიბი: მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებას. მგზავრობისას რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ, მაგრამ ყველას ნუ დაუჯერებთ და ნურც თავად გადაუშლით გულს.

ლომი: შეამცირეთ კონტაქტები საეჭვო ადამიანებთან, არ გირჩევთ მათთან რაიმე საქმიანობას, დიალოგსაც კი. საღამო ბავშვებთან და საყვარელ ადამიანთან ერთად მხიარულად გაატარეთ.

ქალწული: საქმეების პარალელურად ნურც საკუთარ თავს დაივიწყებთ. დაუთმეთ დრო ჯანმრთელობაზე ზრუნვას. საღამოს ახლობლებისგან საჩუქრები და სიურპრიზები გელოდებათ.

სასწორი: არ გირჩევთ ძალაუფლების მქონე პირებთან ურთიერთობის დაძაბვას. საღამო დაუთმეთ დრო იმ საქმიანობას, რისთვისაც ადრე ვერ იცლიდით.

მორიელი: პარტნიორებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. არ გირჩევთ საეჭვო, ჩახლართულ საქმეებში გარევას. საღამოს ინტერნეტსივრცეში რომანტიკული ნაცნობობა და ფლირტი გელოდებათ.

მშვილდოსანი: მოგეცემათ ახალი პროექტების რეალიზების შესაძლებლობა. მიიღებთ დაფინანსებას. დაარეგულირეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. საღამო რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

თხის რქა: დაკვირვებით აწარმოეთ საქმეები, ყურადღება გმართებთ საბუთების შედგებისას, განსაკუთრებით საზღვარგარეთ გამგზავრებისას. მოერიდეთ აფერისტ ადამიანებთან ურთიერთობას.

მერწყული: დღეს ფინანსური საკითხები უნდა მოაგვაროთ. ფული პარტნიორებს თანაბრად გაუნაწილეთ. არ გირჩევთ ფულის დაბანდებას საეჭვო პროექტებში. ამასთან, გაფრთხილდით, არ გახდეთ აფერისტების მსხვერპლი.

თევზები: იყავით დაკვირვებული შეხვედრებისა და მოლაპარაკებების დროს. ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. მოინახულეთ დიდი ხნის უნახვი ახლობლები.