9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

სასურველის მისაღწევად შრომა მოგიწევთ. დღეს სწრაფად და დაკვირვებულად უნდა იმუშაოთ. ბავშვები სიბეჯითით გაგახარებენ.

ტყუპი

გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. მოერიდეთ კონფლიქტის მომტან საქციელს. მოაწესრიგეთ საცხოვრებელი ადგილი, სამუშაო სფერო.

კირჩხიბი

იმოქმედეთ გონებით და არა გრძნობებით. დღეს შეიძლება მიიღოთ ან გაუწიოთ ტექნიკური, სამედიცინო ან ინფორმაციული დახმარება.

ლომი

მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. პრობლემები მოაგვარეთ დაკვირვებით. კარგი დღეა საქმიანი აქსესუარების, წვრილი ტექნიკის შესაძენად.

ქალწული

გააუმჯობესეთ ურთიერთობა მშობლებთან. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად. თუმცა, გაითვალისწინეთ თქვენი ტემპერამენტი, ცხოვრების სტილი და მუშაობის სირთულე.

სასწორი

მეტი ყურადღება მიაქციეთ საკუთარ საქმეებს და არა გარშემო მყოფებისას. აგრეთვე, დეტალებს - მუშაობისას. მიაკითხეთ მკურნალ ექიმს, ჩაიტარეთ პროფილაქტიკური გამოკვლევა.

მორიელი

გადახედეთ შემოსავალს, მოიძიეთ დამატებითი სამსახური. თუმცა, სამსახურის შეცვლას ნუ იჩქარებთ. გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა, აიმაღლეთ შრომისუნარიანობა.

მშვილდოსანი

დაფიქრდით, რა გიშლით ხელს წარმატების მიღწევაში. კარგი დღეა წარსულის გასაანალიზებლად, დასკვნების გამოსატანად. აგრეთვე, კვალიფიკაციის ასამაღლებლად. გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა.

თხის რქა

წარმატებული დღე ელით სამედიცინო, ტექნიკურ და სამეცნიერო სფეროში მომუშავეებს. განწყობის გასაუმჯობესებლად კარგია მსუბუქი ვარჯიში.

მერწყული

მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. სიფრთხილე გმართებთ სამედიცინო და სამეცნიერო ექსპერიმენტების დროს. ნუ აიღებთ ხანგრძლივ კრედიტს.

თევზები

გაიუმჯობესეთ განწყობა, ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. ნუ ეცდებით თქვენი აზრი მოახვიოთ გარშემო მყოფებს. ნუ დანიშნავთ საქმიან შეხვედრებს. ნუ წამოიწყებთ ხანგრძლივ პროექტებს.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით