აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ლომისთვის: ფული შეიძლება თვალსა და ხელს შუა გაგიფრინდეთ

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ლომისთვის: ფული შეიძლება თვალსა და ხელს შუა გაგიფრინდეთ

თვის ზოგადი ტენდენციები

აგვისტოში მზე თქვენს ნიშანშია, ისარგებლეთ ამით და განახორციელეთ იდეები, იგრძენით თავი სამყაროს ნამდვილ მბრძანებლად. თუმცა, მზად იყავით არატრადიციული გადაწყვეტილებების მისაღებად. განსაკუთრებით თვის დასაწყისში. შესაძლოა წარმოიშვას გაუთვალისწინებელი მოვლენები, რომლებიც სწრაფ აზროვნებას და ადაპტაციის უნარს მოითხოვს. სწორედ არაპროგნოზირებადობის ეს მომენტები ავსებს ცხოვრებას აღფრთოვანებით.

აგვისტოს შუა რიცხვებში გელოდებათ მხიარული მოვლენებისა და დასამახსოვრებელი შეხვედრების ტალღა, თუმცა გარკვეული ხარჯებიც. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ექსტრავაგანტური გართობა გსურდეთ, განიხილეთ უფრო ეკონომიური ვარიანტები, ისინი ასევე საინტერესო შთაბეჭდილებებს მოგანიჭებენ. ასეთი ბალანსის პოვნით, შეძლებთ დატკბეთ ყველაფრით, რასაც ცხოვრება გთავაზობთ და ამავდროულად გონივრულად მართოთ თქვენი რესურსები.

სამუშაო, ფინანსები და ბიზნესი

მერკური თქვენს ნიშანშია, მაგრამ 11 რიცხვამდე რეტროგრადულ პოზიციაში რჩება. ეს მოგცემთ შესაძლებლობას, გადახედოთ თქვენს მისწრაფებებს, განზრახვებს, გეგმებს. აგვისტოს მეორე და მესამე დეკადაში ინფორმაციის დამუშავება გაგიადვილდებათ, ბევრი იდეა და ახალი ხედვა გაგიჩნდებათ. ეს გაზრდის სამსახურში თქვენს ეფექტურობას, გაუმჯობესდება ურთიერთობა კოლეგებთან და მენეჯმენტთან. ახალი ცოდნა უკეთესად აითვისება და ეს მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ჩვენ მუდმივი ცვლილებების პირობებში ვცხოვრობთ და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება გვჭირდება. იქნება პოზიტიური ცვლილებები, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესის ზრდა- განვითარებას. ზოგიერთი უკეთესად გამოავლენთ ლიდერულ თვისებებს. კარგი იქნება სამუშაო პრობლემების არასტანდარტულად მოგვარება, საკუთარი თავის უფრო მეტად გამოვლენა.

თვის მეორე ნახევარში გააცნობიერეთ თქვენი წარსული შეცდომები; გექნებათ მათი გამოსწორების შესაძლებლობა. ზოგიერთისთვის სამსახურში ატმოსფერო შეიძლება დაძაბული იყოს, ვიღაცას ელოდება ინტრიგები, ჭორები ზურგს უკან, სირთულეები უფროსთან. შესაძლებელია, ვინმეს დაეკისროს დამატებითი პასუხისმგებლობები, სამუშაო დატვირთვა გაიზარდოს. გაუგებრობები შეიძლება წარმოიშვას საქმიან პარტნიორებთანაც. უნდა ეცადოთ, არ დაძაბოთ სიტუაცია, ეცადოთ კომპრომისის პოვნას, ყველაფერი სწორად, კონფლიქტების გარეშე განიხილოთ.

აგვისტოში ფულთან უფრო ფრთხილად უნდა იყოთ. მოერიდეთ იმპულსურ, ძვირად ღირებულ შესყიდვებს, უარი თქვით ინვესტიციებზე. ფული შეიძლება თვალსა და ხელს შუა გაგიფრინდეთ. ვერც კი გააცნობიეროთ, რაში დახარჯეთ.

ოჯახი, რომანტიკა და ფლირტი

თითქმის მთელი თვის განმავლობაში, ვენერა, სიყვარულის პლანეტა, იმოძრავებს თქვენი შეზღუდვების, მარტოობის, საიდუმლოებების, შიშების სფეროში. თავისუფალმა ლომებმა შეიძლება დაიწყოთ ურთიერთობა, რომლის შესახებაც არავის ეტყვით. შესაძლოა, პარტნიორი დაქორწინებული იყოს. ემოციები და ქვეცნობიერი გაძლიერდება. უფრო მგრძნობიარე, თანამგრძნობი გახდებით. შედეგად, შეიძლება შეიბრალოთ ვინმე და გადაარჩინოთ. ზოგადად, ეს კარგი პერიოდია იმაზე ფიქრისთვის, თუ ვინ გჭირდებათ საერთოდ. როგორი ადამიანი გსურთ თქვენს გვერდით ნახოთ. თუ შეხვდებით ადამიანს, რომელიც სულით ახლოსაა თქვენთან, ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას, განსაკუთრებით აგვისტოს პირველ ათ დღეში, როდესაც მერკური რეტროგრადულად მოძრაობს. ეცადეთ, ახალი ნაცნობები ფხიზლად შეაფასოთ, ნუ შეიქმნით ილუზიებს, ნუ მიაწერთ არარსებულ ხასიათის თვისებებს. აგვისტოს პირველი დეკადაში შეიძლება გამოჩნდეს წარსულიდან ადამიანი. თქვენზეა დამოკიდებული, ხელახლა დაიწყოთ თუ არა მასთან ურთიერთობა. და უმჯობესია, ეს გადაწყვეტილება 11 აგვისტოს შემდეგ მიიღოთ.

დაქორწინებულები შეიძლება ცოტათი დაშორდეთ პარტნიორს, მოგინდეთ განმარტოება, დაფიქრება ან უბრალოდ დასვენება; ყურადღების რაიმეზე გადატანა, მაგალითად, შემოქმედებაზე, წიგნების კითხვაზე, ფილმების ყურებაზე. ზოგიერთმა ინფორმაციამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ურთიერთობაზე. დაიცავით თქვენი საიდუმლოებები ისე, რომ ისინი საყვარელი ადამიანებისთვის ცნობილი არ გახდეს. ზოგი გადაწყვეტთ, გააგრძელოთ თუ შეწყვიტოთ თქვენი ურთიერთობა. თუ წყვილში ყველაფერი კარგადაა, მაშინ ეს კარგი პერიოდია ერთად მეტი დროის გასატარებლად, მეტი რომანტიკული საღამოების მოსაწყობად, ერთად ბუნებაში სასეირნოდ ან დასასვენებლად წასასვლელად.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

აგვისტოში დიდი ენერგია გექნებათ, მარსი თქვენს მესამე სახლში გადავა და უფრო მოძრავი გახდებით. ეს პოზიცია ხელს შეუწყობს ფიზიკურ აქტივობას, კარგია სირბილი, ველოსიპედით სეირნობა. გექნებათ ენერგიის მოზღვავება და მოძრაობის სურვილი. სუფთა ჰაერზე ხშირი სეირნობა სასარგებლო იქნება. ფიზიკური ვარჯიში გააძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას და უფრო გამძლეს გაგხდით. შესაძლოა მეგობრებთან ერთად ლაშქრობა მოგინდეთ. მაგრამ უფრო ფრთხილად უნდა იყოთ, რომ არ გადაიტვირთოთ. ზედმეტმა იმპულსურობამ, მოუთმენლობამ შეიძლება დაგაზარალოთ. მოერიდეთ სტრესს. მედიტაცია, იოგა და სეირნობა დაგეხმარებათ მოდუნებაში. ყურადღება მიაქციეთ თქვენს სასუნთქ სისტემას.