ნუ ააჩქარებთ მოვლენებს და ნუ ეცდებით შეეწინააღმდეგოთ მოვლენებს; ახლა უმჯობესია დაკვირვება. სანამ მზე თქვენს ნიშანში გადმოვა კარგი იქნება დასვენება, სასიამოვნო გარემოში განმარტოება, შემოქმედებითი იდეების განხორციელება; ბოლოს და ბოლოს შვებულების აღება და დასვენება. აჩქარება და ფორიაქი კარგს არაფერს მოგიტანთ. გამონახეთ დრო მედიტაციისა და ლოცვისთვის. გადახედეთ განვლილ წელს, გამოიტანეთ ობიექტური დასკვნები, ჩაინიშნეთ რა უნდა გამოასწოროთ და როგორ, მაგრამ ნურაფერს მოიმოქმედებთ, სანამ მზე თქვენს ნიშანში არ გადმოვა. ზოგიერთი შეიძლება საზღვარგარეთ გამგზავრებაზე დაფიქრდეთ მუშაობის, სწავლის ან ემიგრაციის გამო.
ბიზნესი, სამსახური
განმარტოება და სიმშვიდე მოგინდებათ. შეამცირეთ სტრესული სიტუაციები, საქმიანი შეხვედრები. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას. გაანალიზეთ საკუთარი ქმედებები. ზოგიერთმა შეიძლება მიიღოთ საიდუმლო ინფორმაცია. შეგეცვალოთ სამუშაო გრაფიკი ან თვითონ საქმიანობა. იოლად გამონახავთ საერთო ენას გარშემო მყოფებთან. გაიჩენთ მეგობრებს, თანამოაზრეებს ბიზნესმენებს, ჩინოვნიკებს, სხვადასხვა გავლენიანი ორგანიზაციის ხელმძღვანელებს შორის. გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები, გონიერება. მოგინდებათ ახალი ტექნოლოგიების ათვისება. თვის ბოლოს დაკვირვებით გააფორმეთ საქმიანი ხელშეკრულება. გამოგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი წყარო. ახალ ვალდებულებებს მიუდექით რაციონალურად.
სიყვარული
ახალ სიყვარულს მეგობრების, თანამოააზრეების გარემოცვაში შეხვდებით. ახალგაცნობილთან ნუ ააჩქარებთ მოვლენებს. ჯერ კარგად გაიცანით ადამიანი, დააკვირდით მის შეხედულებებს და ცხოვრების წესს. დაქორწინებულებმა მოინდომეთ, რომ თქვენი ცხოვრება მეტად საინტერესო გახდეს. 11 აგვისტოს შემდეგ მოგინდებათ განმარტოება და სიმშვიდე. ვირტუალურ სამყაროში (ფილმების ყურება, წიგნების კითხვა) უფრო მეტად სიამოვნებას მიიღებთ, ვიდრე რეალურში. გამორიცხული არაა, სიყვარულის ძიება ინტერნეტში სცადოთ ან თქვენს ცხოვრებაში ყოფილი დაბრუნდეს. დაქორწინებულები გაფრთხილდით, რომ არ გაგიცივდეთ დამოკიდებულება მეუღლის მიმართ. ნუ იქნებით ზედმეტად პრეტენზიული და ნუ გამოეკიდებით წვრილმანებს.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
მზის თქვენს ნიშაში გადმოსვლამდე უმჯობესია დაისვენოთ, გაეგზავროთ დასასვენებლად, მაგრამ არა ცხელ ქვეყნებში. თუ ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ, იზრუნეთ პროფილაქტიკაზე. კარგი იქნება იმუნიტეტის ამაღლებაზე ზრუნვა. მოერიდეთ გადაღლას, სტრესს, დეპრესიას. არ ინერვიულოთ წვრილმანების გამო. შეიქმენით ჰარმონიული გარემო.
12 აგვისტოს შემდეგ მოგინდებათ ზოგიერთი საქმის გაუმჯობესება, სრულყოფილება. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, ძილისა და კვების რეჟიმის დარეგულირებას. შინაურ ცხოველებზეც თქვენ მოგიწევთ ზრუნვა.
27 აგვისტოს შემდეგ ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და სრულიად ახლებურად წარმოაჩენთ საკუთარ თავს. იყავით მომართული მიზნების განხორციელებაზე. დააპროგრამეთ საკუთარი თავი გამარჯვებაზე.