ავტორი:

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კირჩხიბებისთვის "სასიყვარულო და ფულადი საკითხები უნდა მოაგვაროთ"

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კირჩხიბებისთვის "სასიყვარულო და ფულადი საკითხები უნდა მოაგვაროთ"

საქმეებით დატვირთული დღეები გელოდებათ. დახმარებას საჭიროებენ თქვენი მეგობრები, ორგანიზაციები, ბავშვები. მოგინდებათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. მაგრამ ნურც დასვენებას დაივიწყებთ. კარგი იქნება, თუ ფულს დააბანდებთ სარფიან ბიზნესში, უძრავ ქონებაში, ანტიკვარიატში, ხელოვნების ნიმუშებში; ე.ი. იმაში, რაც მომავალში მატერიალურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ. აგვისტოს ბოლოს მოგინდებათ ახლობლების, მშობლიური ადგილების მონახულება. ამავე დროს მოგინდებათ შინაურული ბიბლიოთეკის გაფართოება, ახალი წიგნების შეძენა. გამორიცხული არაა, თქვენს წინაპრებზე საინტერესო ამბავი გაიგოთ.

ბიზნესი, სამსახური

თვის დასაწყისში გააქტიურებული იქნებით მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. შეიძლება დაიმატოთ ახალი ვალდებულება, გამონახოთ შემოსავლის ახალი წყარო. თუ სამსახურის მაძიებელი ხართ, მიიღებთ სასურველ ვაკანსიას. იყავით დაკვირვებული და ნუ ჩაერთვებით საეჭვო საქმიანობაში, არ გააფორმოთ ხელშეკრულება საეჭვო ადამიანებთან. სამსახურში თავად მეტად უნდა გამოავლინოთ ორგანიზატორული ნიჭი. შეიძლება მოგიწიოთ ახალი ტექნიკის, შესწავლამ, ცოდნის გაღრმავებამ. თუ ახალ პროექტზე დაიწყებთ მუშაობას, ეცადეთ, სრულყოფილად და დროულად ჩააბაროთ. პარალელურად, გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მეზობლებთან, ნათესავებთან. გახშირდება კომუნკაციები ინტერნეტით, ტელეფონით.

სიყვარული

სიყვარულისა და ფულის პლანეტა ვენერა თქვენს ნიშანშია. გააქტიურდით, რომ გაიუმჯობესოთ პირადი ცხოვრება, მატერიალური მდგომარეობა. იყავით მომართული სტაბილური სასიყვარულო ურთიერთობის დამყარებაზე. უმეტესობამ შეიძლება დაქორწინება გადაწყვიტოთ. დაწყვილებულებმა იზრუნეთ, რომ პარტნიორული ურთიერთობა მეტად რომანტიკული, ჰარმონიული გახდეს. საყვარელ ადამიანს აუსრულეთ სურვილები და უზრუნველყვეთ მატერიალური კეთილდღეობით. იზრუნეთ საოჯახო, სანათესავო თემების მოგვარებაზე. 11 აგვისტოს შემდეგ გააქტიურდებით მატერიალური სფეროს გაუმჯობესებაზე, ფინანსური საკითხების მოგვარებაზე.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

მუშაობა და აქტიურობა კარგია, მაგრამ თუ დასვენებას დაივიწყებთ კარგ შედეგს ვერ მიიღებთ. პერიოდულად გაემგზავრეთ ქალაქგარეთ, სუფთა ჰაერზე. ან თუ შესაძლელობა გექნებათ, შვებულება აიღეთ და მშვიდ გარემოში დაისვენეთ. აკონტროლეთ წონა, მოერიდეთ ექსპერიმენტებს კვებაში, ეგზოტიკური პროდუქტების დაგემოვნებას. აგრეთვე, გადაამოწმეთ ვარგისიანობა, რათა არ მოიწამლოთ. გაუფრთხილდით ყელს და დაიცავით თავი ტრავმისგან.

12 აგვისტოს შემდეგ გააქტიურდება კრედიტთან, გადასახადებთან დაკავშირებული საკითხები. შეიძლება ახლობლებს დაეხმაროთ მატერიალურად. გამოგიჩნდეთ ახალი სასიყვარულო პარტნიორი.

27 აგვისტოს შემდეგ გახშირდება შეხვედრები, ნაცნობობა საინტერესო ადამიანებთან. რეალურადაც და ვირტუალურადაც. მიიღებთ ინფორმაციას, მოგინდებათ ახალი ცოდნის მიღება, სასწავლო კურსებზე ჩაწერა.