ავტორი:

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კირჩხიბებისთვის: “ფული შეიძლება მოვიდეს ფარული წყაროდან“

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კირჩხიბებისთვის: “ფული შეიძლება მოვიდეს ფარული წყაროდან“

აგვისტოს მთავარი მოვლენები

2023 წლის აგვისტოში მზე გადავა თქვენს მეორე სახლში - ფულადი სახსრებისა და ქონების სექტორში. აგვისტოში ფულის შოვნის ბევრი შესაძლებლობა მოგეცემათ. მაგრამ არ გირჩევთ, ფულის მომენტალურ გაფლანგვას. უმჯობესია, დაზოგვა. კიდევ ერთი გაფრთხილება, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება კარგია, მაგრამ ფულის გამო ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. არ გირჩევთ ზეწოლას ქვეშევრდომებზე ან საქმიან პარტნიორებზე, ნუ სთხოვთ მათ ბევრს, ეს გამოიწვევს უარყოფით რეაქციას, კონფლიქტს. აგვისტოში მოგინდებათ უძრავი ქონების, ანტიკვარიატის, ხელოვნების ნიმუშების, აქციების შესყიდვა.

სამუშაო და ბიზნესი

მერკური მთელ თვეს გაატარებს თქვენი ნათესავებისა და ინფორმაციის სექტორში. ამ პერიოდში გახდებით მჭევრმეტყველი და გამოავლენთ ლიდერის ბევრ თვისებას. ამ თვეში ბევრ ახალ პროექტს წამოიწყებთ და ისე ჩაიძირებით მათში, რომ ოჯახს სათანადო ყურადღებას ვერ მიაქცევთ. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ 23 აგვისტოდან მერკური რეტროგრადული გახდება და ყველა საქმე და კომუნიკაცია შენელდება. თუ სადმე გამგზავრება დაგჭირდებათ, შეეცადეთ დაბრუნდეთ 23 აგვისტომდე, რათა თავიდან აიცილოთ დაბრკოლებები გზაზე.

სიყვარული და ფული

ვენერა მთელი თვის განმავლობაში რეტროგრადული იქნება, მაგრამ სამყოფ თანხას მაინც გამოიმუშავებთ, თუმცა, აჯობებს, დაზოგვაც ისწავლოთ. არ მისცეთ თავს ზედმეტის შესყიდვების უფლებას. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, აქ შეიძლება გარკვეული პრობლემები წარმოიშვას. აგვისტოში დაოჯახებულებს არ გირჩევთ რომანის დაწყებას, სასიყვარულო თავგადასავლებს, უმჯობესია, მეტად ენდოთ პარტნიორს და იზრუნოთ ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. ზოგიერთმა შეიძლება დაქორწინდება გადაწყვიტოთ და ეს კავშირი დაფუძნებული იქნება ანგარებაზე და არა გულწრფელ გრძნობებზე.

ჯანმრთელობა და აქტივობა

მარსი თქვენი ნათესავებისა და ინფორმაციის სექტორშია. თუ გსურთ იყოთ ფხიზლად და ჯანმრთელად მთელი თვის განმავლობაში, შეეცადეთ დაიწყოთ ვარჯიში. გაამდიდრეთ რაციონი ხილითა და მარცვლეულით. არ დაარღვიოთ რეჟიმი; გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი; ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

რაში გაგიმართლებთ აგვისტოში

აგვისტოში ჩაძირული იქნებით თქვენს შინაგან სამყაროში. შესაძლებლობა გექნებათ დაისვენოთ სიჩუმესა და განმარტოებაში. ფული შეიძლება მოვიდეს ფარული წყაროდან. შეიძლება გაგიჩნდეთ თვითგანვითარების სურვილი.

1-ელი აგვისტოს შემდეგ უპირატესობა ენიჭება ფინანსურ საკითხებს. ეს შეიძლება იყოს თქვენი ან სხვა ადამიანების ფული. ინტიმურ სფეროსაც დიდი ყურადღება სჭირდება. უფრო მეტიც, ამ დროს თქვენი სექსუალური ენერგია ძალიან აქტიურია. გაგიჩნდებათ სურვილი, დაუახლოვდეთ ადამიანს, რომლითაც დიდი ხანია აღფრთოვანებული ხართ. არ არის გამორიცხული, დახუროთ სესხი, გადაიხადოთ გადასახადები. თუ ახლობლები მოგმართავენ ფინანსური დახმარებისთვის, უარი არ უთხრათ.

16 აგვისტოს შემდეგ უნდა იმუშაოთ ფულის მოზიდვაზე. ზოგიერთი გადაწყვეტს ძვირად ღირებული ნივთის შეძენას. ფინანსური მდგომარეობა მხოლოდ მაშინ დასტაბილურდება, როცა დაზოგვას დაიწყებთ. უმჯობესია დააფიქსიროთ თქვენი ხარჯები ბლოკნოტში.

31 აგვისტოს შემდეგ შეგიძლიათ გაემგზავროთ უცხოეთში სასწავლებლად, გაიუმჯობესეთ კვალიფიკაცია და დაგეგმეთ მივლინებები. არ არის გამორიცხული, კვლავ მოგიწიოთ სასამართლოში ან ადვოკატთან მისვლა. მათ, ვინც დაიღალა ერთფეროვნებითა და რუტინით, მოინდომებს შვებულების აღებას და საზღვარგარეთ წასვლა. თქვენ გჭირდებათ დასვენება!