აგვისტოში პასუხები გაეცემა თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებს. ეცადეთ, მიიღოთ რეალურობა ისეთი, როგორცაა და არ შეიქმნათ ილუზიები. იყავით მიზანმიმართული, გადადგით გააზრებული ნაბიჯები და იბრძოლეთ სასურველის მისაღწევად. შანსი გაქვთ, რომ დაწინაურდეთ, გააფართოოთ თქვენი ბიზნესი. დანიშნეთ საქმიანი შეხვედრები, გააფორმეთ ხელშეკრულებები (ზოგიერთმა შეიძლება საქორწინო ხელშეკრულებაც კი გააფორმოთ); აწარმოეთ სარეკლამო აქციები. სასურველია, გვერდით ერთგული პარტნიორი გყავდეთ, ვინც დაგიცავთ გაუთვალისწინებელი მოვლენებისგან და საჭირო რჩევასაც მოგცეთ. ნუ გგონიათ, რომ ყველა სირთულეს დამოუკიდებლად უნდა გაუმკლავდებით.
ბიზნესი, სამსახური
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, მოგინდებათ შემოსავლის დამატებითი წყაროს გაჩენა. ზოგიერთმა შეიძლება ახალ პროფესიაში მოსინჯოთ თქვენი შესაძლებლობები. შეიძლება ჰობი გაიხადოთ შემოსავლის წყაროდ. ზოგიერთმა შეიძლება ფული ლატარიაში მოიგოთ ამ მემკვიდრეობით მიიღოთ. საქმიანი მოლაპარაკებების დროს იყავით დიპლომატიური, საკუთარი სიმართლე დაამტკიცეთ მშვიდად, ზედმეტი ემოციების გარეშე. თუ ბიზნესის დაწყებას აპირებთ, პატნიორთან თანაბარი უფლებები და კაპიტალი უნდა გქონდეთ. ნუ აიღებთ ზედმეტ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, საქმეები და მოვალეობები პარტნიორსაც გადაუნაწილეთ. 27 აგვისტოს შემდეგ მოგეცემათ სწავლის, უმაღლესში ჩაბარების შანსი. ამ პერიოდიდან გააუმჯობესეთ დამოკიდებულება უცხოელ პარტნიორებთან. მოგეცემათ საზღვარგარეთ გამგზავრების - გასართობად ან ბიზნესისთვის - შესაძლებლობა.
სიყვარული
საქმეებისა და დატვირთულობის გამო ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. სამსახურის საქმეები იქვე დაასრულეთ, შინ ნუ იმუშავებთ. ეცადეთ, გამონახოთ მეტი დრო რომანტიკისთვის. შვებულება ან უქმეები მაინც გაატარეთ ერთად და საინტერესოდ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ მივლინების, საქმიანი შეხვედრის დროს, შეიძლება სამსახურებრივი რომანი გააბათ. 11 აგვისტოდან მოგემატებათ რომანტიკული განწყობა, მეტად მზრუნველი გახდებით მეუღლის მიმართ. გაანებივრეთ სიურპრიზებით, საჩუქრებით. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ და გირჩევთ, ადამიანს, რომელიც ერთი შეხედვით არ მოგეწონებათ, მეორე შანსი მისცეთ.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
თვის პირველ დეკადაში მოერიდეთ ტრავმებს, გაფრთხილდით ელექტროობასთან. დაიწყეთ ვარჯიში, ჩაეწერეთ აუზზე. აგრეთვე, გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. უქმეებზე მიეცით თავს უფლება, გაისეირნოთ სუფთა ჰაერზე, შუადღეს წამოწვეთ. გამონახეთ დრო ნათესავების მოსანახულებლად. მათ შეიძლება თქვენი დახმარება დასჭირდეთ. თუ მიწის ნაკვეთი გაქვთ, იზრუნეთ მის კეთილმოწყობაზე. მეტად გამოავლინეთ თქვენი ფანტაზია. დაიცავით თავი ვირუსული ინფექციებისგან. თუ ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ, გაესინჯეთ ექიმს.
12 აგვისტოს შემდეგ დაასრულეთ საქმეები, ან მიიღებთ შედეგს მიზნების განხორციელებით. აგრეთვე დაფიქრდით, რა გიშლით ხელს განვითარებაში, წინსვლაში, რისგან უნდა გათავისუფლდეთ.
27 აგვისტოს შემდეგ მიიღებთ სასურველ თანხას ან გააფორმებთ კრედიტს. იყავით მომართული ურთიერთობის გაუმჯობესებაზე საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან.