ავტორი:

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის "იყავით მომართული გამარჯვებაზე, წინსვლაზე"

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის "იყავით მომართული გამარჯვებაზე, წინსვლაზე"

პროფესიული ზრდის დრო დაგიდგათ. სასურველია, გვერდით გყავდეთ ისეთი ადამიანები, ვინც პოზიტივით აგავსებთ. დაესწარით ისეთ ღონისძიებებს რაც მოქმედების მოტივაციას აგიმაღლებთ. იყავით მომართული საქმეების გაუმჯობესებაზე, გამარჯვებაზე. ყველა უსიამოვნებას იოლად მოაგვარებთ. ნუ ჩაიქნევთ ხელს, თუ რამე პირველ ჯერზე არ გამოგივათ. გაითვალისწინეთ შეცდომები და უკეთეს შედეგს მიაღწევთ. გადაადგით გააზრებული ნაბიჯები. მოგეცემათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი.

ბიზნესი, სამსახური

მოგემატებათ შრომისუნარიანობა. მოგინდებათ მეტის მიღწევა, აქამდე მიღწეული შედეგების გაუმჯობესება. იყავით მომართული გამარჯვებაზე, წინსვლაზე, მაგრამ არ გირჩევთ ბინძური მეთოდებით სიარულს, თქვენი კეთილდღეობისთვის სხვა ნუ გაწირავთ. ამასთან, ნუ დაივიწყებთ იმ ადამიანებს, ვინც მიზნის მიღწევაში დაგეხმარათ. კარგად შესრულებული საქმისთვის კოლეგების, ხელმძღვანელობის შექებას დაიმსახურებთ. შეიძლება გადაწყვიტოთ საქმიანობის, ბიზნესის შეცვლა. გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მოისურვებენ ფულის დაბანდებას თქვენში ან თქვენს საქმიანობაში. საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ და უპირატესობა მიანიჭეთ ისეთს, რომელიც მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. 26 აგვისტოდან შეამცირეთ აქტიურობა, მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ სურვილებში გარკვევას. ზოგიერთმა შეიძლება განმარტოებით გადაწყვიტოთ მუშაობა ან იზოლაციაში.

სიყვარული

თვის პირველ დეკადაში საყვარელ ადამიანთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა დათბება. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ მოგზაურობის ან მივლინების დროს. ზოგიერთმა კი შეიძლება ინტერნეტრომანი გააბათ. 11 აგვისტოდან მომართული იქნებით სასიყვარულო ურთიერთობის გასერიოზულებაზე, ზოგიერთმა შეიძლება ასაკით ან თანამდებობით უფროს ადამიანთან გააბათ რომანი; ან სამსახურებრივმა ფლირტმა გაგიტაცოთ, ან საქმიან პარტნიორს გაუმიჯნურდეთ. დაქორწინებულებმა, რა საქმითაც არ უნდა იყოთ დაკავებული, ყურადღება არ მოაკლოთ მეუღლეს. გახსოვდეთ, რომ თქვენი მზრუნველობა და მხარდაჭერა მისთვის აუცილებელია.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

ენერგიული და მიზანმიმართული ხართ, მომართული წინსვლაზე. მაგრამ ნუ დაივიწყებთ დასვენებას. იმუნიტეტის გაძლიერებას. ჩაიტარეთ გამაჯანსაღებელი პროცედურები. გირჩევთ, მეტი დრო გაატაროთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე. კარგი იქნება, თუ მეგობართან ან პარტნიორთან ერთად დაიწყებთ ვარჯიშს. ან ოჯახთან ერთად გაემგზავრებით დასასვენებლად.

12 აგვისტოს შემდეგ მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების მოგვარებას, ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. კარგი იქნება, თუ იზრუნებთ ბინის კეთილმოწყობაზე. ზოგიერთი ამ დროისთვის დაასრულებთ რემონტს.

27 აგვისტოს შემდეგ გახშირდება მეგობრული შეხვედრები; გააქტიურდებით სოციალურ ქსელებში. კარგი იქნება, თანამოაზრეებთან ერთად ახალ პროექტებზე მუშაობა.