ავტორი:

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის: “მოგეცემათ შესაძლებლობა მიიღოთ დიდი ფული“

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის: “მოგეცემათ შესაძლებლობა მიიღოთ დიდი ფული“

მთავარი მოვლენები

აგვისტოში მზე მთელი თვე იქნება თქვენი პროფესიული წარმატებისა და კარიერის სექტორში და ასე თუ ისე, მოგიწევთ ამ სფეროსთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა. იგრძნობთ ამბიციის მოზღვავებას. გაგიჩნდებათ პროფესიული პოზიციის გაუმჯობესებისა და ბრწყინვალე შედეგების მიღწევის სურვილი. ნუ გამოიყენებთ კოლეგებისა და პარტნიორების კეთილგანწყობას ბოროტულად. გამოიჩინეთ კეთილშობილება დაუფასეთ მათ შრომა, ნუ მიითვისებთ მათ გაკეთებულს და ბევრად მეტს მიაღწევთ. მოგიწევთ უფროსებთან საუბარი და იმის გარკვევა, თუ რა პერსპექტივები გაქვთ ამჟამინდელ სამსახურში. თუ დაწინაურება არ არის მოსალოდნელი უახლოეს მომავალში, შეგიძლიათ მოძებნოთ სხვა ადგილი, სადაც არა მხოლოდ შეძლებთ თქვენი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას, არამედ მათთვის ღირსეული ჯილდოს მიღებასაც.

სამუშაო და ბიზნესი

მერკური მთელ აგვისტოს თქვენი სოციალური ცხოვრების სექტორში გაატარებს. თქვენ ირგვლივ ბევრი ადამიანი იქნება. მეგობრები და საქმიანი პარტნიორები მოგაწვდიან თქვენთვის საჭირო ინფორმაციას და გაგიწევენ დახმარებას, როცა ეს დაგჭირდებათ. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ არ ღირს გრძელვადიანი პროექტების დაწყება აგვისტოში - 23-დან მერკური რეტროგრადული გახდება და ყველაფერი შენელდება. აგვისტოს ბოლომ შეიძლება იმედგაცრუება მოგიტანოთ - ადამიანი, რომელსაც ენდობოდით, დიდად სანდო არ იქნება, მის გამო პრობლემები და შეფერხებები შეგექმნებათ საქმეებში.

სიყვარული და ფული

რეტროგრადული ვენერა მთელ თვეს თქვენი პროფესიული რეალიზაციისა და მიღწევების სექტორში გაატარებს. ეს არ იქნება საუკეთესო პერიოდი თქვენი პირადი ცხოვრებისთვის. ამ პერიოდში აბსოლუტური გაურკვევლობა იქნება სასიყვარულო პარტნიორთან. გახშირდება ეჭვები და ვარაუდები. აგვისტოში საყვარელი ადამიანისგან მუდმივად უნდა გრძნობდეთ ყურადღების, აღტაცების, მოწონების ნიშნებს. არ გირჩევთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას; ფულის დაბანდებას.

ჯანმრთელობა და აქტივობა

მარსი თქვენი სოციალური ცხოვრების სფეროშია. მოგინდებათ რომელიმე მეგობართან ერთად ფიზიკური აქტივობა. შეიძლება დაკავდეთ გუნდური სპორტის სახეობით ან რაიმე სახის შეჯიბრებაში მიიღოთ მონაწილეობა. მეგობრებთან ერთად გაატარეთ უქმეები ბუნებაში; მოაწყვეთ პიკნიკები და ექსკურსიები ქვეყნის მასშტაბით.

რაში გაუმართლებს მორიელს 2023 წლის აგვისტოში

ამ პერიოდში იოლად შეძლებთ გამოსვლას ნებისმიერი რთული სიტუაციიდან. მოგეცემათ შესაძლებლობა მიიღოთ დიდი ფული და წარმატებები ბიზნესში; აგინაზღაურდებათ სადაზღვევო გადასახადები; ელოდეთ ჯილდოს სარისკო სამუშაოსთვის.

1 აგვისტოს შემდეგ შესაფერისი დროა საკუთარი თავისთვის, საყოფაცხოვრებო სამუშაოებისა და საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაციისთვის. ნათესავებს ისე მოენატრეთ, რომ ახლა უთქვენოდ ვერ გაძლებენ, ახლა მთელი ოჯახი ერთად იქნებით. პროფესიული საქმეების მთლიანად მიტოვებას ვერ შეძლებთ, მაგრამ შეეცადეთ გაანაწილოთ თქვენი ძალა და ენერგია ისე, რომ საკმარისი იყოს ყველაფრისთვის. პრიორიტეტები სწორად უნდა იყოს გადანაწილებული.

16 აგვისტოს შემდეგ კარგი დროა იმ ადამიანების სიმპათიის მოსაპოვებლად, ვინც მოგწონთ. თქვენ გაქვთ ძალაუფლება მოახდინოთ გავლენა გარშემო მყოფებზე. ცხოვრების ერთი ეტაპი დასრულდა, თქვენ უნდა მიიღოთ ახალი საქმეები და დასახოთ ახალი მიზნები. შეეცადეთ შეიმუშაოთ სტრატეგია, რომელიც დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში და საზოგადოებაში მაღალი პოზიციების მოპოვებაში.

31 აგვისტოს შემდეგ ის, რაც დიდი ხანია ჩრდილში იყო ახლა შუქზე გამოვიდა. მოუსმინეთ საკუთარ თავს, რას სურს თქვენს გულს? ნუ შეგეშინდებათ თქვენი ემოციების გამოხატვისა და გულახდილად ლაპარაკის. და შეწყვიტეთ საკუთარი თავის მუდმივად კონტროლი, აკრძალვები. ზოგჯერ სასარგებლოა გიჟური საქციელის ჩადენა, რათა შეიგრძნოთ ცხოვრების სისრულე და გაივსოთ შთაბეჭდილებებით. მართალია, მცირე რისკი არ გავნებთ, მაგრამ სიფრთხილე მაინც არ უნდა დაივიწყოთ.