ავტორი:

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მშვილდოსნებისთვის: “რაღაცის დასრულება მოგიწევთ, რის გარეშეც წინსვლას ვერ შეძლებთ“

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მშვილდოსნებისთვის: “რაღაცის დასრულება მოგიწევთ, რის გარეშეც წინსვლას ვერ შეძლებთ“

მთავარი მოვლენები

აგვისტოში მზე თქვენი ფილოსოფიისა და მოგზაურობის სექტორში იქნება. მოგინდებათ ინტელექტუალური დონის ამაღლება. ახლა თქვენ იგრძნობთ საჭიროებას არა მარტო მუდმივად მიიღოთ ახალი ინფორმაცია, არამედ გაუზიაროთ ის სხვებს, გაცვალოთ აზრები. ამ პერიოდში შეიძლება განსაკუთრებით აქტუალური გახდეს თქვენთვის ფილოსოფიურ მსოფლმხედველობასთან, რელიგიურობასთან, კულტურულ წეს-ჩვეულებებთან, საზღვარგარეთ მოგზაურობასთან, მეუღლის მშობლების ჯანმრთელობასთან ან ხელახლა დაქორწინების განზრახვასთან დაკავშირებული საკითხები. აგვისტოში შეგიძლიათ გააცნობიეროთ, რომ არ გაგაჩნიათ ცოდნა ან უნარები შემდგომი პროფესიული წინსვლისთვის და ამიტომ მოგინდებათ, ჩაირიცხოთ კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე. ზოგიერთმა შეიძლება მიიღოთ შეთავაზება საზღვარგარეთ სტაჟირებაზე, ზოგი კი ინტერესის გამო გაემგზავრებით საზღვარგარეთ.

სამუშაო და ბიზნესი

მერკური მთელ აგვისტოს თქვენი პროფესიულ მიღწევებისა და ამბიციების სახლში გაატარებს. შესაძლოა მიიღოთ დადებითი სიახლე კარიერის კიბეზე ასვლის, სამუშაოს შეცვლის ან ბიზნესის გაფართოების შესახებ. სტუდენტებს შეგიძლიათ მიიღონ კარგი ქულა გამოცდაზე. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ 23-დან მერკური რეტროგრადული გახდება და ყველაფერი შენელდება. შესაძლოა, რაღაცის დასრულებამ მოგიწიოთ, რის გარეშეც წინსვლას ვერ შეძლებთ. შესაძლოა ბიზნესში გარკვეული შეფერხებები იყოს. შესაძლოა ისინი გამოწვეული იყოს იმით, რომ არ გაქვთ საჭირო უნარები.

სიყვარული და ფული

რეტროგრადული ვენერა მთელ თვეს თქვენი სწავლისა და მოგზაურობის სახლში გაატარებს. იზრდება ზოგიერთი წარსული ურთიერთობის განახლების ალბათობა. შეიძლება გაიცნოთ უცხო ქვეყნის, ეროვნების, სხვა რელიგიის ადამიანი, მაგრამ ურთიერთობის გასერიოზულება გაგიჭირდებათ. ზოგიერთმა შეიძლება უკვე გამოცხადებული ნიშნობა გააუქმოთ. გაურკვეველი და შენელებული იქნება სიტუაცია თქვენს ფინანსურ სფეროშიც. ამ თვეში უმჯობესია უარი თქვათ ძვირად ღირებულ შესყიდვებზე ან დიდ ფინანსურ ინვესტიციებზე. ასევე არ უნდა გაფორმოთ ხელშეკრულება უცხოელ პარტნიორებთან.

ჯანმრთელობა და აქტივობა

მარსი თქვენი ამბიციებისა და მიღწევების სახლშია. თუ დიდი ხანია ოცნებობთ წონის დაკლებაზე, ამ თვეში შესამჩნევი შედეგების მიღწევას შეძლებთ. მარსი მოგანიჭებთ მონდომებას და გამარჯვების სურვილს და ეს დაგეხმარებათ თქვენი საუკეთესო მხარის დემონსტრირებაში. მარსი უფრო გაბედულს, მტკიცედ მიზანდასახულს გაგხდით. არის შესაძლებლობა დაამტკიცოთ საკუთარი ნიჭი ბიზნესში, აჩვენოთ თქვენი შესაძლებლობები. უფრო ამბიციური იქნებით, შეეცდებით ყველაფერში იყოთ პირველი. აგვისტოში შეძლებთ მოიპოვოთ სპორტის ოსტატის წოდება, დაიკლოთ წონაში ან გადაინაცვლოთ საზოგადოების უფრო მაღალ დონეზე.

რაში გაუმართლებს მშვილდოსანს 2023 წლის აგვისტოში

წარმატება გელოდებათ პირად ურთიერთობებში. ეს მომენტი შესაფერისია რომანტიკული გაცნობისთვის, ნიშნობისა და ქორწინებისთვის. ფული შეიძლება მოვიდეს მომგებიანი კონტრაქტების ხელმოწერით და გარიგებებით. ფინანსურად წარმატებული შეიძლება იყოს იურიდიული, ფსიქოლოგიური და ასტროლოგიური კონსულტაცია. აგვისტოში პოპულარობის მოპოვებას შეძლებთ.

1-ელ აგვისტოს შემდეგ გელოდებათ ცვლილებები საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში. ზოგიერთი კონტაქტი წარსულს ჩაბარდება, ზოგიერთთან ბოლოს და ბოლოს მშვიდობას დაამყარებთ და გულწრფელად გაიხარებთ. მოულოდნელად აღმოაჩენთ რაიმე ახალ ინტერესს თქვენთვის. ეს შეიძლება იყოს აღჭურვილობის შეძენა ან მისი კაპიტალური რემონტი.

16 აგვისტოს შემდეგ ხელსაყრელი პერიოდია მოგზაურობისთვის. მოგზაურობა შეიძლება იყოს როგორც საგანმანათლებლო, ისე დასვენების ან სამუშაოს აურზაურისგან თავის დაღწევის მიზნით. შესაძლებელია უცხოელებთან შეხვედრა. ზოგიერთი მოემზადეთ ახალი მეგობრის მოსანახულებლად! ახალ მთვარეზე შეგიძლიათ გეგმების შედგენა, მომავლის დასახვა. თუ გსურთ გაიუმჯობესოთ ცოდნა, დარეგისტრირდით კურსებზე. ტრენინგები საუკეთესო გავლენას მოახდენენ თქვენს კარიერაზე.

31 აგვისტოს შემდეგ ვინც ბევრს შრომობდა, დასვენება დასჭირდება. მეტი დრო გაატარეთ ოჯახში, ეწვიეთ ხანდაზმულ ნათესავებს. მეტად გამოავლინეთ გრძნობები და ემოციები. დროა განიტვირთოთ, თავი დააღწიოთ სამუშაოს. მშობლიური გარემო, სიმყუდროვე და სულიერი კომფორტი - ეს არის ის, რაც ახლა ყველაზე მეტად გჭირდება. მთავარია, თავისუფალი დრო არა უღიმღამო, არამედ სასარგებლოდ გაატაროთ. დაისვენეთ ისეთ გარემოში, სადაც თავს მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნობთ.