ავტორი:

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თევზებისთვის "დაგიდგებათ რომანტიკის, ჰარმონიის პერიოდი"

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თევზებისთვის "დაგიდგებათ რომანტიკის, ჰარმონიის პერიოდი"

საქმეებიც მოგემატებათ და ვალდებულებებიც. გამორიცხული არაა, სხვების პრობლემებიც თქვენი მოსაგვარებელი გახდეს. უნდა იზრუნოთ საკუთარ და გარშემო მყოფების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ვერავის ეტყვით უარს დახმარებაზე. ერთი სიტყვით, აგვისტოში ორი სფერო გიაქტიურდებათ - ჯანმრთელობა და სამსახური.

ბიზნესი, სამსახური

ერთდროულად უნდა იზრუნოთ სამსახურის საქმეების მოგვარებაზე და ურთიერთობის გაუმჯობესებაზე კოლეგებთან. არ გირჩევთ არავისთან კონფლიქტს, თუნდაც თქვენ იყოთ მართალი. მოერიდეთ ჭორაობას, შეთქმულებაში ჩართვას. არ გირჩევთ სარკასტულობას და ემოციებს აყოლას. იყავით მომართული გუნდურ მუშაობაზე. თქვენი დასალაგებელი გახდება ყველა არეული საქმე. ამასთან, ამბიციები და თავდაჯერებულობა მოგემატებათ და კონკურენტების მომატებასაც არ შეუშინდებით. ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია და მოქმედების გრაფიკი. ეცადეთ მოწესრიგებული გქონდეთ ფინანსური დოკუმენტაცია. აკონტროლეთ შემოსავალ-გასავალი. თვის ბოლოს კარდინალური ცვლილებები, გადაწყვეტილებების მიღება გელოდებათ. 25 აგვისტოდან პროფესიულ სფეროში მნიშვნელოვან ცვლილებებს დაელოდეთ.

სიყვარული

საყვარელი ადამიანი გულწრფელი იქნება თქვენ მიმართ, თუ თავად იქნებით გულახდილი. თვის მეორე დეკადაში გამოჩნდება ადამიანი, რომელსაც მთელი გულით შეუყვარდებით. დაგიდგებათ რომანტიკის, ჰარმონიის პერიოდი - ისეთი, როგორზეც ოცნებობდით. ნუ აჩქარდებით, დატკბით თითოეული მომენტით. დაქორწინებულებმა უნდა მოაგვაროთ საყოფაცხოვრებო საკითხები. გამონახეთ დრო რომანტიკული უქმეებისთვის. ყოველდღიურად შეიქმენით ჩახუტებისა და კოცნების საათი. 11 აგვისტოდან მეტი დრო დაუთმეთ ინტელექტუალურ განათლებას. სხვათა შორის, ზოგიერთმა შეიძლება სამსახურებრივი რომანი გააბათ. ან სასიყვარულო პარტნიორს შეხვდეთ მივლინების, კონფერენციის დროს.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

ჯანმრთელობაზე ზრუნვა პრიორიტეტული გახადეთ. განსაკუთრებით, თუ იცით, რომ ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ. ჩაიტარეთ გამოკვლევა, გაესინჯეთ მკურნალ ექიმს. მოსაფრთხილებელია თავი, წნევა. გირჩევთ, არ გადაიღალოთ. მეტი დრო გაატარეთ მშვიდ, სასიამოვნო გარემოში. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. მიიღეთ მსუბუქი დამამშვიდებელი, ყავის ნაცვლად - ბალახეულის ჩაი. რაც შეეხება კვებას - გაამდიდრეთ რაციონი ცილოვანი პროდუქტებით, კალციუმით, იოდით. არ გირჩევთ ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას, მაგრამ კარგ შედეგს მოგიტანთ ველოსიპედი, ცურვა.

12 აგვისტოს შემდეგ გაგიმძაფრდებათ წარსულისადმი ნოსტალგია. კარგი იქნება, თუ დაასრულებთ დაწყებულ საქმეებს. იპოვით ჩახლართული საქმეების მოგვარების მეთოდს და ყველაფერს იდეალურად გაუმკლავდებით. დააკვირდით სიზმრებს, შეგრძნებებს.

27 აგვისტოს შემდეგ გახშირდება შეხვედრები, კომუნიკაცია. მეტი მზრუნველობა გმართებთ ოჯახის, მშობლებისა და შვილების მიმართ. აგრეთვე, იზრუნეთ საქმიანი და სასიყვარულო ურთიერთობების დასტაბილურებაზე. ზოგიერთ სფეროში გააქტიურდებიან კონკურენტები.