ავტორი:

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თხის რქებისთვის: “შეიკავეთ ემოციები და ნუ ააჩქარებთ მოვლენებს“

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თხის რქებისთვის: “შეიკავეთ ემოციები და ნუ ააჩქარებთ მოვლენებს“

მთავარი მოვლენები

მზე მთელ თვეს გაატარებს თქვენი ექსტრემალური სიტუაციების, სხვისი ფულისა და მემკვიდრეობის სექტორში. ამ თვეში განსაკუთრებით დაგჭირდებათ მხარდაჭერა, ძირითადად ემოციური. აგვისტოში შესაძლოა თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იყოს მატერიალური საკითხები, რომლებიც დაგეხმარებათ ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევაში. ზოგიერთი გადაწყვეტთ, პირველად განახორციელოთ გარკვეული ინვესტიციები, ნასესხები სახსრების ან ერთობლივი კაპიტალის გამოყენებით. ზოგს მოუწევს ვალების გადახდა, ვიღაცას კი, პირიქით, დაუბრუნებენ ნასესხებ ფულს. აგვისტოში შეიძლება მიიღოთ მემკვიდრეობა ან მოგიწიოთ მემკვიდეობით მიღებულ ფულთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრამ.

სამუშაო და ბიზნესი

მერკური მთელ აგვისტოს თქვენი სწავლისა და მოგზაურობის სახლში გაატარებს. აგვისტოში შეგიძლიათ შორეულ მოგზაურობაში წასვლა, შესაძლოა საზღვარგარეთ. ან შორიდან მიიღებთ ცნობებს. კარგი პერიოდია სასწავლო კურსებზე ჩარიცხვის, კარიერული წინსვლისთვის. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ 23-დან მერკური რეტროგრადული გახდება და ყველა საქმე შენელდება. შესაძლოა ბიზნესშიც გარკვეული შეფერხებები იყოს.

სიყვარული და ფული

რეტროგრადული ვენერა მთელ თვეს თქვენი ექსტრემალური სიტუაციების, სხვისი ფულისა და მემკვიდრეობის სახლში გაატარებს. ამ დროს საინტერესო ნაცნობობა გელით, მაგრამ მთავარია არ გადააჭარბოთ და თავიდანვე ზედმეტი მზრუნველობით არ შეაშინოთ თქვენი ახალგაცნობილი. შეიკავეთ ემოციები და ნუ ააჩქარებთ მოვლენებს. დაოჯახებულები დროდადრო და სხვადასხვა საკითხზე იკამათებთ მეუღლესთან. პარტნიორის ყველაფერში კონტროლის სურვილმა და უმიზეზოდ ეჭვიანობამ შეიძლება მხოლოდ კონფლიქტის გამწვავება გამოიწვიოს. გამოავლინეთ მოთმინება და წინდახედულობა, ცუდი პერიოდი ძალიან მალე გაივლის. თქვენი ფინანსური მდგომარეობა ამ თვეში ოდნავ შეირყევა. შეიძლება მოგიწიოთ გადანახული თანხის დახარჯვამ.

ჯანმრთელობა და აქტივობა

მარსი თქვენი სწავლისა და მოგზაურობის სექტორშია და გაგიღვიძებთ მოგზაურობის სურვილს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ზოგიერთი თქვენგანი გადაწყვეტს საზღვარგარეთ დასასვენებლად წასვლას; ზოგიერთი კი - სამშობლოში ლაშქრობაში, ექსკურსიაზე გამგზავრებას. ზოგიერთი აღმოაჩენთ უჩვეულო სულიერ პრაქტიკას, რომელიც ფიზიკურ ვარჯიშებთან ერთად განტვირთვის საშუალებას მოგცემთ. თქვენი ჯანმრთელობა სტაბილური იქნება, განსაკუთრებული ცვლილებების გარეშე. მთავარია, არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი და იმ სიმპტომების შესახებ მოყოლა, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში გაწუხებთ.

რაში გაუმართლებს თხის რქას 2023 წლის აგვისტოში

ამ თვეში სამსახურში ძალიან ხელსაყრელი სიტუაცია გექნებათ. შეიძლება მიიღოთ დაწინაურება ან ხელფასის გაზრდა. ასევე გაგიმართლებთ კოლეგებთან და ქვეშევრდომებთან, ისინი მხარს დაუჭერენ თქვენს ყველა წამოწყებას. თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ, თუ ამისთვის ბევრს იმუშავებთ.

1-ელ აგვისტოს შემდეგ თქვენი ფიქრები ტრიალებს ოჯახზე, საოჯახო საქმეებსა და ფინანსებზე. აუცილებელია ბიუჯეტის გადახედვა, მასში კორექტივების შეტანა. ზოგიერთს მოგიწევთ მეტი ზრუნვა ოჯახის უმცროს წევრებზე. ხარჯები დაკავშირებული იქნება ბავშვებთან და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებასთან. გელოდებათ მოულოდნელი ხარჯი საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენის გამო.

16 აგვისტოს შემდეგ ყველაფერი გამოგივათ, თუ მოინდომებთ. განსაკუთრებით აქტუალური იქნება ისეთი დელიკატური საკითხი, როგორიცაა პირადი ურთიერთობა. ბევრს ელის ცვლილება, კომპლექსებისა და ბავშვობის ტრავმებისგან თავის დაღწევას. ინტუიცია დაგეხმარებათ დაინახოთ ყველაფერი ის, რაც დამალულია. ზოგიერთი ახალ მთვარეზე გადაწყვეტთ ვალის აღებას, შეაგროვებთ დოკუმენტებს იპოთეკური სესხისთვის.

31 აგვისტოს შემდეგ შეიცვლება საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა. ვიღაცას მოუწევს განშორება და ალბათ დიდი ხნით. ყურადღება მიაქციეთ თქვენს გარემოში არსებულ მცირე ცვლილებებს. მთავარია, გააცნობიეროთ, რომ არაფერი იქნება ისე, როგორც ადრე. არ არის გამორიცხული ძვირად ღირებული ნივთების შესყიდვა, შეკეთება; შესაძლებელია ერთ-ერთ ნათესავთან შერიგება.