თვის ზოგადი ტენდენციები
აგვისტო ხელსაყრელი თვეა სამუშაოს დასაწყებად, მომავლის გეგმების დასახვისთვის და წარსულიდან გაჭიანურებული საქმიანი საკითხების დასასრულებლად. თუმცა, შეიძლება თვის პირველ დეკადაში მოგეჩვენოთ, რომ თითქოს ცხოვრება ნელი ტემპით მიდის. ამ დროს შესაძლებელია, რომ დაკავდეთ მიმდინარე საქმეებით, რომლებიც უნდა დასრულდეს. თვის მეორე ნახევარში უფრო თავდაჯერებული გახდებით, რაც საშუალებას მოგცემთ უფრო სწრაფად წახვიდეთ წინ ბიზნესში, მიიღოთ ის, რაც გსურთ, გააფორმოთ სარფიანი ხელშეკრულება. მოგინდებათ დაუკავშირდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც სოციალური სტატუსით თქვენზე მაღლა დგანან. თვის მესამე დეკადაში მეგობრული კავშირები და თქვენსავით მოაზროვნე ადამიანები მთავარ როლს შეასრულებენ თქვენს ცხოვრებაში. შესაძლოა, ვინმესთან ერთობლივ პროექტზე იფიქროთ.
სამუშაო, ფინანსები და ბიზნესი
ეს კარგი დროა გეგმების, სამსახურში პრიორიტეტების შესაცვლელად. ახლა შეგიძლიათ განაახლოთ თანამშრომლობა ყოფილ ბიზნესპარტნიორებთან, დაუბრუნდეთ იმ საკითხებს, რომლებიც ადრე გადაიდო. იქნება შესაძლებლობა, გამოასწოროთ ძველი შეცდომები, გადადგათ ნაბიჯი კარიერულ ზრდაში. ზოგს მოგიწევთ წინა სამუშაოზე დაბრუნება, ძველი დამსაქმებლისგან მოწვევის მიღება. ზოგადად, თვის დასაწყისში, წარსულ პროექტებში ან ურთიერთობებში დაბრუნება შეიძლება წარმატებული და პროდუქტიული იყოს. ამასთან, აკონტროლეთ ემოციები, უმჯობესია არ გაავრცელოთ თქვენი წარმატებები, არ გაზიაროთ გეგმები: თქვენს კოლეგებს ან პარტნიორებს შორის შეიძლება იყვნენ არაკეთილმოსურნეები ან შურიანი ადამიანები.
თვის მეორე ნახევარი მოგიტანთ ბიზნესში გაუმჯობესებას. გაგიადვილდებათ თქვენი აზრების გამოხატვა, სხვების დარწმუნება, რომ მართალი ხართ, გამოჩნდება სიცხადე თქვენს საქმეებსა და მიზნებში. შესაძლებელია კარიერაში წინსვლა, გუნდში ავტორიტეტის გაძლიერება. კარგი დროა კონტრაქტების გასაფორმებლად, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების ან დისკუსიებისთვის.
აგვისტოში მნიშვნელოვანი საკითხი იქნება თქვენი რეპუტაცია. ეცადეთ, დაესწროთ კონფერენციებს ან კორპორატიულ ღონისძიებებს, შეხვდეთ გავლენიან ადამიანებს, დაამყაროთ სასარგებლო კონტაქტები. შესაძლოა, გაგიჩნდეთ ახალი შესაძლებლობები ბიზნესის განვითარებისთვის, კეთილდღეობის გასაზრდელად.
აგვისტოში ფინანსური სექტორი სტაბილური იქნება. შემოსავლის ზრდა მოსალოდნელია მივლინებებით, საზღვარგარეთ მოგზაურობით, ტრენინგებით და ახალი უნარების შესწავლით. სასარგებლოა ინვესტიციის ჩადება საკუთარ განათლებაში, თქვენი ინტერესების სფეროს გაფართოება.
ოჯახი, რომანტიკა და ფლირტი
მარტოხელებს მნიშვნელოვანი შეხვედრა გელოდებათ სახლიდან შორს, მოგზაურობაში. ასევე არსებობს შანსი, რომ გაიცნოთ საინტერესო ადამიანი ინტერნეტში, გაცნობის საიტებზე. შეიძლება დაგაინტერესოთ ადამიანმა, რომელიც განსხვავდება თქვენი სანაცნობო წრისგან, მაგალითად, ის შეიძლება იყოს სხვა კულტურის ან რელიგიის წარმომადგენელი, ჰქონდეს უჩვეულო შეხედულებები. თქვენი ურთიერთობა, დასამახსოვრებელი, ნათელი იქნება, ბევრ დადებით ემოციას მოგიტანთ. შესაძლოა, მისი გავლენით შეგეცვალოთ დამოკიდებულება ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ, სხვაგვარად შეხედოთ მიმდინარე მოვლენებს. შეხვედრა შეიძლება მოხდეს სწავლის დროს, მივლინებაში, პრეზენტაციაზე ან კონფერენციაზე. ასევე, ნაცნობობა შეიძლება დაკავშირებული იყოს იურიდიული საკითხების მოგვარებასთან, საგანმანათლებლო კურსებზე ან ტრენინგებზე დასწრებასთან.
ახალი ურთიერთობის დასაწყებად ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი იქნება აგვისტოს მეორე ნახევარი, როდესაც მერკური დაასრულებს თავის რეტროგრადულ მოძრაობას. სანამ პლანეტა უკან მოძრაობს, 11 აგვისტომდე, შესაძლებელია წარსული ურთიერთობების განახლება; თუ ჯერ კიდევ გაქვთ გრძნობები თქვენი ყოფილის მიმართ, ისაუბრეთ შერიგებაზე. თუმცა, გირჩევთ, არ დაგავიწყდეთ, რატომ დაშორდით: ნუ დაუშვებთ იგივე შეცდომებს.
დაწყვილებულები იყავით უფრო რბილი და ნაზი თქვენი მეორე ნახევრის მიმართ. ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი პარტნიორის მიმართ, ნუ გააკრიტიკებთ, ნუ მისცემთ მკაცრ შენიშვნებს. ოჯახში ჩხუბი შეიძლება გამოწვეული იყოს თქვენი ავტორიტარული პოზიციით, პარტნიორის აზრის ან სურვილებისადმი უყურადღებობით. შეეცადეთ მიიღოთ საყვარელი ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან, იყავით უფრო ლმობიერი მათი ნაკლოვანებების ან შეცდომების მიმართ. საერთო მიზნებმა ან ამოცანებმა, ერთობლივმა სამუშაომ ან შორეულ ქვეყანაში მოგზაურობამ შეიძლება უფრო შეგაკავშიროთ ერთმანეთს. ასევე შესაძლებელია მნიშვნელოვანი ამბების მიღება საზღვარგარეთიდან ან სხვა ქალაქიდან, რაც გავლენას მოახდენს თქვენს ურთიერთობაზე, გეგმებზე. ამ ამბების ფონზე, შეგიძლიათ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
ეცადეთ შეინარჩუნოთ ოპტიმისტური განწყობა და მშვიდი ემოციური მდგომარეობა. სიმშვიდე მოგცემთ ძალასა და ენერგიას, საშუალებას, რომ იმუშაოთ პროდუქტიულად და დრო დაუთმოთ საყვარელ ადამიანებს. სასარგებლოა გარემოს შეცვლა, შვებულებაში წასვლა, მოგზაურობა და ახალი შთაბეჭდილებების მიღება.
მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, იყავით აქტიური და მოძრავი. თვის ბოლოს გაცივების შანსი მატულობს. ამიტომ ჩაიცვით ამინდის შესაბამისად, მოერიდეთ კონდიციონერებსა და ორპირს. ყურადღება მიაქციეთ ბრონქებისა და ფილტვების მდგომარეობას. თუ რაიმე საგანგაშო სიმპტომი გაქვთ, ნუ დაიზარებთ და პროფილაქტიკის მიზნით მიმართეთ ექიმს.