აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნისთვის: მიმზიდველობის გაზრდამ შეიძლება სხვადასხვა თავგადასავალში ჩაგითრიოთ

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნისთვის: მიმზიდველობის გაზრდამ შეიძლება სხვადასხვა თავგადასავალში ჩაგითრიოთ

თვის ზოგადი ტენდენციები

გელოდებათ საინტერესო მოვლენებისა და სიურპრიზების ტალღა, შესაძლოა, წარსულიდან ვინმესთან შეხვედრაც კი, რაც ემოციების ქარიშხალს გამოიწვევს. გირჩევთ, პირადი საიდუმლოებები არ გაამხილოთ თქვენთვის ყველაზე ახლობლებთანაც კი.

ამ თვეში სულ უფრო აშკარა გახდება, რომ გადაუჭრელი საკითხები ხელს უშლის პროგრესს. მიუხედავად იმისა, რომ ამ გაცნობიერებამ თავდაპირველად შეიძლება დაბნეულობა გამოიწვიოს, შეძლებთ პრობლემების მოგვარებას დაკვირვებით და გააზრებულად.

ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ნებისმიერი ანთებითი პროცესი, სავარაუდოდ, მსუბუქი იქნება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არ უგულებელყოთ პრევენციული ზომები.

სამუშაო, ფინანსები და ბიზნესი

11 აგვისტომდე რეტროგრადული მერკურის გავლენით ზოგიერთი დაუბრუნდებით იურიდიული საკითხების გადაჭრას, რომლებიც არ დასრულებულა. საჭირო იქნება დეტალებზე ყურადღების მიქცევა. შესაძლოა, დოკუმენტებში შეცდომები და არასწორი გათვლები იყოს. ამ პერიოდშივეა მოსალოდნელი ჩხუბი და გაუგებრობა ძველ მეგობრებთან, კოლეგებთან, თანამოაზრეებთან. შეიძლება უფრო მგრძნობიარე გახდეთ და ეს სხვადასხვა პრეტენზიასა და წყენას გამოიწვევს. შესაძლოა, გაჩნდეს ინფორმაცია, რომელიც ზოგიერთ მოვლენაზე აზრს შეგაცვლევინებთ.

11 აგვისტოს შემდეგ განაახლებთ აქტივობას. იგრძნობთ, რომ მზად ხართ ახალი რამის შესასწავლად, გაჩნდება ინტერესი თქვენი მსოფლმხედველობის გაფართოების, ახალი დავალებების მიღების მიმართ, დაიწყებთ თქვენი უნარებისა და შესაძლებლობების გაფართოებას. ეს კარგი დროა მოლაპარაკებებისთვის, კონტრაქტების, შეთანხმებების ხელმოწერისთვის. თუ საგანმანათლებლო, კვლევით, იურიდიულ, საგამომცემლო სფეროებში მუშაობთ, გელოდებათ წარმატება, შრომის აღიარება. ზოგი მიხვდებით, რომ დროა გააზიაროთ თქვენი ცოდნა და დაიწყებთ სწავლებას, სტატიების წერას, რეპეტიტორობას.

ზოგიერთი საქმიან ურთიერთობებს დაამყარებთ უცხოელებთან.

ფინანსური თვალსაზრისით, აგვისტო კარგია მემკვიდრეობასთან, დაზღვევასთან, სესხებთან დაკავშირებული საბუთების მოსაწესრიგებლად. ზოგიერთს პარტნიორი დაგეხმარებათ, მაგრამ უფრო ფრთხილად იყავით ხარჯებთან, უარი თქვით სპონტანურ შესყიდვებზე. თუ ძვირად ღირებული შესყიდვებია, მაშინ უფრო ყურადღებით შეამოწმეთ საბუთები.

ოჯახი, რომანტიკა და ფლირტი

ვენერა აგვისტოს უმეტეს ნაწილს თქვენს მერვე სექტორში გაატარებს, რომელიც პასუხისმგებელია ურთიერთობების ინტიმურ კომპონენტზე, სხვა ადამიანების ფულსა და კრიზისულ სიტუაციებზე. იყავით უფრო ყურადღებიანი ახალი ნაცნობების მიმართ, რათა არ აღმოჩნდეთ უსიამოვნო სიტუაციაში. კარგი იქნება, თუ არ გაავრცელებთ ინფორმაციას თქვენი ურთიერთობების შესახებ, შეინახავთ ბევრ რამეს საიდუმლოდ და ნუ ენდობით იმ ადამიანებს, რომლებსაც კარგად არ იცნობთ.

საპირისპირო სქესს მაგნიტივით მიიზიდავთ, მაგრამ შესაძლებელია დამაბნეველი სიტუაციებიც. მიმზიდველობის გაზრდამ შეიძლება სხვადასხვა თავგადასავალში ჩაგითრიოთ. ზოგჯერ რომ არ ინანოთ, იყავით უფრო წინდახედული. შესაძლოა, სასიყვარულო სამკუთხედშიც აღმოჩნდეთ. აგვისტოს პირველ დეკადაში უმჯობესია თავი აარიდოთ ახალ ნაცნობებს. ზოგიერთს შესაძლოა ყოფილები დაგიბრუნდეთ.

ოჯახურ ურთიერთობებშიც ყველაფერი შეუფერხებლად არ წარიმართება. თუ კავშირი ძლიერია, მაშინ განსაკუთრებული ცვლილებები არ არის მოსალოდნელი. ასეთი წყვილებისთვის კარგია ერთად მეტი დროის გატარება, რომანტიკული საღამოების მოწყობა.

ზოგიერთს ბანკთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება მოგიწევთ. შესაძლოა, ფინანსური საკითხი მწვავე იყოს, რაც ურთიერთობაზე უარყოფითად იმოქმედებს. თუ სესხის აღება გსურთ, მაშინ კარგად დაფიქრდით ამ საკითხზე.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

აგვისტო კარგი დროა ფიზიკური აქტივობისთვის. უბრალოდ, ყველაფერი ფანატიზმის გარეშე გააკეთეთ. მხოლოდ ძალიან ჯანმრთელ ადამიანებს შეგიძლიათ დატვირთვის გაზრდა. კარგი იქნება, თუ ყურადღებას დუნდულებსა და ბარძაყებზე გაამახვილებთ. ველოსიპედით სეირნობა, სწრაფი სიარული, ჩაჯდომები და ბუნებაში სეირნობა ასევე სასარგებლო იქნება.

აგვისტოში ფსიქოლოგიური წონასწორობისთვის მნიშვნელოვანია უფრო ხშირად დაესწროს კულტურულ ღონისძიებებს და მიიღოს სასიამოვნო შთაბეჭდილებები. კარგი იქნება გუნდური თამაშები და სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება.