აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი სასწორისთვის: გექნებათ შანსი შერიგდეთ, აღადგინოთ შეწყვეტილი სასიყვარულო ურთიერთობა

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი სასწორისთვის: გექნებათ შანსი შერიგდეთ, აღადგინოთ შეწყვეტილი სასიყვარულო ურთიერთობა

თვის ზოგადი ტენდენციები

აგვისტოში, ნებისმიერ სიტუაციაში უნაკლო გარეგნობის შენარჩუნება უაღრესად მნიშვნელოვანია. კარგი თვეა მასშტაბური შოპინგისთვის. ახალი იმიჯი თქვენს ცხოვრებაში ახალ საინტერესო ნაცნობებსა და შთაბეჭდილებებს მოიზიდავს. ურთიერთობების სფეროში გულწრფელი საუბრები და საყვარელი ადამიანებისადმი თქვენი გრძნობების გამოხატვა კიდევ უფრო გაამყარებს თქვენს კავშირს. მოერიდეთ გადაჭარბებულ იდეალიზმს და სხვებისგან ძალიან ბევრისაც ნუ ელოდებით. ურთიერთობებში ჰარმონიის შესანარჩუნებლად დაიცავით გაცემასა და მიღებას შორის ბალანსი.

სამუშაო, ფინანსები და ბიზნესი

თვის პირველ დეკადაში მერკური რეტროგრადულია. შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი გეგმები, შეიტანოთ კორექტირება ზოგიერთ სოციალურ პროექტში ან საქმიან კავშირში. ასევე, შეიძლება ცვლილება იყოს სხვებთან ურთიერთობაში - იმედგაცრუება ახლობელში, ან აზრის მკვეთრად შეცვალა მასზე. არ უნდა მიიღოთ მკვეთრი გადაწყვეტილება: მოგვიანებით შეიძლება ინანოთ უხეშად ნათქვამი სიტყვები ან შეურაცხმყოფელი გამონათქვამები. იყავით უფრო თავშეკავებული, გამოიჩინეთ თავაზიანობა და ტაქტი. ზოგიერთი თვის დასაწყისში თავს უფრო კომფორტულად იგრძნობს განმარტოებით, შესაძლოა, გუნდში გარკვეული დაძაბულობა იგრძნოთ.

შესაძლებელია, რომ ერთგულმა მოკავშირეებმა ზოგიერთ საკითხში თქვენი მხარდაჭერა შეწყვიტონ. ზოგიერთს შეგიძლიათ დისტანციურად, ინტერნეტში იმუშაოთ, პრიორიტეტი მიანიჭოთ ინდივიდუალურ პროექტებს ან ამოცანებს.

11 აგვისტოდან სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება, შეძლებთ მთავარ საკითხებზე ფოკუსირებას. ზოგიერთს მოგიწევთ ხალხმრავალ ღონისძიებებში მონაწილეობა, საჯაროდ გამოსვლა. ეს ყოველივე გააფართოებს თქვენს ნაცნობების წრეს, დაგეხმარებათ ახალი სასარგებლო საქმიანი კავშირების დამყარებაში. არაა გამორიცხული, რომ შეუერთდეთ რომელიმე საზოგადოებას, გახდეთ გუნდის წევრი. თქვენ გარშემო მყოფი ადამიანები დიდ მხარდაჭერას გაგიწევენ თქვენი გეგმების განხორციელებაში. გაგიჩნდებათ კომუნიკაციის სურვილი, მათ შორის სოციალურ ქსელებში, თემატურ ჩატებში დისკუსიების წარმოების.

თვის ბოლო შესაფერისია შერიგებისთვის, შეწყვეტილი ურთიერთობების განახლებისთვის, საქმიანი კონტაქტების დამყარებისთვის. გაუმჯობესდება კომუნიკაციის უნარები, დაიწყებთ სხვების უკეთ გაგებას, რთულ სიტუაციებში კომპრომისების პოვნას. ახლა თქვენ გაქვთ მაღალი მოტივაცია და ფოკუსირებული ხართ შედეგებზე. ამიტომ, არ გირჩევთ სამუშაო პროცესის შეჩერებას და აგვისტოში შვებულებაში გასვლას. თქვენი ძალისხმევა მიმართეთ კარიერული ზრდისკენ, უფრო მაღალი პროფესიული პოზიციის მისაღწევად.

ოჯახი, რომანტიკა და ფლირტი

თუ მარტოხელა ხართ, აგვისტოში გაქვთ შანსი, დაიწყოთ რომანტიკული ურთიერთობა ბიზნესის სფეროს წარმომადგენელთან. მიმართეთ მზერა თქვენს კოლეგებზე, ბიზნეს პარტნიორებზე, კლიენტებზე ან მომხმარებლებზე. ამ დროს დაწყებულ საოფისე რომანს ყველა შანსი აქვს, გახდეს გრძელვადიანი და მდგრადი, რადგან თქვენ და თქვენს პარტნიორს ბევრი რამ გაქვთ საერთო, კარგად შეგიძლიათ ერთმანეთის გაგება და მხარდაჭერა.

თუ თქვენი რჩეული უფრო მაღალ პროფესიულ თანამდებობას იკავებს, მაშინ, თქვენც გაქვთ შესაძლებლობა ახვიდეთ კარიერულ კიბეზე, მიაღწიოთ დიდ წარმატებას სამსახურში. ხოლო ურთიერთობის გაოფიციალურება გაზრდის თქვენს სოციალურ სტატუსს, გაიუმჯობესებთ ფინანსურ მდგომარეობას.

თუ პარტნიორთან ნაჩხუბარი ხართ, გექნებათ შანსი შერიგდეთ, აღადგინოთ შეწყვეტილი სასიყვარულო ურთიერთობა. იმედგაცრუების თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია, პირად ცხოვრებაში ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება 11 აგვისტოს შემდეგ მიიღოთ, როდესაც მერკური პირდაპირ მოძრაობას დაიწყებს.

დაოჯახებულებმა იპოვეთ ბალანსი სამუშაო მოვალეობებსა და საოჯახო საქმეებს შორის. არ დაგავიწყდეთ თქვენი მეორე ნახევრის დახმარება, მის ცხოვრებაში მონაწილეობა, რთულ სიტუაციებში მისი მხარდაჭერა. თქვენმა მუდმივმა დასაქმებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს პარტნიორთან ურთიერთობაზე, გახდეს ჩხუბისა და წყენის მიზეზი. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად მოერიდეთ ფინანსური თემების განხილვას.

ბავშვების აღზრდისა და განათლების საკითხები პარტნიორთან ერთად განიხილეთ. ნუ ეცდებით ლიდერის პოზიციების დაკავებას, პატივი ეცით ოჯახის წევრების აზრს. განსაკუთრებით ყურადღებიანი და დიპლომატიური უნდა იყოთ თვის შუა რიცხვებში.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

აგვისტოში უნდა აკონტროლოთ საკუთარი ჯანმრთელობა, არ გადაიტვირთოთ და არ დაივიწყოთ ენერგიის აღდგენა. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, მოუსმინეთ თქვენს ჯანმრთელობას, მიიღეთ პრევენციული ზომები, თუ გაქვთ მემკვიდრეობითი ან ქრონიკული დაავადებები. დაიწყეთ ვარჯიში. ფორმის შესანარჩუნებლად, მეტი იარეთ ფეხით, გამორიცხეთ ცხიმიანი და მარილიანი საკვები რაციონიდან. თუ რამე გაწუხებთ, მიმართეთ ექიმს, ნუ დაელოდებით დაავადების პროგრესირებას. განსაკუთრებით ყურადღებით იყავით თქვენი ჯანმრთელობის მიმართ აგვისტოს მესამე დეკადაში.