აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის: მოტყუების, შეცდომების ან არასწორი გადაწყვეტილებების მიღების ალბათობა იზრდება

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის: მოტყუების, შეცდომების ან არასწორი გადაწყვეტილებების მიღების ალბათობა იზრდება

თვის ზოგადი ტენდენციები

თქვენ ყველა საქმეში სრულყოფილებისკენ ისწრაფვით, საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენით დაწყებული უძრავი ქონებით დამთავრებული. ამ თვის დევიზია: წესრიგია ყველაფერში: ფინანსებში, ქცევაში, აზროვნებასა და გარეგნობაში.

დაწყვილებულებს ინტიმურობის გაღრმავება და სასიყვარულო კავშირების განმტკიცება გელით. დაუთმეთ დრო თქვენს პარტნიორს, გაუზიარეთ თქვენი იმედები და სურვილები.

ახლა დროა, ვარსკვლავებივით იბრწყინოთ! იქნება ეს ახალი პროექტის დაწყება, ახალი კარიერული შესაძლებლობების შესწავლა თუ თქვენი შემოქმედებითი ოცნებების შესრულება, ენდეთ თქვენს ინტუიციას და მიეცით თავისუფლება თქვენს შემოქმედებას. გაუგებრობები შეიძლება წარმოიშვას აზრებისა და ემოციების გადახლართვის გამო. შეიძლება გაგიჭირდეთ აზრების ნათლად გამოხატვა.

სამუშაო, ფინანსები და ბიზნესი

გეგმები ან ზოგიერთი სამუშაო პროცესი შეიძლება შეიცვალოს, გაჩნდეს ახალი გარემოებები ან შესაძლებლობები. ნუ იჩქარებთ რაიმე ახლის დაწყებას: უმჯობესია, ცოტათი შეანელოთ თქვენი საქმიანობა და თვის დასაწყისი მოდუნებულად გაატაროთ, მცირე ხნით შეისვენოთ. ვიღაც მეტ დროს ოჯახთან გაატარებს, ვიღაც კი პირად საკითხებს მოაგვარებს. შესაძლებელია, რომ სამუშაო პირობები შეგეცვალოთ, გრაფიკი შეიცვალოს, ახალი მოვალეობები გაჩნდეს. თუ რამე არ გაკმაყოფილებთ, ესაუბრეთ უფროსს, შეახსენეთ შეუსრულებელი დაპირებები. შესაძლებელია თქვენი შრომითი ხელშეკრულების გადახედვა.

თუმცა, სანამ მერკური რეტროგრადულად მოძრაობს, მოტყუების, შეცდომების ან არასწორი გადაწყვეტილებების მიღების ალბათობა იზრდება. ნუ იჩქარებთ პასუხის გაცემას, დაუთმეთ დრო ფიქრს, აკონტროლეთ თქვენი სიტყვები და ქმედებები, გამოთვალეთ თითოეული ნაბიჯი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ და გარკვეული დანაკარგები განიცადოთ.

ზოგიერთმა შესაძლოა, წინა დამსაქმებლისგან თანამშრომლობის შეთავაზება მიიღოთ, ან ძველ ბიზნეს პარტნიორებთან კონტაქტები აღადგინოთ. შესაძლებელია დაუბრუნდეთ გადადებულ პროექტებს ან იდეებს.

სიტუაცია უფრო პროგნოზირებადი და ხელსაყრელი გახდება 11 აგვისტოს შემდეგ. შესაფერისი პერიოდი იწყება კარიერული საკითხების გადასაჭრელად. თვის მეორე ნახევარში, შეძლებთ თქვენი სამუშაო გრაფიკის ოპტიმიზაციას, უფრო მომგებიან და პერსპექტიულ საქმეებზე ფოკუსირებას. დაუმთავრებელი საქმეები მოითხოვს თქვენს აქტიურ მონაწილეობას. შეძლებთ დანაკარგები მინიმუმამდე დაიყვანოთ და ზოგიერთი პროცესი უფრო მომგებიანი და ეფექტური გახადოთ. ახლა ასევე სასარგებლოა დროის გამონახვა თქვენი მიზნების გადახედვისთვის, თვითანალიზისა და სამსახურში ახალი პრიორიტეტების დასახვისთვის.

თქვენი ფინანსური მდგომარეობა აგვისტოში სტაბილური იქნება. შეძლებთ დამატებითი შემოსავლის წყაროების პოვნას, ფულის დაზოგვას. ეცადეთ, მცირე რუტინული ვალდებულებები მაშინვე მოაგვაროთ, როგორც კი წარმოიქმნება, მოგვიანებით მათი მოგვარება გაგიჭირდებათ.

ოჯახი, რომანტიკა და ფლირტი

თითქმის მთელი აგვისტო ვენერა თქვენი გართობის, ბავშვების აღზრდის და შემოქმედების სექტორშია. ეს კარგი დროა პაემნებისა და ახალი შეხვედრებისთვის, თუმცა, მარტოხელები უპირატესობას მიანიჭებთ მოკლევადიან რომანებსა და სახალისო გართობებს.

თუ გადაწყვეტილი გაქვთ პირადი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა, შეხვედრის ალბათობის გასაზრდელად, გაემგზავრეთ შვებულებაში, სამოგზაუროდ, ქალაქგარეთ. ახალი გარემო და ლამაზი ადგილები განწყობას აგიმაღლებთ, საჭირო რომანტიკულ ატმოსფეროს შეგიქმნით. ახლა თქვენ ღია ხართ კომუნიკაციისთვის, თავს უფრო მოდუნებულად და თავისუფლად გრძნობთ. საუბრები თქვენთვის მარტივია, შეგიძლიათ იყოთ პირველი, ვინც დიალოგს დაიწყებს, ვინმეს მიმართ ინტერესს გამოიჩენთ. თქვენი მიმზიდველობა და ხიბლი მაღალ დონეზეა, ამიტომ შეგიძლიათ ყურადღების ცენტრში ყოფნა, გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო თვისებები.

დაესწარით ოჯახურ ვახშმებს, ეწვევით ნათესავებსა და ძველ მეგობრებს. მნიშვნელოვანი შეხვედრა შესაძლებელია ხალხმრავალ ადგილას, გასართობ ღონისძიებაზე. თქვენს ახალ ნაცნობს, სავარაუდოდ, თქვენი მსგავსი შეხედულებები და ჩვევები ექნება, იგივე საკითხებით დაინტერესდება.

დაოჯახებულების ცხოვრება აგვისტოში მშვიდი და სასიამოვნო იქნება. ეცადეთ, ყოველდღიური საქმეები გაამრავალფეროვნოთ, არ მოიწყინოთ. ახლა კარგია ერთობლივი დასვენება, შვებულება. შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა, მოძებნეთ გართობის მიზეზები, ხშირად დაუკავშირდით მეგობრებსა და ნათესავებს. ნუ გაამახვილებთ ყურადღებას უმნიშვნელო პრობლემებზე ან უთანხმოებებზე. აგვისტოს ბოლო დეკადაში მეტი ყურადღება მიაქციეთ საყოფაცხოვრებო ან ეკონომიკურ საქმეებს.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

მარსის პოზიცია შინაგან ტრანსფორმაციას და გარკვეულ კრიზისებს მოგიტანთ. არსებობს ემოციური გადატვირთვისა და სტრესის შესაძლებლობა. ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას, შეინარჩუნოთ სიმშვიდე, რაც არ უნდა მოხდეს თქვენ გარშემო. აუცილებელია თავიდან აიცილოთ ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა, ტრავმული სპორტი და გადატვირთვა. ენერგიულობისა და შრომისუნარიანობის შესანარჩუნებლად, იკვებეთ სწორად და გამოყავით საკმარისი დრო სათანადო დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის. თუ სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებას აპირებთ, გაითვალისწინეთ, რომ აგვისტოში დასმული დიაგნოზი შეიძლება არასწორი იყოს და გადაამოწმეთ.