ავტორი:

აგვისტოს ბიზნესასტროლოგია: ვის გაუმართლებს ფინანსურად და ვის ელოდება საქმიანობაში ცვლილებები

აგვისტოს ბიზნესასტროლოგია: ვის გაუმართლებს ფინანსურად და ვის ელოდება საქმიანობაში ცვლილებები

ვერძი

მერკური მთელ თვეს გაატარებს თქვენი მუშაობისა და ჯანმრთელობის სექტორში. შესაძლოა ამ თვეში ზოგიერთმა გამოიჩინოთ ინტერესი გამოყენებითი მეცნიერებების მიმართ. ზოგიერთი ინტერესით ჩაუღრმავდებით მუშაობის ყველა დეტალს და შეძლებთ მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ პროფესიული უნარები. ახლა უფრო მეტად მოგწონთ ხელებით მუშაობა, ვიდრე რაიმე სახის გონებრივი აქტივობა. ჩაერთეთ შემოქმედებაში, მიუბრუნდით ჰობის. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ აგვისტოში არ უნდა დაიწყოთ გრძელვადიანი პროექტები 23-დან მერკური რეტროგრადული გახდება და ყველა გონებრივი აქტიურობა და კომუნიკაცია შენელდება. დოკუმენტები, რომლებსაც ელოდებით, დაგვიანდება.

კურო

მერკური მთელ თვეს თქვენი სიამოვნების, გართობის სექტორში გაატარებს. გაგიძაფრდებათ ინტერესი შემოქმედების მიმართ. ზოგიერთმა შესაძლოა სამსახური შეიცვალოთ. ახალ ადგილას შესაძლოა ხელფასი ნაკლები იყოს, მაგრამ თქვენთვის მთავარი იქნება, რომ საყვარელი საქმის კეთება შეძლოთ. მოგინდებათ გააკეთოთ რაიმე სახის შემოქმედებითი საქმიანობა სახლიდან გაუსვლელად. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ აგვისტოში არ უნდა დაიწყოთ გრძელვადიანი პროექტები 23-დან მერკური რეტროგრადული გახდება და ყველაფერი შენელდება. თუ სტუდენტი ხარ, გამოცდებზე მეტი დაკვირვება გმართებთ.

ტყუპი

მერკური მთელ თვეს გაატარებს თქვენი სახლისა და ოჯახის სექტორში. შესაძლოა, ამ თვეში წახვიდეთ მშობლების მოსანახულებლად, ან დაბრუნებთ იმ ადგილებში, სადაც დაიბადეთ, ბავშვობა გაატარეთ. შეიძლება მოგინდეთ წიგნების შეგროვება, სახლის ბიბლიოთეკის გამდიდრება. წარმატებას ბიზნესში მიაღწევენ ის ტყუპი, რომლებიც უძრავი ქონების სფეროში მუშაობენ. არიან ლანდშაფტის დიზაინერები; სივრცის გაფორმების ორგანიზატორები. გაითვალისწინეთ, რომ აგვისტოში თქვენი მმართველი პლანეტა მერკური 23-დან რეტროგრადული გახდება, საქმეები და კომუნიკაცები შენელდება. თუ რემონტს აპირებთ ან შვებულებაში მიდიხართ, მოემზადეთ იმისთვის, რომ თქვენი გეგმები შეიძლება დაირღვეს.

კირჩხიბი

მერკური მთელ თვეს გაატარებს თქვენი ნათესავებისა და ინფორმაციის სექტორში. ამ პერიოდში გახდებით მჭევრმეტყველი და გამოავლენთ ლიდერის ბევრ თვისებას. ამ თვეში ბევრ ახალ პროექტს წამოიწყებთ და ისე ჩაიძირებით მათში, რომ ოჯახს სათანადო ყურადღებას ვერ მიაქცევთ. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ 23 აგვისტოდან მერკური რეტროგრადული გახდება და ყველა საქმე და კომუნიკაცია შენელდება. თუ სადმე გამგზავრებას გეგმავთ, შეეცადეთ დაბრუნდეთ 23 აგვისტომდე, რათა თავიდან აიცილოთ დაბრკოლებები გზაზე.

ლომი

მერკური მთელ აგვისტოს თქვენი სიმდიდრისა და ქონების სექტორში გაატარებს. ამ პერიოდში ინტუიციურად იგრძნობთ, თუ რა გზით იშოვოთ ფული და ეცდებით ხელიდან არ გაუშვას არც ერთი შესაფერისი შესაძლებლობა. ამ პერიოდის განმავლობაში დაგებადებათ რამდენიმე საინტერსო იდეა, თუ როგორ გამოიმუშაოთ ფული, გაიჩინოთ დამატებითი შემოსავალი. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ აგვისტოში არ უნდა დაიწყოთ გრძელვადიანი პროექტები - 23-დან მერკური რეტროგრადული გახდება და ყველაფერი შენელდება. მოერიდეთ მფლანგველობას.

ქალწული

მერკური მთელ აგვისტოს თქვენს ნიშანში გაატარებს. ამ პერიოდში იგრძნობთ სიტუაციის გაუმჯობესებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბიზნესი, სწავლა და ინფორმაციასთან მუშაობა. მოგინდებათ ახალი იდეების განხორციელება, ტექნოლოგიების განახლება, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ გრძელვადიანი პროექტები არ უნდა დაიწყოთ 23 აგვისტოდან; ამ დღეიდან თქვენი მმართველი პლანეტა მერკური რეტროგრადული ხდება. საქმეები და კომუნიკაციები შენელდება. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ დასკვნები, რაც გააკეთეთ, ნაჩქარევი აღმოჩნდა; ყურადღება არ მიაქციეთ ზოგიერთ დეტალს და ახლა კვლავ უნდა დაუბრუნდეთ მათ რათა გამოასწოროთ წარმოშობილი შეცდომები ან გაუგებრობები.

სასწორი

მერკური მთელ აგვისტოს თქვენი შიშების, საიდუმლოებებისა და შეზღუდვების თემების სექტორში გაატარებს. აგვისტოში შეძლებთ რამდენიმე ძველი კონტაქტის აღდგენას, შესაძლოა, გაიგოთ ინფორმაცია, რომლის დამალვასაც თქვენგან ცდილობდნენ. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ აგვისტოში არ უნდა დაიწყოთ გრძელვადიანი პროექტები - 23-დან მერკური რეტროგრადული გახდება და ყველაფერი შენელდება. მოგიწევთ რაღაცის დასრულება, რის გარეშეც ვერ შეძლებთ წინსვლას. ზოგიერთმა შესაძლოა ამ პერიოდში მისტიციზმს დიდი მნიშვნელობა მიანიჭოს, ყველგან რაღაც ნიშნებსა და მინიშნებებს დაინახავთ.

მორიელი

მერკური მთელ აგვისტოს თქვენი სოციალური ცხოვრების სექტორში გაატარებს. თქვენ ირგვლივ ბევრი ადამიანი იქნება. მეგობრები და საქმიანი პარტნიორები მოგაწვდიან თქვენთვის საჭირო ინფორმაციას და გაგიწევენ დახმარებას, როცა ეს დაგჭირდებათ. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ არ ღირს გრძელვადიანი პროექტების დაწყება აგვისტოში - 23-დან მერკური რეტროგრადული გახდება და ყველაფერი შენელდება. აგვისტოს ბოლომ შეიძლება იმედგაცრუება მოგიტანოთ - ადამიანი, რომელსაც ენდობოდით, დიდად სანდო არ იქნება, მის გამო პრობლემები და შეფერხებები შეგექმნებათ საქმეებში.

მშვილდოსანი

მერკური მთელ აგვისტოს თქვენი პროფესიულ მიღწევებისა და ამბიციების სახლში გაატარებს. შესაძლოა მიიღოთ დადებითი სიახლე კარიერის კიბეზე ასვლის, სამუშაოს შეცვლის ან ბიზნესის გაფართოების შესახებ. სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ კარგი ქულა გამოცდაზე. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ 23-დან მერკური რეტროგრადული გახდება და ყველაფერი შენელდება. შესაძლოა, რაღაცის დასრულებამ მოგიწიოთ, რის გარეშეც წინსვლას ვერ შეძლებთ. შესაძლოა ბიზნესში გარკვეული შეფერხებები იყოს. შესაძლოა ისინი გამოწვეული იყოს იმით, რომ არ გაქვთ საჭირო უნარები.

თხის რქა

მერკური მთელ აგვისტოს თქვენი სწავლისა და მოგზაურობის სახლში გაატარებს. აგვისტოში შეგიძლიათ შორეულ მოგზაურობაში წასვლა, შესაძლოა საზღვარგარეთ. ან შორიდან მიიღებთ ცნობებს. კარგი პერიოდია სასწავლო კურსებზე ჩარიცხვის, კარიერული წინსვლისთვის. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ 23-დან მერკური რეტროგრადული გახდება და ყველა საქმე შენელდება. შესაძლოა ბიზნესში გარკვეული შეფერხებები იყოს.

მერწყული

მერკური მთელ აგვისტოს თქვენი ექსტრემალური სიტუაციების, სხვისი ფულისა და მემკვიდრეობის სექტორში გაატარებს. თქვენ ოსტატურად მართავთ სხვა ადამიანების საქმეს და გამოიჩენს საქმიან ალღოს განსაკუთრებით ფულთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში, ფინანსური გარიგებების დროს. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ 23-დან მერკური რეტროგრადული გახდება და ყველა საქმე და გარიგება შენელდება. აგვისტოში განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ მოგზაურობისას და გადაადგილებისას, თუნდაც ფეხით სიარულის დროს.

თევზები

აგვისტოს დასაწყისში შეგიძლიათ წამოაყენოთ ბევრი კონსტრუქციული იდეა, რაც მომავალში თქვენს კარიერაზე დადებითად აისახება. შესაძლოა, თვის დასაწყისში გაგიჩნდეთ სურვილი, გადაწყვიტოთ ბიზნესპარტნიორებთან ან კონტრაქტორებთან დაკავშირებული საკითხები. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ 23-დან მერკური რეტროგრადული გახდება და ყველაფერი შენელდება. შესაძლებელია ამ პერიოდში პარტნიორის ან ახლო მეგობარში იმედგაცრუება შეგხვდეთ. მერკური რეტროგრადულმა ასევე შეიძლება ხელი შეუშალოს თქვენს სამუშაო პასუხისმგებლობებს, რადგან თქვენი აზრები სამუშაოს გარდა სხვა რამეზე იქნება დაკავებული. ეს დრო ასევე არ არის ძალიან შესაფერისი ბიზნესის პოპულარიზაციისთვის ან ახალი ნაცნობებისთვის.