აგვისტოს ბიზნესისა და ფინანსების ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: შეძლებთ თქვენი ჰობის მონეტიზაციას

აგვისტოს ბიზნესისა და ფინანსების ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: შეძლებთ თქვენი ჰობის მონეტიზაციას

მერკური რეტროგრადული სვლიდან გამოვიდა და სწორად დაიწყო მოძრაობა. შეფერხებები და დაბრკოლებები წარსულში რჩება, ხოლო აზრები და იდეები უფრო ნათელი ხდება. ელექტრონიკის, ავტომობილებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენაზე შეზღუდვები მოიხსნება. არ იქნება დაბრკოლებები ახალი ბიზნესის დასაწყებადაც. უკვე შეგიძლიათ გააფორმოთ ხელშეკრულებები, შეიძინოთ სამგზავრო ბილეთები, იმოგზაუროთ ან დაიწყოთ ახლის შესწავლა.

ვერძი

იფიქრეთ ჰობის მონეტიზაციაზე, წაიკითხეთ სტატიები ამ თემაზე, გაიარეთ კონსულტაცია იმ ადამიანებთან, რომლებიც დაკავებულნი არიან ამ მიმართულებით. შეგიძლიათ მიაღწიოთ იმ მიზნებს, რომლისკენაც მთელი გულითა და სულით ისწრაფვით. შეიძლება შემოგთავაზონ შემოქმედებითი პროექტის ხელმძღვანელობა, შესაძლოა მეტი კლიენტი გამოჩნდეს და ასევე შესაძლებელია შემოსავლის ზრდა. კარგი დროა ურთიერთობების დასამყარებლად, პრეზენტაციების, მოლაპარაკებებისა და თვითრეკლამირებისთვის.

თვე ასევე წარმატებული იქნება მათთვის, ვისი საქმიანობაც დაკავშირებულია ბავშვებთან, არდადეგებთან, გართობასთან, სპორტთან, ბიზნესთან, სწავლებასთან, ხელოვნებასთან. კარგი დროა საკუთარი ბიზნესის დასაწყებად, თამამი იდეების განსახორციელებლად. გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება გაგიჭირდეთ დიდი ხნის განმავლობაში ერთ რამეზე კონცენტრირება. შეგიძლიათ იდეა პირველ ეტაპზევე მიატოვოთ, როდესაც რაღაც გეგმის მიხედვით არ მიდის, იყავით მომთმენი.

კურო

მოგინდებათ მეტი დრო გაატაროთ განმარტოებით; ინტელექტუალურ საქმიანობაში ჩაერთოთ. იპოვეთ ბალანსი სამსახურსა და ოჯახურ მოვალეობებს შორის. ამ შემთხვევაში, გექნებათ სტაბილური და მშვიდი ემოციური მდგომარეობა. კარგი დროა მათთვის, ვისაც გაქვთ ოჯახური ბიზნესი ან პარტნიორთან ერთად მუშაობთ. რთულ სიტუაციებში მიმართეთ ახლობლებს, მათი რჩევა და დახმარება აღგიდგენთ სიმშვიდეს და თავდაჯერებულობას. იპოვეთ რაიმე ახალი ჰობი, რომელიც დაკავშირებულია ხელსაქმესთან. ეს დაგეხმარებათ, უფრო მშვიდად შეხვდეთ მცირე პრობლემებს, შეფერხებებს, და არ ინერვიულოთ წვრილმანებზე.

ფინანსურ სფეროში განსაკუთრებული პრობლემები არ გელით. უფროსთან ისაუბრეთ ხელფასის გაზრდაზე, სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე. თუ ახალ სამსახურს ეძებთ, შეძლებთ საინტერესო ვაკანსიის პოვნას; განიხილეთ ყველა ვარიანტი.

ტყუპი

კარგი დროა მოლაპარაკებებისა და დისკუსიებისთვის, განმარტებების გასაკეთებლად. თუ მნიშვნელოვანი გარიგება გაქვთ დასადები ან კონტრაქტს უნდა მოაწეროთ ხელი, გააქტიურდით. თქვენთვის იოლი იქნება საქმიანი წერილების დაწერა, რთული დოკუმენტების ან კონტრაქტების შედგენა. პრეზენტაციები და გამოსვლების წარმატებული იქნება. გამოიყენეთ ეს დრო იდეების განსახორციელებლად, საქმიანი კავშირების გასაფართოებლად და ახალი პარტნიორების მოსაძებნად. კარგი დროა მათთვის, ვინც ციფრულ ტექნოლოგიებთან, რეკლამაში ან მარკეტინგში მუშაობს.

ყურადღება მიაქციეთ თქვენს ფინანსურ მდგომარეობას. შეზღუდეთ ხარჯები, ნუ ჩადებთ ინვესტიციებს საეჭვო პროექტებში. არსებობს დაუგეგმავი ხარჯების ალბათობა. არ უნდა მოაწეროთ ხელი დოკუმენტებს, თუ არ ხართ დარწმუნებული. გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან, ესაუბრეთ თქვენს ახლობლებს, რათა არ აღმოჩნდეთ რთულ სიტუაციაში. ფრთხილად იყავით გარიგებების დადებისას.

კირჩხიბი

შეფერხებები ან სირთულეები მოსალოდნელი არაა. შეგიძლიათ გააფართოოთ თქვენი საქმიანობის სფერო, მოძებნოთ ახალი კლიენტები ან პარტნიორები, აიღოთ სამუშაო ნახევარ განაკვეთზე, გაუგზავნოთ რეზიუმე თქვენთვის საინტერესო ორგანიზაციებს. შეიძლება მიიღოთ მნიშვნელოვანი ამბები თქვენი ფინანსური მდგომარეობის, მომავალი ფინანსური კეთილდღეობის შესახებ. კარგი პერიოდია თქვენი შემოსავლის ოპტიმიზაციისთვის, დამატებითი შემოსავლის წყაროს მოსაძებნად. შეძლებთ თქვენი ჰობის მონეტიზაციას ან არსებული რესურსების უფრო ეკონომიურად გამოყენებას.

თვის ბოლოს დაგეგმეთ მოლაპარაკებები, გასაუბრება. შეიძლება მონაწილეობა მიიღოთ კოლექტიურ პროექტში, გაიძლიეროთ პროფესიული პოზიცია. უპირატესობა მიანიჭეთ ფინანსურად მომგებიან თემებს. გამოიყენეთ საბანკო ან ფინანსური ინსტრუმენტები თქვენი კეთილდღეობის გასაზრდელად.

ლომი

გააცნობიერეთ თქვენი წარსული შეცდომები და გექნებათ მათი გამოსწორების შესაძლებლობა. ზოგიერთისთვის სამსახურში ატმოსფერო შეიძლება დაძაბული იყოს, იქნება ინტრიგები, ჭორები ზურგს უკან, სირთულეები უფროსთან. შესაძლებელია, დაგეკისროთ დამატებითი პასუხისმგებლობები, სამუშაო დატვირთვა გაიზარდოს. გაუგებრობები შეიძლება წარმოიშვას საქმიან პარტნიორებთანაც. უნდა ეცადოთ, არ დაძაბოთ სიტუაცია, ეცადოთ კომპრომისის პოვნას, ყველაფერი სწორად, კონფლიქტების გარეშე განიხილეთ.

ფულთან უფრო ფრთხილად უნდა იყოთ. მოერიდეთ იმპულსურ, ძვირად ღირებულ შესყიდვებს, უარი თქვით ინვესტიციებზე. ფული შეიძლება თვალსა და ხელს შუა გაგიფრინდეთ. ვერც კი გააცნობიეროთ, რაში დახარჯეთ.

ქალწული

თქვენი მმართველი პლანეტა მერკური გამოვიდა რეტროგრადული სვლიდან, მაგრამ მისი საიდუმლოებებისა და შეზღუდვების სფეროში ყოფნა მაინც შეგიშლით ხელს, უმჯობესია, დაისვენოთ. შესაძლებელია, ზოგიერთს მოგიწიოთ უარის თქმამ გეგმებზე, სამუშაოზე, რომელსაც აღარ მოაქვს სასურველი შედეგი. ზოგი იპოვით ახალ ჰობის და თუ უკვე დიდი ხანია გაქვთ იგი, შეძლებთ მის მონეტიზაციას.

აგვისტო კარგი თვეა ფრილანსერების, პროგრამისტების, კინოსა და ტელევიზიის მუშაკებისთის. აგრეთვე შემოქმედებით სფეროების წარმომადგენლებისთვის. მათთვისაც, ვისი საქმიანობაც დაკავშირებულია წყალთან, ალკოჰოლთან, ქიმიასთან. ზოგიერთმა შეიძლება მიიღოს საინტერესო შეთავაზებები მეგობრებისგან, თანამოაზრეებისგან. შესაძლებელია, გადაწყვიტოთ ვინმეს გუნდში გაწევრიანება ფულის საშოვნელად.

სასწორი

შეძლებთ მთავარ საკითხებზე ფოკუსირებას. ზოგიერთს მოგიწევთ ხალხმრავალ ღონისძიებებში მონაწილეობა, საჯაროდ გამოსვლა. ეს ყოველივე გააფართოებს თქვენს ნაცნობების წრეს, დაგეხმარებათ ახალი სასარგებლო საქმიანი კავშირების დამყარებაში. არაა გამორიცხული, რომ შეუერთდეთ რომელიმე საზოგადოებას, გახდეთ გუნდის წევრი. გარშემო მყოფები დაგეხმარებიან გეგმების განხორციელებაში. გაგიჩნდებათ კომუნიკაციის სურვილი, მათ შორის სოციალურ ქსელებში, თემატურ ჩატებში დისკუსიების წარმოების.

თვის ბოლო შესაფერისია შერიგებისთვის, შეწყვეტილი ურთიერთობების განახლებისთვის, საქმიანი კონტაქტების დამყარებისთვის. გაუმჯობესდება კომუნიკაციის უნარები, დაიწყებთ სხვების უკეთ გაგებას, რთულ სიტუაციებში კომპრომისების პოვნას. არ გირჩევთ სამუშაო პროცესის შეჩერებას და შვებულებაში გასვლას. თქვენი ძალისხმევა მიმართეთ კარიერული ზრდისკენ, უფრო მაღალი პროფესიული პოზიციის მისაღწევად.

მორიელი

გელოდებათ ბიზნესში გაუმჯობესება. გაგიადვილდებათ თქვენი აზრების გამოხატვა, სხვების დარწმუნება, რომ მართალი ხართ, გამოჩნდება სიცხადე თქვენს საქმეებსა და მიზნებში. შესაძლებელია კარიერაში წინსვლა, გუნდში ავტორიტეტის გაძლიერება. კარგი დროა კონტრაქტების გასაფორმებლად, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების ან დისკუსიებისთვის. ეცადეთ, დაესწროთ კონფერენციებს ან კორპორაციულ ღონისძიებებს, შეხვდეთ გავლენიან ადამიანებს, დაამყაროთ სასარგებლო კონტაქტები. შესაძლოა, გაგიჩნდეთ ახალი შესაძლებლობები ბიზნესის განვითარებისთვის, კეთილდღეობის გასაზრდელად.

ფინანსური სექტორი სტაბილურია. შემოსავლის ზრდა მოსალოდნელია მივლინებებით, საზღვარგარეთ მოგზაურობით, ტრენინგებით და ახალი უნარების შესწავლით. სასარგებლოა ინვესტიციის ჩადება საკუთარ განათლებაში, თქვენი ინტერესების სფეროს გაფართოება.

მშვილდოსანი

განაახლებთ აქტივობას, იგრძნობთ, რომ მზად ხართ ახლის შესასწავლად, გაჩნდება ინტერესი მსოფლმხედველობის გასაფართოებლად, ახალი დავალებების მისაღებად. დაიწყებთ თქვენი უნარებისა და შესაძლებლობების გაფართოებას. კარგი დროა მოლაპარაკებებისთვის, კონტრაქტების, შეთანხმებების ხელმოწერისთვის. თუ საგანმანათლებლო, კვლევით, იურიდიულ, საგამომცემლო სფეროებში მუშაობთ, გელოდებათ წარმატება, შრომის აღიარება. ზოგი მიხვდებით, რომ დროა გააზიაროთ თქვენი ცოდნა და დაიწყებთ სწავლებას, სტატიების წერას, რეპეტიტორობას. საქმიან ურთიერთობებს დაამყარებთ უცხოელებთან.

ფინანსური თვალსაზრისით, კარგია მემკვიდრეობასთან, დაზღვევასთან, სესხებთან დაკავშირებული საბუთების მოწესრიგება. უფრო ფრთხილად იყავით ხარჯებთან, უარი თქვით სპონტანურ შესყიდვებზე. თუ ძვირად ღირებული ნივთის შეძენას აპირებთ, უფრო ყურადღებით შეამოწმეთ საბუთები.

თხის რქა

თქვენი აქტიურობა მოიმატებს. იქნება ბევრი კომუნიკაცია, მოლაპარაკებები, შეეცდებით მიაღწიოთ შეთანხმებას თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ანალიზის უნარი და კრიტიკული აზროვნება დაგეხმარებათ პრობლემების გადაჭრაში, რათა მიიღოთ მოგება თქვენი საქმიანობიდან. უფროსთან კონფლიქტი რომ არ წარმოიქმნეს, შეეცადეთ კომპრომისზე წასვლას, გამოიჩინეთ მაქსიმალური სიმშვიდე.

თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება. შეგიძლიათ იპოვოთ დამატებითი შემოსავლის წყაროები. მაგრამ ფრთხილად იყავით ფულის ხარჯვასთან, ნუ გარისკავთ.

მერწყული

შეგიძლიათ გახდეთ უფრო კომუნიკაბელური და ღია თანამშრომლობისთვის. მოგინდებათ იდეების გაზიარება და სხვებთან ერთად მუშაობა საერთო მიზნების მისაღწევად. ამან შეიძლება გამოიწვიოს პროდუქტიულობის ზრდა და წარმატება გუნდურ მუშაობაში. გაგიუმჯობესდებათ კომუნიკაციის უნარები. უფრო იოლი იქნება თქვენი აზრებისა და იდეების გამოხატვა; კოლეგები და უფროსი კი მათ განხორციელებაში დაგეხმარებიან. კარგი დროა პრეზენტაციების, მოლაპარაკებებისა და სხვა სიტუაციებისთვის, სადაც კომუნიკაცია მნიშვნელოვანია.

ფინანსური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ მხოლოდ თქვენი შრომისა და მონდომების წყალობით. ხელსაყრელი დროა რუტინული ამოცანების შესასრულებლად. შესაძლებელია მიიღოთ ფულადი პრემია.

თევზები

შესაფერისი პერიოდი იწყება კარიერული საკითხების გადასაჭრელად. თვის მეორე ნახევარში შეძლებთ თქვენი სამუშაო გრაფიკის ოპტიმიზაციას, უფრო მომგებიან და პერსპექტიულ საქმეებზე ფოკუსირებას. დაუმთავრებელი საქმეები მოითხოვს თქვენს აქტიურ მონაწილეობას. შეძლებთ დანაკარგები მინიმუმამდე დაიყვანოთ და ზოგიერთი პროცესი უფრო მომგებიანი და ეფექტური გახადოთ. გამონახეთ დრო თქვენი მიზნების გადახედვისთვის, თვითანალიზისა და სამსახურში ახალი პრიორიტეტების დასახვისთვის.

თქვენი ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია. შეძლებთ დამატებითი შემოსავლის წყაროების პოვნას, ფულის დაზოგვას.