გარდა იმისა, რომ 12-13 აგვისტოს ვარსკვლავთცვენის მომსწრენი გავხდებით და სურვილების ჩათქმას შევძლებთ, კიდევ ერთ, გაცილებით მნიშვნელოვან და ბედნიერ შესაძლებლობას გვჩუქნის კოსმოსი!
რაზე ვსაუბრობ? - დიდი ბედნიერების პლანეტად წოდებული იუპიტერი არანაკლებ ბედნიერების მომტან უძრავ ვარსკვლავ - სირიუსთან იქნება შეერთებული!
დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედის ალფა ვარსკვლავი - სირიუსი ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში იყო ცნობილი და მის გამოჩენაზე იყო მთელი კალენდარი დაყრდნობილი... გარდა ამისა, ის მეფეთა ვარსკვლავად ითვლებოდა.
დიახ, ძველი ასტროლოგიების აზრით, სირიუსის ბუნება ძალზე ჰგავს იუპიტერისას და თუმცა, მის ენერგიას უფრო რბილი, ხასიათი აქვს, მასაც მოაქვს პოპულარულობა, დიდება, სიმდიდრე, საზოგადოებრივი დაფასება და აღიარება. ეს ყველაფერი ორმაგდება, როდესაც იუპიტერი და სირიუსი ტანდემში მოდიან!
თანაც უნდა გითხრათ, რომ ასეთი რამ ძალზე იშვიათად ხდება, რადგან სწორედ ასეთია იუპიტერის ციკლი, ის მხოლოდ 12 წელიწადში ერთხელ გაივლის კირჩხიბის იმ გრადუსებს, სადაც სირიუსი მდებარეობს.
ჰო, რაც მთავარია, როდის იქნება ეს ყველაფერი? 9 აგვისტოდან 18 აგვისტოს ჩათვლით.
ამიტომ თუ თქვენ ამ დღეებში სადღაც მიგიწვიეს, ან საინტერესო შემოთავაზება მიიღეთ, ანდა ახალი ადამიანი გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში, ან თუნდაც ინტუიციურად გრძნობთ რამე მნიშვნელოვანს, არ გამოტოვოთ ეს შანსები!
რა თქმა უნდა, ყველასთან როდი მოვა წარმატება, ახლა იმათი დროა, ვისაც კირჩხიბის ზოდიაქოს 13-15 გრადუსების ფარგლებში გყავთ მზე, მთვარე, იუპიტერი ან სხვა პლანეტები.