ავტორი:

აგვისტოს ჯანმრთელობის ასტროპროგნოზი

აგვისტოს ჯანმრთელობის ასტროპროგნოზი

ზაფხულის ბოლო თვე მოულოდნელობებითაა აღსავსე. იმისათვის, რომ პოზიტივი და მხნეობა შეინარჩუნოთ, გაეცანით აგვისტოს ჯანმრთელობის პროგნოზს, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:

ვერძი

მარსი თქვენი სამუშაოსა და ჯანმრთელობის სექტორშია. გირჩევთ, ცუდი ჩვევებისგან თავის დაღწევას, წონის დაკლებას ან რეგულარულად რაიმე სახის ფიზიკური ვარჯიშის დაწყება. მთავარია, ასეთი ამოცანა საკუთარ თავს დაუსახოთ, მარსი კი დაგეხმარებათ სასურველი შედეგის მიღწევაში.

კურო

მარსი თქვენი გართობის, სიამოვნების სექტორშია. ეს შესანიშნავი დროა დასვენებისთვის, ზღვაზე წასასვლელად. სანაპიროზე სეირნობისა და დილაობით სირბილისთვის. ჩოგბურთის, ფრენბურთის, კალათბურთის თამაში დიდ სიამოვნებას მოგიტანს. ასევე მოგეწონებათ ცეკვა. აგვისტოში ბევრი შეინარჩუნებს ფიზიკურ აქტივობას და იამაყებს თავისი იდეალური სხეულით.

ტყუპი

მარსი თქვენი სახლისა და ოჯახის სექტორშია. ეს კარგი დროა, რათა გააკეთოთ რემონტი სახლში, იმუშაოთ მიწაზე და დაასრულოთ მშენებლობა. საკმარისი ძალა გექნებათ სპორტისთვისაც. თუ შვებულებას გეგმავთ, გაატარეთ აქტიურად. ეს შესანიშნავი დროა მთელ ოჯახთან ერთად დასასვენებლად, ზღვაზე წასასვლელად. აგვისტოში ოჯახთან ერთად ჩაერთეთ სპორტში, გუნდურ თამაშებში. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ამ თვეში ფრთხილად უნდა იყოთ ნებისმიერი მცირე დაზიანებისადმი, რომელიც შეიძლება მოხდეს თქვენს სახლში, ფიზიკური მუშაობის ან ვარჯიშის დროს.

კირჩხიბი

მარსი თქვენი ნათესავებისა და ინფორმაციის სექტორშია. თუ გსურთ იყოთ ფხიზლად და ჯანმრთელად მთელი თვის განმავლობაში, შეეცადეთ დაიწყოთ ვარჯიში. გაამდიდრეთ რაციონი ხილითა და მარცვლეულით. არ დაარღვიოთ რეჟიმი; გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი; ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

ლომი

აგვისტოში კარგ ფიზიკურ ფორმაში იქნებით. ამ თვეში უნდა ჩაიცვათ ამინდის შესაფერისად, მოერიდოთ ორპირს, კონდინციონერს და არ გაცივდეთ. გაფრთხილებთ, რომ უნდა მოერიდოთ ჭარბ კვებას - უმოძრაო ცხოვრების წესი და მძიმე კვება სწრაფად გამოიწვევს ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას, რომელთა მოშორებაც შემდეგ გაგიჭირდებათ. შეიძლება განსაკუთრებული მფლანგველობა გამოიჩინოთ - მოგინდებათ შეიძინოთ ყველაზე ძვირად ღირებული აღჭურვილობა ან საუკეთესო სპორტული ტანსაცმელი. მოგხიბლავთ მხოლოდ ელიტარული ფიტნეს კლუბები, მაგრამ კიდევ ერთხელ გირჩევთ, არ დახარჯოთ ფული!

ქალწული

მარსი 27 აგვისტომდე თქვენს ნიშანშია. შეგიძლიათ დაკავდეთ სპორტით, მაგრამ რეკორდების დამყარებას ნუ გადაწყვეტთ. ამ თვეში მოგემატებათ თავდაჯერებულობა. კარგი თვეა გარეგნობის გაუმჯობესების დასაწყებად რეგულარული ვარჯისა და კარგად შერჩეული დიეტა დაგეხმარებით. მაგრამ სტრესმა და მუდმივმა დაღლილობამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს არა მხოლოდ გარეგნობაზე, არამედ ჯანმრთელობაზეც.

სასწორი

მარსი თქვენი შიშების, საიდუმლოებების, არაკეთილსინდისიერებისა და შეზღუდვების სახლშია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე სახის აქტიურ ფიზიკურ აქტივობაში ჩაერთოთ. 27 აგვისტოს მარსი გადმოვა თქვენს ნიშანში, გილოცავთ სასწორებო! მარსი მოგიტანთ მეომრულ სულს და გამარჯვების წყურვილს.

მორიელი

მარსი თქვენი სოციალური ცხოვრების სფეროშია. მოგინდებათ რომელიმე მეგობართან ერთად ფიზიკური აქტივობა. შეიძლება დაკავდეთ გუნდური სპორტის სახეობით ან რაიმე სახის შეჯიბრებაში მიიღოთ მონაწილეობა. მეგობრებთან ერთად გაატარეთ უქმეები ბუნებაში; მოაწყვეთ პიკნიკები და ექსკურსიები ქვეყნის მასშტაბით.

მშვილდოსანი

მარსი თქვენი ამბიციებისა და მიღწევების სახლშია. თუ დიდი ხანია ოცნებობთ წონის დაკლებაზე, ამ თვეში შესამჩნევი შედეგების მიღწევას შეძლებთ. მარსი მოგანიჭებთ მონდომებას და გამარჯვების სურვილს და ეს დაგეხმარებათ თქვენი საუკეთესო მხარის დემონსტრირებაში. მარსი უფრო გაბედულს, მტკიცედ მიზანდასახულს გაგხდით. არის შესაძლებლობა დაამტკიცო საკუთარი თავი ბიზნესში, აჩვენოთ თქვენი შესაძლებლობები. უფრო ამბიციური იქნებით, შეეცდებით ყველაფერში იყოთ პირველი. აგვისტოში შეძლებთ მოიპოვოთ სპორტის ოსტატის წოდება, დაიკლოთ წონაში ან გადაინაცვლოთ საზოგადოების უფრო მაღალ დონეზე.

თხის რქა

მარსი თქვენი სწავლისა და მოგზაურობის სექტორშია და გაგიღვიძებთ მოგზაურობის სურვილს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ზოგიერთი თქვენგანი გადაწყვეტს საზღვარგარეთ დასასვენებლად წასვლას; ზოგიერთი კი - სამშობლოში ლაშქრობაში, ექსკურსიაზე გამგზავრებას. ზოგიერთი აღმოაჩენთ უჩვეულო სულიერ პრაქტიკას, რომელიც ფიზიკურ ვარჯიშებთან ერთად განტვირთვის საშუალებას მოგცემთ. თქვენი ჯანმრთელობა სტაბილური იქნება, განსაკუთრებული ცვლილებების გარეშე. მთავარია, არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი და იმ სიმპტომების შესახებ მოყოლა, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში გაწუხებთ.

მერწყული

მარსი თქვენი ექსტრემალური სიტუაციების, სხვა ადამიანების ფულისა და მემკვიდრეობის სახლშია. ახლა მონდომებითა და თავდაჯერებულობით აღსავსე იქნებით. საჭიროების შემთხვევაში, შეძლებთ იპოვოთ გამოსავალი ნებისმიერი ექსტრემალური სიტუაციიდან. მთავარია, თვითონ არ შექმნით ასეთი. ჩაერთეთ ზომიერ ფიზიკურ აქტივობაში. იყავით ფრთხილად, გადაჭარბებულმა დატვირთვამ შეიძლება მარტივად შეგილახოთ ჯანმრთელობა. შეეცადეთ თავიდან აიცილოთ სტრესი და კარგად გამოიძინოთ.

თევზები

მარსი თქვენი პარტნიორობის სექტორშია. პლანეტის ენერგიის სწორად გამოყენებით, შეგიძლიათ მიაღწიოთ ბევრს, რაც იყო დაგეგმილი, იქნება ეს თქვენი სამუშაო თუ სპორტი - შედეგი ნამდვილად შთამბეჭდავი იქნება. მთავარია, არ იზარმაოთ და ყველაფერი ხვალისთვის არ გადადოთ. გვირჩევთ, რომ დაიცვათ ჯანსაღი ცხოვრების პრინციპები; უფრო ხშირად დაკავდეთ სპორტით. იზრუნოთ ზედმეტი კილოგრამების მოცილებაზე. დილით სირბილი და ჯანსაღი კვება არის ის, რაც გჭირდებათ. გამწმენდი დიეტა დაგეხმარებათ ძილის გაუმჯობესებაში.