აგვისტოს მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: შესაძლებელია უჩვეულოდ სასიამოვნო მოვლენები მოხდეს პირად ცხოვრებასა და ფინანსურ სფეროში

აგვისტოს მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: შესაძლებელია უჩვეულოდ სასიამოვნო მოვლენები მოხდეს პირად ცხოვრებასა და ფინანსურ სფეროში

2025 წლის აგვისტო შეიძლება წინააღმდეგობების ქარიშხალად აღიქვათ, მაგრამ მას ასევე მოაქვს დიდი პოტენციალი პიროვნული და სოციალური ევოლუციისთვის. ბევრისთვის ეს გამოღვიძებისა და განახლების დროა, როდესაც იხსნება ახალი ციკლები.

თვე იწყება დაძაბული ასტროლოგიური კონფიგურაციით: ვენერა ქმნის კვადრატს რეტროგრადულ სატურნთან და ნეპტუნთან. ამ ასპექტმა შეიძლება გამოიწვიოს ურთიერთობების და ცხოვრების მატერიალური მხარის დამახინჯებული აღქმა. ვლინდება სიყვარულისა და ფინანსების შემზღუდველი რწმენა, იზრდება მარტოობის გრძნობა, ჩნდება ეჭვები და დაუცველობა. პირად ურთიერთობებში პრობლემები შეიძლება გადაულახავი ჩანდეს და პარტნიორებთან ან მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებული ილუზიები ზედაპირზე ამოვა. თუმცა, ასევე კარგი დროა სიყვარულსა და ფინანსებში თქვენს იდეალებზე დასაფიქრებლად, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებები ემოციებს აყოლილმა არ მიიღოთ.

აგვისტო არის თვე, რომელიც არა მხოლოდ გამოწვევებს, არამედ ზრდის, პიროვნული ტრანსფორმაციისა და ჰორიზონტის გაფართოების ღირებულ შესაძლებლობებსაც მოიტანს. მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრულად.

აგვისტოს პირველ დეკადაში მერკური - ჩვენი გონების მმართველი, კომუნიკაციის პლანეტა - რეტროგრადულია ლომში. გაამახვილეთ ყურადღება მიმდინარე საქმეების გაუმჯობესებაზე, გამოსწორებაზე და არა ახლის დაწყებაზე. უნდა შეინარჩუნოთ სიფხიზლეს ყველაფერში, რაც მოგზაურობებს, დოკუმენტაციას, ნებისმიერ შეთანხმებას ეხება.

1-დან 3 აგვისტომდე კირჩხიბში მყოფი ვენერა დაძაბულ ასპექტშია სატურნთან და ნეპტუნთან. არსებობს ფინანსური დანაკარგების რისკი, როგორც თაღლითობის, ასევე უყურადღებობის, ასევე საინვესტიციო პერსპექტივების არასაკმარისი შეფასების შედეგად. ამავდროულად, „შურისძიება“ შეიძლება ძალიან სწრაფად მოვიდეს. იგივე ეხება ურთიერთობებსაც: ადვილია მოხიბვლა, მაგრამ იმედგაცრუებაც მალე მოვა. ამიტომ, ამ დღეებში უნდა შევინარჩუნოთ სიტუაციის ფხიზელი აღქმას.

7 აგვისტოს, მარსი გადავა სასწორში . ამ დღიდან მოქმედების ენერგია რბილდება, ჩნდება დიპლომატია, თანამშრომლობისა და ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის დამყარების სურვილი. მარსი, რომელიც ტრადიციულად მოქმედებასთან, აგრესიასთან და მონდომებასთან ასოცირდება, სასწორში ყოფნის დროს აგრესიულობას არბილებს. ამ პერიოდში უფრო იოლია შუალედური პოზიციის პოვნა, რადგან ადამიანები უფრო მზად არიან დათანხმდნენ კომპრომისულ გადაწყვეტილებებს, უფრო მეტ მზადყოფნას ავლენენ ურთიერთქმედებისთვის, ამიტომ ბევრი რთული საკითხი წარმატებით წყდება. ურთიერთობებში სამართლიანობისა და პატიოსნების სურვილი ძლიერი იქნება, მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მშვიდობის დამყარებისადმი გადაჭარბებულმა ვნებამ შეიძლება გადაწყვეტილების მიღების შეფერხება გამოიწვიოს.

8-დან 10 აგვისტომდე მარსი ოპოზიციაშია რეტროგრადულ სატურნთან და რეტროგრადულ ნეპტუნთან, თუმცა კარგ პოზიციაშია რეტროგრადულ პლუტონთან და ურანთან. ეს იქნება დაძაბულობისა და დაბნეულობის დრო. განსაკუთრებით ვალდებულებებისა და პირადი ძალისხმევის საკითხებში. შესაძლოა, შეზღუდვების წინაშე აღმოვჩნდეთ, რაც გვაიძულებს გადავხედოთ ჩვენს მიდგომებს მიზნებისა და ქმედებების მიმართ. ურთიერთობებში შეიძლება იყოს ცრუ მოლოდინები და იმედგაცრუებები, რაც მოითხოვს ჩვენი მიზნებისა და განზრახვების გადახედვას.

9 აგვისტოს 11:55-ზე სავსემთვარეობა გველოდება მერწყულში . მთვარის ენერგიას მოაქვს გათავისუფლების სურვილი. ის აქტიურად უწყობს ხელს ჩვენს პიროვნულ ზრდას და ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ემოციები ბობოქრობს, მაგრამ ყურადღება გადატანილია მომავალზე, ტექნოლოგიებზე. შესაძლოა, მივხვდეთ, თუ რამდენად ვართ დამოკიდებული ჯგუფის, სოციუმის მოწონებაზე ან გვეშინია ჩვენი ინდივიდუალობის გამოხატვის. ეს გავლენას მოახდენს ჩვენს გარშემო არსებული სამყაროს აღქმაზე.

11 აგვისტოს მერკური გამოვა რეტროგრადული ფაზიდან და პირდაპირ მოძრაობას დაიწყებს. პროცესები აჩქარებულია, ამიტომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ამ დღიდან უკვე შეიძლება. ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც რეტროგრადული ფაზის დროს წარმოშობილი ნებისმიერი გაუგებრობა და კომუნიკაციის სირთულე ირკვევა. შეფერხებები და დაბრკოლებები წარსულში რჩება, ხოლო აზრები და იდეები უფრო ნათელი ხდება. ელექტრონიკის, ავტომობილებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენაზე შეზღუდვები მოიხსნება. არ იქნება დაბრკოლებები ახალი ბიზნესის დასაწყებად.

12 აგვისტოს ვენერასა და იუპიტერის შეერთებას აძლიერებს პირველი სიდიდის ფიქსირებული ვარსკვლავი - სირიუსი, რომელსაც უმაღლესი ძალებისგან სინათლე და კეთილგანწყობა მოაქვს. ურანი კი ჰარმონიულ ასპექტშია რეტროგრადულ სატურნთან. სიუხვის, ბედნიერებისა და კეთილდღეობის დღეა, როდესაც შესაძლებელია უჩვეულოდ სასიამოვნო მოვლენები მოხდეს პირად ცხოვრებაში და ფინანსურ სფეროში. ეს კომბინაცია იძლევა იღბლის, შემოქმედებითი ენერგიისა და შთაგონების მოზღვავებას. არატრადიციული გადაწყვეტილებები გვათავისუფლებს ძველი შაბლონებისგან და აძლიერებს გრძელვადიან პროექტებსა და არსებულ სტრუქტურებს.

ასევე 12 აგვისტოს, სელენა (თეთრი მთვარე) 7 თვით გადავა ლომის ნიშანში, იწყება ჰარმონიული პერიოდი მათთვის, ვინც გულით, პატიოსნებითა და კეთილშობილებით ცხოვრობს. ეს ტრანზიტი გააძლიერებს ჩვენს კავშირს მაღალ იდეალებთან. სელენა ლომში შთაგვაგონებს ჭეშმარიტებისა და სულიერი ჰარმონიის ძიებას, რაც გავლენას მოახდენს ჩვენს უნარზე, ჩვენი მაგალითით გავანათოთ ჩვენ გარშემო არსებული სამყარო.

15 აგვისტოს, მარსი ქმნის ჰარმონიულ ასპექტს მერკურისთან, რაც კარგ შესაძლებლობებს ქმნის აქტიური ქმედებებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს იდეების განვითარებას, ბიზნესის დაწყებას და ახალი პროექტების განხორციელებას. ამ დღეს შეგიძლიათ ელოდოთ კარგ შედეგს მოლაპარაკებებიდან, გაუმჯობესებული კომუნიკაციიდან და სწრაფი პროგრესისგან იმ საკითხებში, რომლებიც მოითხოვს მონდომებას და აქტივობას.

23 აგვისტოდან მზე ქალწულშია . ეს არის წესრიგის, ჯანმრთელობის დაცვისა და მსახურების დრო. ყურადღება გამახვილებულია პრაქტიკულობაზე, დეტალებზე ყოველდღიური პროცესების გაუმჯობესებაზე. ეს არის დრო, რომ გააკეთოთ ის, რაც მოითხოვს ყურადღებას და სიზუსტეს. ასევე, ამ პერიოდში გაიზრდება ყველაფრის გაუმჯობესების სურვილი.

22-დან 27 აგვისტომდე ცაზე ყალიბდება ჰარმონიული კონფიგურაცია რეტროგრადული ნეპტუნის, ურანის, ვენერას და რეტროგრადული პლუტონის მონაწილეობით. ეს არის უნიკალური ასტროლოგიური მოვლენა ღრმა ტრანსფორმაციების, შთაგონების, ფინანსური და პირადი თემებისთვის. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია ბალანსის პოვნა ინდივიდუალურ საჭიროებებსა და კოლექტიურ ინტერესებს შორის.

23 აგვისტოს 10:07-ზე, ქალწულის პირველ გრადუსზე ახალმთვარეობა გველოდება . იწყება მთვარის ახალი თვე, რომელიც ხელსაყრელია ბიზნესისა და პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც მოითხოვს სტრუქტურირებულ მიდგომას და დეტალებზე ყურადღებას. წარმატება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ზუსტად და ყურადღებით მივუდგებით ჩვენი მოვალეობების შესრულებას. ამ დღეს შეგიძლიათ უსაფრთხოდ დაიწყოთ გრძელვადიანი მიზნების მიღწევა, განსაკუთრებით თუ ისინი დაკავშირებულია ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან, სამუშაოსთან ან მშენებლობის ან რემონტის ორგანიზებასთან.

დაბოლოს, 25 აგვისტოს ვენერა ლომში გადავა და ჩვენს სასიყვარულო და ფინანსურ საქმეებში სიკაშკაშეს და შემოქმედებითობას შემოიტანს. ეს ტრანზიტი აძლიერებს ვნებას, ყურადღების ცენტრში ყოფნის, აღიარების და ცხოვრებით ტკბობის სურვილს. კარგი იქნება თქვენს ცხოვრებაში ცოტაოდენი თეატრალურობა და რომანტიკა დაამატოთ, სიყვარული და სილამაზე გამოხატოთ შემოქმედებითი აქტივობებით.

ბედნიერ, წარმატებულ და მშვიდ აგვისტოს გისურვებთ!