მთელი თვის განმავლობაში ვენერა - სიყვარულის, სილამაზისა და ფულის პლანეტა კირჩხიბში იქნება 25 აგვისტომდე; მერე გადაბრძანდება ლომში. აგვისტო არის დასვენების, საკურორტო რომანებისა და ფლირტის თვე. ვნახოთ ვის ელოდება პირად ურთიერთობებში ცვლილებები და რა გავლენას მოახდენს ვენერა თქვენს ფინანსებსა და პირად ურთიერთობებზე.
ვერძი
აგვისტოს მეორე დეკადიდან პერიოდი უფრო პერსპექტიულია პაემნებისთვის. მერკური ამ დროს პირდაპირ მოძრაობაში იქნება და ხელს შეუწყობს ურთიერთგაგებას და ახალ რჩეულთან კონტაქტის მარტივად დამყარებას. შესაძლოა, რომელიმე ნათესავმა საინტერესო ადამიანი გაგაცნოთ ან ეს რომელიმე ოჯახურ დღესასწაულზე ან სახლთან ახლოს მოხდეს.
თუ დაქორწინებული ხართ, მაშინ კარგი იქნება, თუ თქვენს ცხოვრებას მეტ რომანტიკას შემატებთ, ზედმეტად არ ჩაეფლობით ყოველდღიურ რუტინაში. მეუღლესთან ერთად ბევრი რამ გააკეთეთ, ეს დაგეხმარებათ, არ იკამათოთ საოჯახო საქმეების გამო და დაუახლოვდეთ ერთმანეთს. მოაწყვეთ რომანტიკული საღამოები, ერთად უყურეთ საინტერესო ფილმებს. თუ ურთიერთობაში ყველაფერი რიგზე არაა, შეეცადეთ იპოვოთ დრო და მშვიდად ისაუბროთ, ეძებოთ კომპრომისი. უფრო ხშირად მოუსმინეთ თქვენს საყვარელ ადამიანებს.
კურო
თქვენთვის იოლია საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაცია, ნათესავებთან და მეგობრებთან ჰარმონიული კონტაქტების შენარჩუნება. თქვენი ხიბლი და მიმზიდველობა მაღალ დონეზეა. თუ შვებულებაში ან სამოგზაუროდ მიდიხართ, მოემზადეთ, რომ საპირისპირო სქესი გამოხატავს თქვენს მიმართ ინტერესს, იქნება ფლირტი და კომპლიმენტები.
ამ თვეში კომუნიკაცია თქვენთვის მარტივია, ღია ხართ ახალი შეხვედრებისთვის. ნუ იჯდებით სახლში, მიიღეთ მოსაწვევები, უფრო ხშირად დაესწარით წვეულებებს და გაერთეთ ხალხმრავალ ღონისძიებებზე. თუ მეწყვილეს ეძებთ, გელოდებათ სასიამოვნო ნაცნობობა და დასამახსოვრებელი პაემნები. იყავით უფრო აქტიური, დაიწყეთ საუბარი პირველმა. გამოხატეთ ადამიანის მიმართ თანაგრძნობა.
დიდი ალბათობით, თქვენი მეგობრული ურთიერთობა კლასელთან ან მეზობელთან რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზრდება. თვის მეორე ნახევარი, როდესაც მერკური პირდაპირ მოძრაობას დაიწყებს, წარმატებული იქნება ახალი ნაცნობობისთვის.
დაოჯახებულებისთვის თვე საკმაოდ რთული იქნება. ოჯახში დაძაბულობისა და ჩხუბის მიზეზი იქნება ფინანსური უთანხმოებები ან საყოფაცხოვრებო მოვალეობები. იყავით გულწრფელი საყვარელ ადამიანთან, არ სცადოს რაიმეს დამალვა ან მოტყუება.
ტყუპი
სასურველია, რომ უფრო ეკონომიური გახდეთ, დაიწყებთ ხარჯების შეზღუდვას. გაიარეთ კონსულტაცია თქვენს პარტნიორთან, რათა თავიდან აიცილოთ გაუგებრობები და დაძაბულობა ურთიერთობაში ფინანსების გამო.
დაოჯახებულებს ხელსაყრელი პერიოდი გელით. თავს თავდაჯერებულად და მშვიდად გრძნობთ, თქვენი ემოციური მდგომარეობა საკმაოდ სტაბილურია. ეს დადებითად მოქმედებს თქვენს პარტნიორთან ურთიერთობაზე. ზრუნავთ თქვენს საყვარელ ადამიანზე, პატივს სცემთ მის აზრს, ასრულებთ მის სურვილებს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თქვენი თანაცხოვრება ინტენსიური და მრავალფეროვანი იქნება. რაც გააუმჯობესებს ურთიერთგაგსებას. შესაძლოა, ახლა გააცნობიეროთ, რამდენად ძვირფასია თქვენი პარტნიორი თქვენთვის, რა ძლიერი გრძნობები გაქვთ მის მიმართ.
სასარგებლოა ერთობლივი აქტივობები, საერთო მიზნების დასახვა. თქვენი მეუღლე მხარს დაგიჭერთ ყველა წამოწყებაში, მოგცემთ რჩევებს. კარგია, თუ თქვენც დაინტერესდებით თქვენი პარტნიორის საქმეებითა და პრობლემებით, შესთავაზებთ დახმარებას საჭიროების შემთხვევაში.
კირჩხიბი
ვენერა თვის ბოლომდე თქვენს ნიშანში იქნება. სასარგებლოა საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა, იმიჯის შეცვლა, მოდური ვარცხნილობის გაკეთება, გარდერობის განახლება. ეს თქვენს განწყობასაც აამაღლებს და თავდაჯერებულობასაც შეგმატებთ. შესაძლოა, თქვენს ქცევაში ან კომუნიკაციის მანერაში რაღაცის შეცვლა დაგჭირდეთ.
თუ უკვე იპოვეთ თქვენი სულიერი მეგობარი, ერთმანეთთან კომუნიკაციით დატკბებით. ახლა თქვენს პარტნიორთან ურთიერთობა სტაბილური და სანდოა, ცდილობთ მეტი დრო გაატაროთ ერთად. ეცადეთ, აკონტროლეთ თქვენი ემოციური აფეთქებები.
აგვისტოში ფინანსური საკითხები შეიძლება ოჯახში ჩხუბის მიზეზი გახდეს. უფრო ხშირად დაგჭირდებათ მეუღლესთან კონსულტაცია, მსხვილი შესყიდვების ან დიდი ხარჯების განხილვა. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას იყავით თავაზიანი და ტაქტიანი, შეიკავეთ თქვენი ეგოიზმი ან ცუდი განწყობა, ნუ შეურაცხყოფთ მათ მკაცრი შენიშვნებით ან კრიტიკით.
ლომი
თითქმის მთელი თვის განმავლობაში, ვენერა, სიყვარულის პლანეტა, იმოძრავებს თქვენი შეზღუდვების, მარტოობის, საიდუმლოებების, შიშების სფეროში. თავისუფალმა ლომებმა შეიძლება დაიწყოთ ურთიერთობა, რომლის შესახებაც არავის ეტყვით. შესაძლოა, პარტნიორი დაქორწინებული იყოს. ემოციები და ქვეცნობიერი გაძლიერდება. უფრო მგრძნობიარე, თანამგრძნობი გახდებით. შედეგად, შეიძლება შეიბრალოთ ვინმე და გადაარჩინოთ. ზოგადად, ეს კარგი პერიოდია იმაზე ფიქრისთვის, თუ ვინ გჭირდებათ საერთოდ. როგორი ადამიანი გსურთ თქვენს გვერდით ნახოთ.
დაქორწინებულები შეიძლება ცოტათი დაშორდეთ პარტნიორს, მოგინდეთ განმარტოება, დაფიქრება ან უბრალოდ დასვენება; ყურადღების რაიმეზე გადატანა, მაგალითად, შემოქმედებაზე, წიგნების კითხვაზე, ფილმების ყურებაზე. ზოგიერთმა ინფორმაციამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ურთიერთობაზე. დაიცავით თქვენი საიდუმლოებები ისე, რომ ისინი საყვარელი ადამიანებისთვის ცნობილი არ გახდეს. ზოგი გადაწყვეტთ, გააგრძელოთ თუ შეწყვიტოთ თქვენი ურთიერთობა. თუ წყვილში ყველაფერი კარგადაა, მაშინ ეს კარგი პერიოდია ერთად მეტი დროის გასატარებლად, მეტი რომანტიკული საღამოების მოსაწყობად, ერთად ბუნებაში სასეირნოდ ან დასასვენებლად წასასვლელად.
ქალწული
რომანტიკულ ურთიერთობებში სასიამოვნო ცვლილებები გელოდებათ. თუ მარტოხელა ხართ, არსებობს შანსი, რომ მეგობრებმა გაგაცნონ საინტერესო პიროვნება. ან შეხვედრა შესაძლებელია რომელიმე წვეულებაზე, სადაც მეგობრებთან ერთად წახვალთ. თუ გსურთ ვინმეს გაცნობა, უფრო ხშირად დაესწარით კულტურულ, საქმიან, მასობრივ ღონისძიებებს. ან შეიძლება საინტერესო ადამიანს შეხვდეთ თანამოაზრეების წრეში, თუ გაქვთ ჰობი, მაშინ შეუერთდით მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანებს, ჯგუფს. გაცნობის კიდევ ერთი გზაა ინტერნეტი.
დაწყვილებულებმა მეტი დრო გაატარეთ პარტნიორთან ერთად. იპოვეთ საერთო ინტერესები, განახორციელეთ საერთო გეგმები. შეხვდით მეგობრებს. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება თქვენს გარშემო, მით უკეთესი იქნება თქვენი ოჯახური ცხოვრება. ნუ გაამახვილებთ ყურადღებას სახლის საქმეებზე, რუტინაზე. თუ გართობა არ გსურთ, მაშინ პარტნიორთან ერთად საერთო მიზანი დაისახეთ, მაგალითად, დაკავდით სპორტით, იარეთ ლაშქრობაში, დაიწყეთ საერთო ბიზნესი, ჰობის მონეტიზაცია. აგვისტოს დასაწყისში შესაძლებელია უთანხმოება ან გაუგებრობები საყვარელ ადამინთან, თუმცა, ეს დროებითია და მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. ამ დროს კარგია, რომ თქვენი ძალისხმევა მიმართოთ რაიმე საერთო საკითხის გადაჭრაზე, მაგალითად, შვილებზე ზრუნვაზე, მათ განვითარებაზე.
სასწორი
მარტოხელებს გაქვთ შანსი, დაიწყოთ რომანტიკული ურთიერთობა. მიმართეთ მზერა თქვენს კოლეგებზე, ბიზნეს პარტნიორებზე, კლიენტებზე ან მომხმარებლებზე. ამ დროს დაწყებულ საოფისე რომანს ყველა შანსი აქვს, გახდეს გრძელვადიანი და მდგრადი. თუ თქვენი რჩეული მაღალ პროფესიულ თანამდებობას იკავებს, თქვენც გაქვთ შესაძლებლობა ახვიდეთ კარიერულ კიბეზე, მიაღწიოთ დიდ წარმატებას სამსახურში. ხოლო ურთიერთობის გაოფიციალურება გაზრდის თქვენს სოციალურ სტატუსს, გაიუმჯობესებთ ფინანსურ მდგომარეობას.
დაოჯახებულებმა იპოვეთ ბალანსი სამუშაო მოვალეობებსა და საოჯახო საქმეებს შორის. არ დაგავიწყდეთ თქვენი მეორე ნახევრის დახმარება, მის ცხოვრებაში მონაწილეობა, რთულ სიტუაციებში მისი მხარდაჭერა. თქვენმა მუდმივმა დასაქმებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს პარტნიორთან ურთიერთობაზე, გახდეს ჩხუბისა და წყენის მიზეზი. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად მოერიდეთ ფინანსური თემების განხილვას.
ბავშვების აღზრდისა და განათლების საკითხები პარტნიორთან ერთად განიხილეთ. ნუ ეცდებით ლიდერის პოზიციების დაკავებას, პატივი ეცით ოჯახის წევრების აზრს. განსაკუთრებით ყურადღებიანი და დიპლომატიური უნდა იყოთ თვის შუა რიცხვებში.
მორიელი
მარტოხელებს მნიშვნელოვანი შეხვედრა გელოდებათ სახლიდან შორს, მოგზაურობაში. შესაძლოა, გაიცნოთ საინტერესო ადამიანი ინტერნეტში, გაცნობის საიტებზე. შეიძლება დაგაინტერესოთ ადამიანმა, რომელიც განსხვავდება თქვენი სანაცნობო წრისგან (სხვა კულტურის ან რელიგიის წარმომადგენელი). თქვენი ურთიერთობა, დასამახსოვრებელი, ნათელი იქნება, ბევრ დადებით ემოციას მოგიტანთ. შესაძლოა, მისი გავლენით სხვაგვარად შეხედოთ მიმდინარე მოვლენებს. შეხვედრა შეიძლება მოხდეს სწავლის დროს, მივლინებაში, პრეზენტაციაზე ან კონფერენციაზე. ასევე, ნაცნობობა შეიძლება დაკავშირებული იყოს იურიდიული საკითხების მოგვარებასთან, საგანმანათლებლო კურსებზე ან ტრენინგებზე დასწრებასთან.
დაწყვილებულები იყავით უფრო რბილი და ნაზი თქვენი მეორე ნახევრის მიმართ. ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი პარტნიორის მიმართ, ნუ გააკრიტიკებთ, ნუ მისცემთ მკაცრ შენიშვნებს. ოჯახში ჩხუბი შეიძლება გამოწვეული იყოს თქვენი ავტორიტარული პოზიციით, პარტნიორის აზრის ან სურვილებისადმი უყურადღებობით. შეეცადეთ მიიღოთ საყვარელი ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან, იყავით უფრო ლმობიერი მათი ნაკლოვანებების ან შეცდომების მიმართ. საერთო მიზნებმა ან ამოცანებმა, ერთობლივმა სამუშაომ ან შორეულ ქვეყანაში მოგზაურობამ შეიძლება უფრო შეგაკავშიროთ ერთმანეთს. ასევე შესაძლებელია მნიშვნელოვანი ამბების მიღება საზღვარგარეთიდან ან სხვა ქალაქიდან, რაც გავლენას მოახდენს თქვენს ურთიერთობაზე, გეგმებზე. ამ ამბების ფონზე, შეგიძლიათ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
მშვილდოსანი
ვენერა აგვისტოს უმეტეს ნაწილს თქვენს მერვე სექტორში გაატარებს, რომელიც პასუხისმგებელია ურთიერთობების ინტიმურ კომპონენტზე, სხვა ადამიანების ფულსა და კრიზისულ სიტუაციებზე. იყავით უფრო ყურადღებიანი ახალი ნაცნობების მიმართ, რათა არ აღმოჩნდეთ უსიამოვნო სიტუაციაში. კარგი იქნება, თუ არ გაავრცელებთ ინფორმაციას თქვენი ურთიერთობების შესახებ, შეინახავთ ბევრ რამეს საიდუმლოდ და ნუ ენდობით იმ ადამიანებს, რომლებსაც კარგად არ იცნობთ.
საპირისპირო სქესს მაგნიტივით მიიზიდავთ, მაგრამ შესაძლებელია დამაბნეველი სიტუაციებიც. მიმზიდველობის გაზრდამ შეიძლება სხვადასხვა თავგადასავალში ჩაგითრიოთ. ზოგჯერ რომ არ ინანოთ, იყავით უფრო წინდახედული. შესაძლოა, სასიყვარულო სამკუთხედშიც აღმოჩნდეთ.
ოჯახურ ურთიერთობებშიც ყველაფერი შეუფერხებლად არ წარიმართება. თუ კავშირი ძლიერია, მაშინ განსაკუთრებული ცვლილებები არ არის მოსალოდნელი. ასეთი წყვილებისთვის კარგია ერთად მეტი დროის გატარება, რომანტიკული საღამოების მოწყობა.
ზოგიერთს ბანკთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება მოგიწევთ. შესაძლოა, ფინანსური საკითხი მწვავე იყოს, რაც ურთიერთობაზე უარყოფითად იმოქმედებს. თუ სესხის აღება გსურთ, მაშინ კარგად დაფიქრდით ამ საკითხზე.
თხის რქა
ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანს. სასიყვარულო ურთიერთობებში აღორძინებას უნდა ელოდოთ. შეიძლება შეხვდეთ საინტერესო ადამიანს, რომელიც გავლენას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე. მთავარია, საინტერესო ადამიანებს შორის იყოთ. შეგიძლიათ ინტერნეტშიც კი იაქტიუროთ.
თუ დიდი ხანია ურთიერთობაში ხართ, შეძლებთ დიდი ხნის განმავლობაში გაჭიანურებული პრობლემების მოგვარებას. იფიქრებთ არა მხოლოდ თქვენი პარტნიორის ქცევაზე, არამედ საკუთარზეც. ეს დაგეხმარებათ გაიგოთ, სად შეცდით და რატომ რეაგირებს თქვენი საყვარელი ადამიანი ასე თქვენს სიტყვებსა და ქმედებებზე. მიაქციეთ მეტი ყურადღება ერთმანეთს, იპოვეთ საერთო ენა, ინტერესები. შეგიძლიათ მადლობა გადაუხადოთ იმ ბედნიერების წლებისთვის, რაც ერთად ხართ. თუ ჯერ არ ხართ დაქორწინებული, აგვისტოში შეიძლება გადაწყვიტოთ დაქორწინება.
მერწყული
ვენერა სამსახურის და ჯანმრთელობის სექტორში გყავთ. ეს კარგი დროა სერიოზული ურთიერთობების დასაწყებად, განსაკუთრებით იმ ადამიანთან, ვისთანაც საერთო ინტერესი გაქვთ - სამსახური.
აგვისტოში შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელთანაც გსურთ გრძელვადიანი ურთიერთობის დაწყება. ეს შეიძლება მოხდეს სამსახურში, საქმიან ღონისძიებაზე, საავადმყოფოში, სანატორიუმში, აფთიაქში, შინაური ცხოველის გასეირნებისას.
დაწყვილებულები შესაძლოა, საყოფაცხოვრებო საკითხებმა გაგაღიზიანოთ. რადგან ამ თვეში ისინი კიდევ უფრო მეტი იქნება. თვის პირველ ათ დღეში კარგია გაფუჭებული საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება. მოთმინება გამოიჩინეთ, რათა წვრილმანებზე არ იჩხუბოთ. ეცადეთ, საოჯახო საქმეები საკუთარ თავსა და პარტნიორს შორის გადაანაწილოთ. ნუ აიღებთ ყველა საოჯახო საქმეს საკუთარ თავზე. ურთიერთობები სარგებლიანობაზე უფრო იქნება აგებული, ვიდრე რომანტიკაზე. რაც უფრო მეტად დაეხმარებით ერთმანეთს, მით უფრო ძლიერი იქნება თქვენი კავშირი. თუ შესაძლებელია, ერთად ეწვიეთ კლინიკას, გაიარეთ გამოკვლევა, რათა ჯანმრთელობაზე არ ინერვიულოთ. კარგია ერთად ვარჯიში ან სულ მცირე, უფრო ხშირად სეირნობა ფეხით.
თევზები
თითქმის მთელი აგვისტო ვენერა თქვენი გართობის, ბავშვების აღზრდის და შემოქმედების სექტორშია. ეს კარგი დროა პაემნებისა და ახალი შეხვედრებისთვის, თუმცა, მარტოხელები უპირატესობას მიანიჭებთ მოკლევადიან რომანებსა და სახალისო გართობებს.
თუ გადაწყვეტილი გაქვთ პირადი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა, შეხვედრის ალბათობის გასაზრდელად, გაემგზავრეთ შვებულებაში, სამოგზაუროდ, ქალაქგარეთ. ახალი გარემო და ლამაზი ადგილები განწყობას აგიმაღლებთ, საჭირო რომანტიკულ ატმოსფეროს შეგიქმნით. ახლა თქვენ ღია ხართ კომუნიკაციისთვის, თავს უფრო მოდუნებულად და თავისუფლად გრძნობთ. საუბრები თქვენთვის მარტივია, შეგიძლიათ იყოთ პირველი, ვინც დიალოგს დაიწყებს, ვინმეს მიმართ ინტერესს გამოიჩენთ. თქვენი მიმზიდველობა და ხიბლი მაღალ დონეზეა, ამიტომ შეგიძლიათ ყურადღების ცენტრში ყოფნა, გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო თვისებები.
დაესწარით ოჯახურ ვახშმებს, ეწვევით ნათესავებსა და ძველ მეგობრებს. მნიშვნელოვანი შეხვედრა შესაძლებელია ხალხმრავალ ადგილას, გასართობ ღონისძიებაზე. თქვენს ახალ ნაცნობს, სავარაუდოდ, თქვენი მსგავსი შეხედულებები და ჩვევები ექნება, იგივე საკითხებით დაინტერესდება.
დაოჯახებულების ცხოვრება აგვისტოში მშვიდი და სასიამოვნო იქნება. ეცადეთ, ყოველდღიური საქმეები გაამრავალფეროვნოთ, არ მოიწყინოთ. ახლა კარგია ერთობლივი დასვენება, შვებულება. შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა, მოძებნეთ გართობის მიზეზები, ხშირად დაუკავშირდით მეგობრებსა და ნათესავებს. ნუ გაამახვილებთ ყურადღებას უმნიშვნელო პრობლემებზე ან უთანხმოებებზე. აგვისტოს ბოლო დეკადაში მეტი ყურადღება მიაქციეთ საყოფაცხოვრებო ან ეკონომიკურ საქმეებს.