აირჩიეთ სილამაზის რიტუალი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

აირჩიეთ სილამაზის რიტუალი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

დასვენება, განტვირთვა და თავის მოლამაზება ზოდიაქოს ყველა ნიშანს სურს. განსაკუთრებით ახლა, როცა ახალი წელი მოდის და ყველა ცდილობს მომდევნო წელს გალამაზებული შეხვდეს. გაიგეთ, სილამაზის რომელი რიტუალია იდეალური თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის?

ვერძი

მნიშვნელოვანია, ცოტა შეანელოთ მიზნისკენ სწრაფვა, ენერგიის ფრქვევა და ხანდახან მაინც დაისვენოთ. ამისთვის იდეალურია პილინგი ან შაქრის სკრაბი. ისინი მოგიხსნით უარყოფით ემოციებს და დაგეხმარებიან მოდუნებაში.

კურო

დამშვიდებაში მანიკიური დაგეხმარებათ. ამოიღეთ თქვენი საყვარელი ფერის ლაკი, სტიკერები და მოილამაზეთ ფრთხილები.

ტყუპი

თქვენ დიდ დროს არ ხარჯავთ საკუთარ თავზე ზრუნვაში. მოგიხდებათ არომათერაპია: არომატული ეთერზეთები, აბაზანა, საკმეველი. ისინი შექმნიან დასვენების ატმოსფეროს.

კირჩხიბი

თქვენ მიდრეკილი ხართ განწყობის ხშირი ცვალებადობისკენ. ცხელი მცენარეული ჩაი და აბაზანა ქაფითა და სამკურნალო მარილით დაგეხმარებათ წონასწორობის მიღწევაში.

ლომი

უნდა წახვიდეთ მასაჟზე, გოგირდის აბანოში, ჰამამსა და სპა-პროცედურებზე. თუ გსურთ სალონის მოწყობა სახლში, ტანის ზეთი სასიამოვნო სურნელებით იდეალურია.

ქალწული

წესრიგს მიჩვეულმა ქალწულებმაც ისწავლეთ საკუთარ თავზე ზრუნვა. კარგია კანის წმენდა, დატენიანება და მოვლა. პროცესაც სიამოვნებას მოაქვს და შედეგიც შთამბეჭდავია.

სასწორი

გაიკეთეთ მაკიაჟი. წარმატებული მაკიაჟის ფოტოები ყოველთვის შეიძლება განთავსდეს სოციალურ ქსელებში, რაც პოპულარობას და სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით.

მორიელი

მორიელები ბუნებით ფეთქებადი არიან და გარშემო მომხდარმა მოვლენებმა შეიძლება ნერვები უკიდურესად დაუძაბოთ. მოსადუნებლად აანთეთ არომატული ჩხირი, სასიამოვნო არომატით და სცადეთ მედიტაცია.

მშვილდოსანი

ბევრი საქმის კეთებისას მშვილდოსანი ზოგჯერ ივიწყებს საკუთარ თავზე ზრუნვას. ენერგიისა და კანის ტონუსის შესანარჩუნებლად, დილით სცადეთ მასაჟი, სკრაბი.

თხის რქა

საქმეებით დაკავებულ თხის რქებს არ სურთ საკუთარი თავის მოვლაზე დიდი დროის დახარჯვა. საღამოობით დაუთმეთ საკუთარ თავს 5-10 წუთი. სახეზე წაისვით მკვებავი ნიღაბი და... წამოწექით.

მერწყული

დასამშვიდებლად გამოიყენეთ ქოქოსის ზეთი. წაისვით ქოქოსის ზეთი თმასა და ტანზე და გააკეთეთ იოგას ასანები.

თევზები

დასამშვიდებლად წყლის პროცედურები უნდა ჩაიტაროთ. მოგეწონებათ სპირულინის სახვევები და მარილის აბაზანები.