8 აგვისტოს ლომის მე-17 გრადუსში ახალმთვარეობას ველოდებით. ეს მეტად მნიშვნელოვანი დღეა, მთვარის ახალი კალენდარი იწყება. ამასთან, 8 აგვისტო არის ძლიერი ენერგეტიკული დღე. მზე და მთვარე ლომის ნიშანში ხვდებიან ერთმანეთს, 8-დან მთვარე დაიწყებს მატებას 22 აგვისტომდე, ამ დღეს გვექნება სავსემთვარეობა. ახალმთვარეობა იქნება კვირას, მაგრამ შაბათი ცოტა რთული დღეა და ახალმთვარეობამდეც უარყოფითი ენერგების მატება იგრძნობა.
ახალმთვარეობა გვაქვს ლომის ნიშანში, ლომი მართავს გულ-სისხლძარღვოვან სისტემას. ამ დღეს, წინა და მოდევნო დღესაც, ადამიანი ისედაც სუსტად გრძნობს თავს; დაქვეითებულია იმუნიტეტი. ამიტომ ნუ გადატვირთავთ ორგანიზმს ფიზიკურად და ემოციურად. ეცადეთ იყოთ პოზიტიურ განწყობაზე, არ იჩხუბოთ და ინერვიულოთ.
ახალმთვარეობის ღამეს ჩამოწერეთ კონკრეტული სურვილი და მიზანი. აი, ახალი საქმეები კი დაიწყეთ 9 აგვისტოდან.
მზე ახლა ლომის ზოდიაქოშია, თავისი სიძლიერის სახლში. ლომი არის ბავშვების, შემოქმედების, თვითრეალიზაციის, დღესასაწაულების, სიყვარულისა და გატაცებების სიმბოლო. 22 აგვისტომდე, სანამ მზე ლომში იქნება, იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, გექნებათ შემოქმედებითი იდეების განსახორციელების სურვილი. განსაკუთრებით მათ, ვისაც პირად რუკაში ძლიერი მზე გყავთ: მზით და ასცენდენტით ლომებსა და ვერძებს ან მათ, ვისაც ძლიერი მეხუთე სახლი გაქვთ, ლომში ან კეთილი პლანეტებით დატვირთული მეხუთე სახლი.
ახალმთვარეობაზე გარშემო მყოფებში მოიმატებს ეგოისტურობა, ყველაფრით უკმაყოფილება. შეიძლება მოგვიწიოს სხვებზე დაქვემდებარებამ, სხვისი მითითებების შესრულებამ. გამორიცხული არაა აკრძალევები და შეზღუდვები, თქვენი სურვილების წინააღმდეგ წასვლა. ამასთან დაძაბულობამ შეიძლება პიკს მიაღწიოს, ემოციურობაც მომატებული, განწყობა კი ცვალებადია და გამოვლინდება დაუმორჩილებლობის, სპონტანურობის, უსიამოვნებების მომენტები. მოერიდეთ რჩევების გაცემას. ნუ იცხოვრეთ პრინციპით - "კაცი საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავს და სხვის თვალში ბეწვს ამჩნევსო". ფრთხილად დენის წყაროსთან, ელექტრონივთებთან. ყველაზე მეტად ამ ახალმთვარეობას იგრძნობენ ისინი, - ადამიანებიც და ქვეყნებიც, - რომლებიც ლომის ნიშნით იმართებიან. ნუ შეუშინდებით და უფრო მეტად, ნუ შეეწინააღმდეგებით ცვლილებებს. იყავით მაქსიმალურად დიპლომატიური.
12 აგვისტომდე საინტერესო პერიოდი გველის, მას პლანეტარული წლის დასაწყისსაც კი უწოდებენ. მზე და სირიუსი, რომელსაც მეორე მზეს უწოდებენ ერთ ხაზზე დგებიან. ამ პერიოდში ეცადეთ, მზის ამოსვლისთანავე ადგეთ, ცოტა ხანი უყურეთ აისს, მიიღოთ მზის აბაზანები (ოღონდ, გონივრულად), შეგიძლიათ ჩაატაროთ მზიური პრაქტიკები, რათა მაქსიმალურად დაიმუხტოთ მზის ენერგიით. თუ თილისმას ატარებთ, დამუხტეთ ის მზის ენერგიით. ეს პერიოდი აგრეთვე კარგია... წაიკითხეთ სრულად