ავტორი:

ამაღამ იშვიათი "ლურჯი სავსემთვარეობაა" - "შეიძლება მოხდეს ის, რისი წარმოდგენაც კი არარეალურად გეჩვენებოდათ"

ამაღამ იშვიათი "ლურჯი სავსემთვარეობაა" - "შეიძლება მოხდეს ის, რისი წარმოდგენაც კი არარეალურად გეჩვენებოდათ"

22 აგვისტოს სავსემთვარეობას ველოდებით მერწყულის სამეფო, 30-ე გრადუსში. აქვე გეტვით, რომ რისკები და მოულოდნელობები საკმარისად გვექნება. ეს მეორე სავსემთვარეობაა მერწყულში, პირველი წინა თქვეში, 24 ივლისს, გვქონდა და გადახედეთ მოვლენებს, რა მოგიტანათ, რაზე გამახვილდა თქვენი ყურადღება. ჩვენ უნდა გავითვალისწინეთ წარსული და შევეგებოთ ახალ სავსემთვარეობას. ურანი, რომელიც ამ სავსემთვარეობის მთავარი პლანეტაა, სიხარულიც შეიძლება მოგიტანოს და რისკებიც. ამიტომ, მაქსიმალური სიფრთხილით "შევიარაღდეთ".

22 აგვისტოს სავსემთვარეობას ლურჯსაც ეძახიან. "ლურჯი მთვარე" - ეს არის იშვიათი ასტროლოგიური მოვლენა - Once in a Blue Moon. ამ დღეს შეიძლება მოხდეს ის, რისი წარმოდგენაც კი არარეალურად გეჩვენებოდათ. ამავე დროს სავსემთვარეობის მთავარი პლანეტა ურანი რეტროგრადულ სვლაში გადადის (20 აგვისტოს) 2022 წლის 18 იანვრამდე. ამ პერიოდში თქვენ უნდა განახორციელოთ ის პროექტები, რაც ადრე გქონდათ დაწყებული ან გამოასწოროთ ადრე დაშვებული შეცდომები. განსაკუთრებით გააქტიურდებით 14 სექტემბრის შემდეგ, როცა ურანი უკუსვლას დაიწყებს, ახალ სტაციონარულია (შეჩერებულია). 14 სექტემბრამდე განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ ავიაფრენისას, ელექტროენერგიასთან. ურანი შანსებსაც გვაძლევს, სიახლეებსაც გვპირდება, მაგრამ სიფრთხილეც მოგვეთხოვება. ტრივიალური სიტუაციებიდან ორიგინალურ გამოსავალს იპოვით. სპონტანურ გადაწყვეტილებას მიიღებთ, მოულოდნელ ნაბიჯს გადადგამთ. შეიძლება რაღაც გამოიგონოთ, ან სულაც სპონტანურად შეიძინოთ ახალი ელექტრონივთები.

22 აგვისტოს მიუხედავად იმისა, რომ ემოციურად და ენერგეტიკულად რთული დღეა, სიმშვიდეს ვიგრძნობთ, პლანეტები აგრესიულად არ არიან ერთმანეთთან განწყობილები. უფრო მეტიც, შეიძლება დარეგულირდეს ურთიერთობა სასიყვარულო და საქმიან პარტნიორებთან, და-ძმებთან, ახლობლებთან. შანსი მოგეცემათ, კონკრეტული მიზნები განახორციელოთ. ან ჩამოყალიბდეთ, ვისთან ერთად გსურთ თანამშრომლობა და რა საქმის კეთება გინდათ მომავალში.

დიდი ბედნიერების პლანეტა იუპიტერიც რეტროგრადულია. ეს კარგი შანსია, რომ მიუბრუნდეთ ძველ პროექტებს, ურთიერთობებს. ამასთან, შეიძლება შანსი მოგეცეთ განახორციელოთ გრანდიოზული საქმეები. თუმცა, ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გავლენიან ადამიანებთან. მოერიდეთ დაპირებების გაცემას, ნუ გაფლანგავთ ფულს. თუ ძალა და შესაძლებლობა არა გაქვთ, ნუ გაიქაჩებით. არ გირჩევთ ფილოსოფიურ და რელიგიურ თემებზე კამათს. წაიკითხეთ სრულად