საინტერესო მოვლენებით დატვირთული აპრილი გელით. მეტი დაკვირვებულება მოგეთხოვებათ; განსაკუთრებით, როცა პარტნიორის ფულს ეხება საქმე. იყავით დაკვირვებული ცვლილებებისადმი. შეიძლება შეგეცვალოთ გარემოცვა, დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, ან ცვლილებები გადაწყვიტოთ საქმეებში. მოგინდებათ ზოგიერთი სფეროს გაუმჯობესება; ზოგიერთს კი, სადაც ცვლილებები აღარ გამოდის, მიატოვებთ და ახალს მოსინჯავთ. მოგინდებათ ყველა დეტალში წვრილად გარკვევა.
საქმიანი პროგნოზი
თვის დასაწყისში განსაკუთრებით დაკვირვებული უნდა იყოთ. ნურავის ენდობით სიტყვაზე. გადაამოწმეთ ყველა დეტალი. მიკროსკოპში გაატარეთ ყველა და ყველაფერი, ახლობლებიც კი. შუა თვეში დაძაბულობა იკლებს. მოგინდებათ თვალსაწიერის გაფართოება; დაინტერესდებით უცხოური ლიტერატურით. შეიძლება საზღვარგარეთ გადაწყვიტოთ ბიზნესის დაწყება. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება უცხოელ პარტნიორებთან.
სიყვარული
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. შეიძლება ერთად გადაწყვიტოთ ახალი საქმეების დაწყება. ან შეიძლება მას დასჭირდეს თქვენი დახმარება. სახლშიც უნდა გადაინაწილოთ ვალდებულებები და შეთანხმებულად ხარჯოთ ფული საერთო ბიუჯეტიდან. შეყვარებულებმა შეიძლება გადაწყვიტოთ დაქორწინება. საქმიან პარტნიორებთან მეტად დიპლომატიური უნდა იყოთ. მარტოხელებმა კი შეიძლება, საქმიან პარტნიორებთან გააბათ რომანი.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
ვალდებულებები დაკვირვებულად უნდა შეასრულოთ. სხვას ნუ გადააბარებთ თქვენს საქმეებს. იყავით მზრუნველი ახლობლების მიმართ. ამასთან, ნუ დაივიწყებთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. დაიცავით დღის, ძილის რეჟიმი. თვის ბოლოსკენ მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას კოლეგებთან, საქმიან პარტნიორებთან.
პირველი აპრილის შემდეგ: თუ წინა თვეში სასიამოვნო ნაცნობობა რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდა, ახლა უნდა გაასერიოზულოთ კავშირი. ამასთან, ახალმთვარეობზე ემოციურობა მომატებულია და ეცადეთ, აკონტროლოთ საკუთარი თავი. იყავით ღიმილიანი, პოზიტიური.
16 აპრილის შემდეგ უნდა დაასრულოთ დაწყებული საქმეები. დაკვირვებით მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. ზოგიერთმა შეიძლება დახუროთ კრედიტი, დაფაროთ ვალი. ზოგი დაასრულებთ დიდხნიან პროექტზე მუშაობას. ზოგი კი დაფიქრდებით, როგორ შეიქმნათ უსაფრთხო გარემო.
30 აპრილის შემდეგ მოგინდებათ უმაღლესი განათლების მიღება, უცხო ენის შესწავლა, საზღვარგარეთ მოგზაურობა. შეიძლება დაგაინტერესოთ რელიგიამ, ფილოსოფიამ. ან გადაწყვიტოთ უცხოეთში გამგზავრება.