ავტორი:

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კირჩხიბებისთვის: "დაისახეთ მიზანი, როგორ უნდა მიაღწიოთ მწვერვალებს"

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კირჩხიბებისთვის: "დაისახეთ მიზანი, როგორ უნდა მიაღწიოთ მწვერვალებს"

დაისახეთ კონკრეტული მიზნები. უნდა იყოთ მომართული კარიერულ წინსვლაზე. სოციუმში თავის დამკვიდრებაზე. დაფიქრდით, რას გსურთ მიაღწიოთ ცხოვრებაში, ვინ გინდათ, რომ გამოხვიდეთ. ჩამოყალიბეთ პროფესიული გეგმა. თუ ხვდებით, რომ არსებულ სამსახურში ვალდებულებებს საუკეთესოდ უმკლავდებით, მოითხოვეთ ხელფასის მომატება, დაწინაურება. ძალიან დიდი შანსი, გაქვთ, რომ დაიკავოთ ახალი თანამდებობა, დაკავდეთ ახალი, საინტერესო პროექტით ან დაიწყოთ პირადი ბიზნესი.

საქმიანი პროგნოზი

თვის დასაწყისში მეტად კარიერისტი უნდა გახდეთ. დაისახეთ მიზანი, როგორ უნდა მიაღწიოთ მწვერვალებს, როგორ უნდა მოიპოვოთ დაფასება. მომართული უნდა იყოთ დიდხნიანი და სერიოზული პროექტების განვითარებაზე. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან, საქმიან პარტნიორებთან. განსაკუთრებით მათთან, ვისზეც თქვენი წინსვლა, პროფესიული ზრდაა დამოკიდებული. კარგი იქნება, თუ შეისწავლით ახალ კომპიუტერულ პროგრამას, რაც მომავალში საქმეების მართვაში დაგეხმარებათ.

სიყვარული

საუკეთესო დროა მათთვის, ვინც საზღვარგარეთ აპირებს გამგზავრებას: სწავლისთვის, რომანისთვის ან საცხოვრებლად გადასასვლელად. შანსი გეძლევათ, გაიცნოთ საინტერესო ადამიანები. შეიძლება უცხოელთან გააბათ რომანი. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ ფილოსოფოსთან, ლექტორთან ან უბრალოდ, ავანტიურისტთან, ვისთანაც რომანს გააბამთ და ვისთან ერთადაც დაუვიწყარ დროს გაატარებთ.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

რაციონალიზმი მოგემატებათ, კარგად შეძლებთ არსებულ სიტუაციებში გარკვევას, გონივრული ნაბიჯების გადადგმას. უფრო მეტიც, შეიძლება ისიც კი გათვალოთ, რას მოიმოქმედებენ პარტნიორები მომავალში. მიიღებთ დიდ, ცხოვრებისეულ გამოცდილებას, რაც მომავალში, განვითარებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, გამონახოთ ახალი ჰობი. რაც შეეხება ჯანმრთელობას, მოერიდეთ ეგზოტიკური საკვების მიღებას.

პირველი აპრილის შემდეგ დაწინაურების, ხელფასის მომატების და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა გეძლევათ. მოგინდებათ გარშემო მყოფების დაფასება. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ.

16 აპრილის შემდეგ მიხვდებით, რა გჭირდებათ სრული კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის. შეიძლება შეურიგდეთ თქვენზე განაწყენებულ ნათესავებს. დაასრულოთ სახლის მშენებლობა, რემონტი ბინაში. გახდეთ საკუთარი სახლის მფლობელი. ან სულაც შეიძლება გაიგოთ თქვენს წინაპრებთან, გვართან დაკავშირებული საიდუმლო.

30 აპრილის შემდეგ თქვენი სურვილით ან იძულებით აქტიურად ჩაერთვებით საზოგადოებრივ ცხოვრებაში, დაკავდებით ქველმოქმედებით. გახშირდება მეგობრული შეხვედრები. გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს და შეიძლება ახალ ჯგუფებშიც გაწევრიანდეთ.