ავტორი:

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კუროებისთვის: "ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას"

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კუროებისთვის: "ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას"

სანამ მზე კუროს ზოდიაქოში გადავა, ეცადეთ, მეტად დაისვენოთ: ფიზიკურად, სულიერად მორალურად. აღიდგინეთ ძალები, იმუნიტეტი. ნუ ჩაერთვებით ახალ საქმეებში, რთულ პროექტებში, ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას. გამონახეთ დრო მედიტაციისა და სულიერი პრაქტიკებისთვის. გადახედეთ თქვენს გარემოცვას. შეიძლება დაშორდეთ ზოგიერთ ადამიანს.

საქმიანი პროგნოზი

თვის პირველ ნახევარში არ ჩაერთოთ კულუარულ ომებში, ჭორებში, ნურავის ენდობით გადაუმოწმებლად. იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული წვრილმანებისადმი. დაეყრდენით ინტუიციას. როცა მზე თქვენს ნიშანში გადმოვა, მეტად იგრძნობთ ენერგიის მომატებას და გააქტიურდებით საქმეების მოსაგვარებლად. მოგეცემათ თვითრეალიზებისა და თვითდამკვიდრების საშუალება. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ იმიჯის, გარეგნობის შეცვლა, რათა მეტად შეესაბამებოდეთ თქვენს სტატუსს.

სიყვარული

შეიძლება მეგობრების წრეში გაიცნოთ ადამიანი, ვისაც ბედს დაუკავშირებთ ან მეგობრობა გადაიზარდოს სიყვარულში. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა მეტად მეგობრული გახდება, ერთად გადაწყვეტთ საქმის კეთებას, პროექტების განვითარებას, გაწევრიანდებით ინტერესის ჯგუფებში.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

მოგინდებათ საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება. თვის მეორე ნახევრიდან გააქტიურდებით მიზნების განხორციელებისთვის. მოგემატებათ ამბიცია და მოგინდებათ, რომ გარშემო მყოფებმა მეტად დაგაფასონ. ამასთან, გაფრთხილდით, აგრესიულობა კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი იქნება, თუ დაიწყებთ ვარჯიშს, ფიზიკურად მეტად გააქტიურდებით.

პირველი აპრილის შემდეგ დააკვირდით შეგრძნებებს, სიზმრებს. შეიძლება სრულიად უცხო ადამიანთან საუბრისას მიიღოთ პასუხი თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვაზე. მეტი დრო დაუთმეთ მედიტაციას, ცურვას, სუფთა ჰაერზე სეირნობას.

16 აპრილის შემდეგ მიხვდებით, რომ არ გაკმაყოფილებთ ის გარემო, რაც სუფევს სამსახურში, ოჯახში; გარშემო მყოფებთან დამოკიდებულებაც გადასახედი გაგიხდებათ. უნდა გააქტიურდეთ, რომ უკეთესობისკენ შეიცვალოთ თავადაც და გარემოც გაიუმჯობესოთ.

30 აპრილის შემდეგ მეტად მოგინდებათ საკუთარი თავის, ნიჭის გამოვლენა. კარგი იქნება, თუ ამ დროისთვის გათავისუფლდებით მავნე ჩვევებისგან და შეიძენთ ახალს, სასარგებლოს.