პირველ ორ დეკადაში, სანამ მზე თქვენს ნიშანში გადმოვა,არ მოგინდეთ თქვენი გეგმების, ინფორმაციის გაზიარება გარშემო მყოფებთან. მოგინდებათ დასვენება. ეს დრო ხელსაყრელია მოგზაურობისთვის სამყაროს და საკუთარი თავის შესასწავლად. გამოავლინეთ შემოქმედებითობა, განსაკუთრებით კარგია ხატვა, სიმღერა, ვიდეოების შექმნა. დაუთმეთ დრო მომზადებას, რათა მოგვიანებით აჩვენოთ თქვენი შემოქმედება ხალხს. მესამე დეკადაში მზე გადადის თქვენს ნიშანში, რაც უფრო გამორჩეულ ფიგურად გაგცევთ. გაგიჩნდებათ სურვილი, იყო უფრო აქტიური, დახვეწილი ადამიანი; მიაღწიოთ თქვენს მიზნებსა და სურვილებს. მაგრამ ფრთხილადაც იყავით, რადგან ამ პერიოდში შეიძლება იყოს კონფლიქტები, დანაკარგები და ტრავმები.
ბიზნესი, სამსახური
პირველი ორი დეკადაში იმედი არ უნდა გქონდეთ კარიერულ ზრდაზე. არ გირჩევთ საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულებს აღებას. უმჯობესია, მეტად დაისვენოთ, შვებულება აიღოთ. მაგრამ მათ, ვინც აპირებს აქტიურ მუშაობას, მხოლოდ გამძლეობა, შეუპოვრობა და პროექტებისადმი პასუხისმგებლობით მიდგომა უნდა გამოავლინოთ. ნუ მიატოვებთ მიმდინარე საქმეებს, ეცადეთ, დაასრულოთ. უფრთხილდით შეცდომებს, ისინი შეიძლება გამოუსწორებელი იყოს. ადამიანებთან ურთიერთობა მშვენივრად განვითარდება. და ამის დამსახურება არა მხოლოდ თქვენი მაგნეტიზმია, არამედ კომპრომისზე წასვლის უნარიცაა.
აპრილის ფინანსები
პირველ დეკადაში დახარჯავთ ფულს ტანსაცმელზე, კოსმეტიკაზე, სამკაულებზე, სავარჯიშო დარბაზზე, საცურაო აუზზე. თვის დასაწყისში ელოდეთ ფულის ან საჩუქრების მიღებას. ფრთხილად იყავით, რომ ზედმეტად არ გაფანტოთ ფული და ზედმეტი არაფერი იყიდოთ. მეორე დეკადაში გააქტიურდებით ფულის გამომუშავებაში. სამსახურში ცვლილებები სავარაუდოდ დადებითი იქნება. მესამე დეკადაში ფულის შოვნის მეტი პლანეტარული შესაძლებლობა გექნებათ, აქტიურად დაიწყებთ მუშაობას. აქტუალური იქნება ადამიანებთან ურთიერთობა, ვისთანაც საერთო ინტერესები გაქვთ. შესაძლოა ამანაც გაზრდოს თქვენი შემოსავალი. უნდა ისწრაფოდეთ სულიერი კომფორტისკენ, დადებითად იფიქრეთ, მაშინ ბედი მოგცემთ იმას, რასაც იმსახურებთ. არ არის საჭირო დრამის მოწყობა იქ, სადაც სიმსუბუქისა და ოპტიმიზმის ადგილია.
სიყვარული
ვენერა თქვენს ნიშანშია, ეს გაზრდის თქვენს შინაგან ენერგიას, გარეგნულად კიდევ უფრო მომხიბვლელს გაგხდით. არ არის გამორიცხული, ახლო ურთიერთობებში ზედმეტად კაპრიზული და იმპულსური გახდეთ. ყველასთან ფლირტს არ გირჩევთ, იმედგაცრუებული დარჩებით. მოგწონთ შეყვარებულობის პროცესი, მაგრამ, სამწუხაროდ, სერიოზულ ურთიერთობაზე არ ფიქრობთ. 11 აპრილიდან გრძნობებში უფრო რეალისტები და კიდევ უფრო მატერიალისტები გახდებით. დააფასებთ სიმყუდროვეს, კომფორტს. სტაბილურობა, როგორც ემოციური, ასევე ფინანსური, წინა პლანზეა. გამორიცხული არაა, რომ დაოჯახებულებმა მუდმივად იფიქროთ ფულზე, გამოთვლოთ ბიუჯეტი და ფინანსების უქონლობის გამო იჩხუბოთ მეუღლესთან. აპრილი შესაფერისია სახლის გასაუმჯობესებლად. შეცვალეთ ინტერიერი, შეიძინეთ ახალი ავეჯი ან დაიწყეთ რემონტი. უბრალოდ შეეცადეთ ეს ყველაფერი გააკეთოთ სესხის გარეშე, თქვენი დაგროვილი ფულით. თვის ბოლოს ახლობლების ფინანსურ მხარდაჭერას ელოდეთ.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
გაიძლიერეთ იმუნიტეტი, ჩაიცვით თბილად. ძილი მთავარი წამალია. იოგა და მედიტაცია კარგია თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. აკონტროლეთ ემოციები. თუ სპორტით ხართ დაკავებული, დატვირთვები ზომიერი უნდა იყოს. დაიცავით რეჟიმი, შეისვენეთ ვარჯიშებს შორის. აპრილის ბოლოს თავს ბევრად უკეთესად იგრძნობთ.
6 აპრილის შემდეგ მოგინდებათ იპოვოთ დამატებითი შემოსავალი. დააკვირდით თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობას, არ დაუშვათ სტრესი. დაარეგულირეთ სამუშაო პროცესი, შეანელეთ ტემპი. არავითარ შემთხვევაში არ შეექმნათ კონფლიქტი კოლეგებთან, უარი თქვით თავგადასავალსა და ინტრიგებზე. სიფრთხილე უნდა გამოავლინოთ არა მხოლოდ კომუნიკაციაში, არამედ პროექტების განხორციელებაშიც. შესაძლებელია სერიოზული ხარვეზები და შეცდომები.
20 აპრილის შემდეგ შესანიშნავი პერიოდია დასვენებისთვის. აწონ-დაწონეთ ყველაფერი, რაც გააკეთეთ. ისწავლეთ სიტუაციის გაშვება. დამშვიდდით, დაზოგეთ ძალა. გამონახეთ დრო სულიერი ცხოვრებისთვის. მოინახულეთ წმინდა ადგილები.