მოიმატებს ავანტიურიზმი, აქტიურად დაიწყებთ ცხოვრების არსზე ფიქრს. მოგინდებათ რუტინისგან გაქცევა და საკუთარი თავის ახალ სფეროში გამოცდა. შეიძლება სარისკო ქმედებებმა გაგიტაცოთ. გელით მოგზაურობა ან უცხო ენის შესწავლა; უცხო კულტურის, სამზარეულოს გაცნობა. ან გადაწყვეტთ, დიპლომის აღებას, კიდევ ერთ უმაღლესში ჩაბარებას.
საქმიანი პროგნოზი
ყოველდღიური საქმეები ზედმეტად მომაბეზრებელი მოგეჩვენებათ და აი, აქ უნდა გაფრთხილდეთ, რომ შეცდომები არ დაუშვათ. საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ. შეიძლება მოლაპარაკებები გამართოთ უცხოელ პარტნიორებთან, საზღვარგარეთ წამოიწყოთ თქვენი ბიზნესი. 10 აპრილის შემდეგ მეტად დაფიქრდებით კარიერულ წინსვლაზე, განვითარებაზე. გამორიცხული არაა, თქვენი იდეით დააინტერესოთ გავლენიანი ადამიანი, რომელიც დაგაფინანსებთ.
სიყვარული
საქმიანი პარტნიორის, მეუღლის ან საყვარელი ადამიანის მხარდაჭერით ფინანსურ სარგებელს მიიღებთ. გაგიმრავალფეროვნდებათ სექსუალური ცხოვრება. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა და ვნებიანი რომანის დაწყება გელით. გამორიცხული არაა, დაინტერესდეთ სულიერად მდიდარი ადამიანით. ერთი სიტყვით, აპრილი ის თვეა, როცა პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გელით.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
მაქსიმალურად ფრთხილი უნდა იყოთ, რომ არ იკამათოთ საქმიან პარტნიორებთან. გააქტიურდით პრობლემების მოგვარებაზე. საყვარელ ადამიანთან შეთანხმებით ხარჯეთ ფული. წინააღმდეგ შემთხვევაში უსიამოვნებებს ვერსად გაექცევით. გაფრთხილდით, რომ არ გაცივდეთ. დაკვირვებული იყავით ქუჩაში გადაადგილებისას, მეტად მოუფრთხილდით ფეხებს.
პირველი აპრილის შემდეგ თავგადასავლები და ავანტიურიზმი გაგიტაცებთ. შეისწავლეთ უცხო ენა, კულტურა. გაგიტაცებთ ისტორიულ-სათავგადასავლო წიგნების წითხვა და გამორიცხული არაა, თავადაც გადაწყვიტოთ წერა, თუნდაც დღიურის, ჩანახატების.
16 აპრილის შემდეგ გახშირდება კომუნიკაციები. მოიმატებს გადაადგილები, მივლინება. იყავით დაკვირვებული საუბრებისას, მიმოწერისას. მოგიწევთ უფროსის მითითებების შესრულება. არ იკამათოთ და-ძმებთან, მეზობლებთან.
30 აპრილის შემდეგ მოგინდებათ დაწინაურება, დაისახეთ კონკრეტული მიზანი და გააქტიურდით სასურველის მისაღწევად. უნდა შეადგინოთ ახალი ბიზნესპროექტი. ზოგიერთმა შეიძლება მოულოდნელად გადაწყვიტოთ საქმიანობის, სამსახურის შეცვლა.