გააუმჯობესეთ დამოკიდებულება და-ძმებთან, ნათესავებთან, მეზობლებთან. გახშირდება მათთან შეხვედრები, მიმოსვლები. ზოგიერთს შეიძლება გეყოლოთ დედმამიშვილი. თვის დასაწყისში ყურადღებით გააფორმეთ ხელშეკრულებები. სანამ საბუთებს ხელს მოაწერთ, დაკვირვებით წაიკითხეთ. ზოგიერთმა შეიძლება ახალი მეგობრები სოციალური ქსელებიდან შეიძინოთ.
საქმიანი პროგნოზი
გახშირდება საქმიანი შეხვედრები, მივლინება, მიმოწერა და ზარები. იყავით დაკვირვებული, რომ არ გამოგრჩეთ მცირე დეტალი, რაც დიდ უსიამოვნებას მოგიტანთ. გამორიცხული არაა, საქმიანი კავშირები ონლაინაც მოაგვაროთ. თვის მეორე ნახევარი მეტად მშვიდი გექნებათ. მეტად იქნებით ორიენტირებული საოჯახო თემებზე, მაგალითად, უძრავი ქონების გადაფორმება. გახშირდება სტუმრების მიღება შინ. ან შეიძლება სახლიდან გადაწყვიტოთ მუშაობა.
სიყვარული
მოგინდებათ ფულის დაბანდება ლამაზ, ძვირად ღირებულ ნივთებში ან საკუთარ თავში: თავის მოვლის საშუალებები, მასაჟი, ახალი სამოსი. გააქტურდებით, რომ თქვენი ბინა მეტად კომფორტული გახდეს, დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან - ჰარმონიული. ნუ მიისაკუთრებთ იმას, რაც თქვენ არ გეკუთვნით და ეს პირად ურთიერთობებსაც ეხება. თუ მარტოხელა ხართ, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება მატერიალურად უზრუნველყოფილი ადამიანი.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
აქტიური და ენერგიული ხარ. თვის დასაწყისში შეიძლება ვარჯიშიც კი დაიწყოთ, ენერგიულად შეასრულებთ საქმეებს, საოჯახო ვალდებულებებს. თვის მეორე ნახევარში გააქტიურდებით, რომ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. დააკვირდით თქვენს შეგრძნებებს, ფიზიკურ მდგომარეობას და მცირე ცვლილებასაც კი ნუ დატოვებთ უყურადღებოდ.
პირველი აპრილის შემდეგ მიიღებთ საჭირო ინფორმაციებს. გახშირდება შეხვედრები, მიმოსვლა, ზარები. უნდა იყოთ ორიენტირებული წესრიგზე. ნუ შეეჭიდებით ერთდროულად რამდენიმე საქმეს. ხშირად შეხვდით და-ძმებს, შეიძლება ერთად ახალი საქმე წამოიწყოთ.
16 აპრილის შემდეგ შეიძლება შეგეცვალოთ აზრი და შეხედულება ზოგიერთ საკითხეზე. მოხდება ღირებულებების გადაფასება. იყავით ორიენტირებული საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე.
30 აპრილის შემდეგ ცვლილებები გელით ბინაში, ოჯახში. მოგინდებათ მისი გაუმჯობესება, კომფორტის შექმნა. აგრეთვე, უსაფრთხოების ზომების გაძლიერება. ზოგიერთმა შეიძლება დაწყოთ კაპიტალური რემონტი.