ავტორი:

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის: “მარტოხელებს გაქვთ საინტერესო ადამიანების გაცნობის შესაძლებლობა“

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის: “მარტოხელებს გაქვთ საინტერესო ადამიანების გაცნობის შესაძლებლობა“

უშიშრად მიიწევთ წინ თქვენი მიზნისკენ. ეს არის ყველაზე სასურველი დრო დასახული ამოცანების შესასრულებლად ან ახალი საქმეების დასაწყებად. თქვენი ნებისყოფა, თავდაჯერებულობა, გონებრივი და ფიზიკური ჯანმრთელობა იქნება კარგ ფორმაში. თავისუფლად იხელმძღვანელეთ და განახორციელეთ თქვენი ოცნებები. აპრილის პირველი ორი დეკადა განსაკუთრებით შესაფერისი იქნება აქტიური საქმიანობისთვის. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ იმაზე მეტი, ვიდრე მოსალოდნელი იყო. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, გაიარეთ გამოკვლევა. იღბალი თქვენს მხარეზეა, ბევრი რამ თქვენთვის საუკეთესოდ გამოვა. მესამე დეკადაში შეიკავეთ თავი და არ შეხვიდეთ კონფლიქტებში ახლობლებთან. გსურთ, ნებისმიერი გზით დაამტკიცოთ სიმართლე, მაგრამ მოერიდეთ ზეწოლასა და მანიპულირებას. ეს ცუდია როგორც საქმიანი, ასევე პირადი კონტაქტებისთვის.

აპრილის ფინანსები

უფრო მიზანმიმართული და თავდაჯერებული გახდებით. განახორციელებთ იდეებს. უბრალოდ, გირჩევთ არ იყოთ თავზეხელაღებული და გააზრებულად იმოქმედოთ. ისე, რომ არ დააზარალოთ გარშემო მყოფები. პირველ დეკადაში ნებისმიერი თანამშრომლობა, რომელიც მიმართულია ფულის გამომუშავებაზე, წარმატებული იქნება. შეიძლება მეგობრებმა საინტერესო იდეების განხორციელება შემოგთავაზონ. ასევე შეგიძლიათ ელოდოთ სიურპრიზებსა და საჩუქრებს თქვენი პარტნიორისგან, თაყვანისმცემლისგან. მეორე დეკადაში მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. დაიწყეთ მუშაობა, მოლაპარაკება, ხელშეკრულებების გაფორმება, გაყიდვა, ფიზიკურად მუშაობა. შემოსავლის გაზრდის შანსები იზრდება. მესამე დეკადაში შესაძლოა თქვენს პარტნიორს გააუმჯობესდეს მატერიალური მდგომარეობა. შეიძლება შემოსავალი გაგიუმჯობესდეთ მასთან ერთობლივი მუშაობით. რა თქმა უნდა, გეგმები უნდა დაისახოთ, მაგრამ არც ისე ამბიციური. სასურველია, მიღწევები იყოს მცირე, მაგრამ უსაფრთხო. უფრო ხშირად დაუკავშირდით საყვარელ ადამიანებს, იზრუნეთ მოხუც მშობლებზე.

ბიზნესი, სამსახური

გახშირდება კომუნიკაცია, მოლაპარაკებები და შეხვდები. მათთანაც კი, ვინც ასი წელია არ გინახავთ. მაგრამ უფრო ტაქტიანად მოიქეცით, უმიზეზოდ არ უნდა შეიჭრათ სხვა ადამიანების საუბრებში. ასევე მოერიდეთ კამათს. კონფლიქტი შეიძლება გაღვივდეს ერთ-ერთი კოლეგის მიმართ უხეში სიტყვის ან სარკაზმის გამო. მხარი დაუჭირეთ ადამიანს, რომელიც დახმარებას გთხოვთ. 21 აპრილიდან ყველა ღონე იხმარეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობის აღსადგენად, ვისთანაც კამათი ან ხანგრძლივი განშორება გქონდათ. ეს ეხება არა მხოლოდ კოლეგებს, არამედ სასიყვარულო ურთიერთობებსაც. არც მეგობრული კონტაქტები დაკარგოთ. რა თქმა უნდა, თუ გსურთ მათი შენარჩუნება და გაძლიერება. რთული პერიოდია პირადი და საქმიანი პრობლემების გადასაჭრელად. ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთება მოგიწევთ, ვიღაცის იმედად ვერ იქნებით. დაკვირვება გმართებთ დოკუმენტების ხელმოწერამდე; ყურადღებით შეადგინეთ საბუთები. შეიძლება იყოს გაუგებრობები სასაცილო შეცდომების გამო.

სიყვარული

11 აპრილამდე ხელსაყრელი დროა ყოველდღიური, საოჯახო პრობლემების მოსაგვარებლად. თუ ოჯახი გყავთ, მაშინ იმოქმედეთ თქვენს მეუღლესთან ერთად. მოზრდილ ბავშვებსაც შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საოჯახო საქმეებში. მარტოხელებს გაქვთ საინტერესო ადამიანების გაცნობის შესაძლებლობა. 11 აპრილიდან სექსუალური მადა გაიზრდება, ამიტომ აკონტროლეთ საკუთარი თავი განსაკუთრებით თუ გყავთ ოჯახი და შვილები. აპრილში შეგიძლიათ სამოგზაუროდ წასვლა პარტნიორთან ერთად. დაისვენეთ და აირჩიეთ ადგილი, რომლის მონახულებაც გსურთ. აპრილში ურთიერთობების აღდგენას შეძლებთ იმ ადამიანთან, რომელსაც ოდესღაც დაშორდით. მაგრამ მანამდე ჰკითხეთ საკუთარ თავს მზად ხართ ბედის ასეთი შემობრუნებისთვის.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

ჯანმრთელობისადმი დაუდევრმა დამოკიდებულებამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადებები და ენერგიის დაქვეითება. აპრილის შუა რიცხვებამდე თქვენი აპათია და დაღლილობა კულმინაციას მიაღწევს. თქვენ მყისიერად იღლებით, თუნდაც სამუშაოს მინიმალური რაოდენობის შესრულებისას. გახშირდება თავის ტკივილი, წნევის ვარდნა და დეპრესია. იზრუნეთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე და მიიღეთ ვიტამინები. გჭირდებათ რეჟიმის მიხედვით ჭამა და ძილი, სეირნობა სუფთა ჰაერზე, მოძრაობა. მავნე ჩვევებს უნდა დაემშვიდობოთ. თავი დაანებეთ მოწევას! რაც შეეხება წონის დასაკლებ დიეტებს, აქ საჭიროა სპეციალისტის კონსულტაცია. მთავარია უარი თქვათ შაქრის, მარილისა და ცხიმის მაღალი შემცველობის საკვებზე. სწორედ მაშინ იქნება შედეგი. არ დააგემოვნოთ უცნობი სასმელები და კერძები. გაზაფხულზე პრევენციის მიზნით მიმართეთ გასტროენტეროლოგს, გაიკეთეთ ექოსკოპია.

6 აპრილის შემდეგ მოგინდებათ საკუთარ თავში და წარსულის მოვლენებში გარკვევა. ინტუიცია დაგეხმარებათ ბიზნესის მართვასა და კონტაქტების დამყარებაში. მეტი დრო დაუთმეთ ფსიქოლოგიური ლიტერატურის შესწავლას, არტთერაპიას.

20 აპრილის შემდეგ უნდა გაამახვილოთ ყურადღება თქვენს ფიზიკურ, სულიერ მდგომარეობაზე. კარგ პერიოდია ახალი სამუშაოს მოსაპოვებლად. დაიცავით დიეტა, ივარჯიშეთ სპორტდარბაზში. კარგი დროა შინაური ცხოველის შესაძენად.