ავტორი:

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მშვილდოსნებისთვის: “აკონტროლოთ თქვენი სურვილები, რათა ზიანი არ მიაყენოთ თქვენს ჯანმრთელობას“

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მშვილდოსნებისთვის: “აკონტროლოთ თქვენი სურვილები, რათა ზიანი არ მიაყენოთ თქვენს ჯანმრთელობას“

თვის პირველი ორი დეკადა კარგი პერიოდია დასვენებისა და მოგზაურობისთვის. ჯობია საყვარელ ადამიანთან ან მთელ ოჯახთან ერთად წახვიდე სადმე. ასევე, ხელსაყრელი დროა თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის. კრეატიული ადამიანები შთაგონებულნი იქნებიან, ამის წყალობით თქვენ შეგიძლიათ აჩვენოთ თქვენი შემოქმედება მსოფლიოს და გახადოთ საკუთარი თავი ცნობილი. აპრილი ხელსაყრელია უძრავი ქონების შესაძენად, ბავშვებთან მუშაობისთვის. ზედმეტად არტისტულები ხართ და შეგიძლიათ სცენაზე გამოსვლაც კი, მონაწილეობა მიიღოთ სხვადასხვა მოლაპარაკებებში, შთააგონონ და წაახალისონ ადამიანები გარკვეული ქმედებებისკენ. პირადი ამბიციები, სურვილები შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს ვიდრე ოჯახის ინტერესები. ამიტომ, შეინარჩუნეთ ბალანსი, ნუ გახდებით ეგოისტები. მესამე დეკადაში მზე გადავა სამუშაოსა და ჯანმრთელობის სახლში. ამიტომ, ყურადღებით დააკვირდით თქვენს შეგრძნებებს თუ რამეა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, ნუ ჩაიტარებთ თვითმკურნალობას. სამსახურში შეიძლება წარმოიშვას პრობლემები და დანაკარგები. შეიძლება ვინმე გადადგეს ნებაყოფლობით ან იძულებით.

აპრილის ფინანსები

საფულეს ძირითადად მუდმივი მუშაობით შეავსებთ. არსებობს შესაძლებლობა, რომ მოგცენ პრემია ან ხელფასი მოგემატოთ, მეგობრები დაგიბრუნებენ ვალს. კარგია ფულის დახარჯვა ჯანმრთელობის პროდუქტებზე და სამუშაოსთვის საჭირო ნივთებზე. თვის მეორე დეკადაში ვინმესთან ერთობლივი აქტივობები, კონტაქტების წრის გაფართოება ხელს შეუწყობს სიმდიდრის გაზრდას. თქვენს პარტნიორსაც შეუძლია ფინანსურად დაგეხმაროთ. კარგი იქნება იურიდიული საქმეების მოგვარება, კომპენსაციის გადახდა, ასევე პარტნიორობა. იდეებს განახორციელებთ, უამრავ შთაბეჭდილებას მიიღებთ. ეს არის დრო შემოქმედებითი იდეებისთვის და რომანტიკული პაემნებისთცის, კარგია მოგზაურობაც. უფრთხილდით კონფლიქტებს, განსაკუთრებით თუ ისინი გამოწვეულია მემკვიდრეობით ან ქონების გაყოფით. ამ პერიოდში ფსიქოლოგიურად მყარად უნდა იდგათ ფეხზე.

ბიზნესი, სამსახური

თქვენ ნამდვილად გესმით, რომ სამუშაო, რომელსაც აკეთებთ, არ იძლევა შედეგს და კარიერულ წინსვლას. ეს დროისა და ძალისხმევის კარგვაა, მეტი არაფერი. თქვენ გახდებით შემოქმედებითი. აპრილი დაძაბული თვე იქნება პროფესიული თვალსაზრისით. მოგიწევთ საბუთების აქტიური ხელმოწერა, სერტიფიკატების, ახალი ინფორმაციის შეგროვება და ტელეფონზე დილიდან საღამომდე პასუხების გაეცემა. მოგიწევთ ახალგაზრდა თანამშრომლების მომზადება. ბიზნესმენებმა პასუხისმგებელი და გამოცდილი პარტნიორების გუნდი უნდა შექმნათ. შესაძლებელია შემოწმება, იყავით ფრთხილად. გააუმჯობესებთ ბიზნესს, ნუ ერიდებით პასუხისმგებლობების აღებას. დავალებების უმეტესობა წარმატებით სრულდება, მიუხედავად დაბრკოლებებისა. 21 აპრილიდან სახლში დასვენებას, ოჯახის წერებთან ურთიერთობას გადაწყვეტს. მეუღლესთან ურთიერთობის განმტკიცებით იქნებით დაკავებული. თუ ვინმე მუშაობს კონტრაქტით, მაშინ უნდა გადახედოთ პირობებს და სამუშაო გრაფიკს. ფოკუსირება წვრილმანებზე გააკეთეთ, რათა ცუდ ამბავში არ აღმოჩნდეთ. არ არის გამორიცხული შეცდომები და უსინდისობა პარტნიორების მხრიდან. შეიძლება კვლავ მიგიწვიონ სამუშაოდ იმ ადგილას, სადაც ადრე უკვე მუშაობდით.

სიყვარული

გაცნობის, სასიყვარულო თავგადასავლების და რომანტიკისთვის არასწორი პერიოდი. ბევრ წყვილში იქნება გაუცხოება და იმედგაცრუება. მაგრამ ძალიან არ ინერვიულოთ, დროთა განმავლობაში სიტუაცია გაუმჯობესდება. მთავარია საგნებს რეალისტურად შეხედოთ. სხვა რამეზე უნდა გადაიტანოთ ყურადღება, დაკავდეთ ჰობით. გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის, შეცვალეთ იმიჯი, გააუმჯობესეთ ჯანმრთელობა. 11 აპრილიდან მარტოხელებს იღბალი გაგიღიმებთ. კარგი ადამიანის შეხვედრის ალბათობა დიდია. შეხვედრის ადგილი შეიძლება იყოს: მოგზაურობა, ბარი, მეგობრების წრე და სპორტული დარბაზიც კი. მართალია, ყველა კონტაქტი არ იქნება ხანგრძლივი. ვინმესთან დარჩებით უბრალოდ ნაცნობები ან მეგობრები. ხანდახან შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ზედიზედ ყველასთან ფლირტი ჯანმრთელობის თვალსაზრისით არ არის უსაფრთხო და ფინანსურად სარფიანი. მშვილდოსნები, რომელსაც რჩეული გყავთ, გირჩევთ, იფიქროთ ურთიერთობის დაკანონებაზე. დაგეგმეთ ნიშნობა, უკეთ გაიცანით თქვენი პარტნიორის ნათესავები. სხვათა შორის, თუ სასიყვარულო ურთიერთობა ამ დროს დაკანონდება, ეს იქნება ძლიერი და ჰარმონიული კავშირი.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

ზოგჯერ საკუთარ თავს უფლებას აძლევს ჯანმრთელობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება გქონდეთ. ბევრი ენერგია გაქვთ, მაგრამ გახსოვდეთ პრევენციული ზომები. აპრილში გვირჩევთ, გაიაროთ სამედიცინო გამოკვლევა, რათა გამოირიცხოს დაავადებები. გაზაფხულზე გაცივება და ალერგია ჩვეულებრივი მოვლენაა. ასე რომ დალიეთ ვიტამინების კომპლექსი იმუნიტეტის გასაძლიერებლად. რაც მთავარია, ნუ ჩაიტარებთ თვითმკურნალობას. თქვენ უნდა აკონტროლოთ თქვენი სურვილები, რათა ზიანი არ მიაყენოთ თქვენს ჯანმრთელობას. გსურთ წონაში დაკლება? მხოლოდ სპორტული ვარჯიში და დიეტა დაგეხმარებათ წონის დაკლებაში.

6 აპრილის შემდეგ კარგი პერიოდია შერიგებისა და მეგობრობის დასამყარებლად. გაისეირნეთ ბუნებაში მეგობრების კომპანიასთან ერთად, მოაწყვეთ დასვენება, იპოვეთ ჰობი ან გადახედეთ ძველ ჰობის. გახსოვდეთ, არც ერთი ფული და სოციალური ქსელები არ ჩაანაცვლებს რეალურ შეხვედრებსა და გულწრფელ საუბრებს.

20 აპრილის შემდეგ გელოდებათ მხიარული და მარტივი პერიოდი ყველა გაგებით. ბევრი მიზეზი გექნებათ გართობის, მეგობრებთან ერთად დასვენებისა და შემოქმედებითი იდეების განხორციელების. მოძებეთ ის საქმიანობა, რაც სულს ბედნიერებითა და კომფორტით აგვივსებთ. შესაძლოა რომანტიკული ნაცნობობა, რომელიც გადაიქცევა გულწრფელ და ხანგრძლივ ურთიერთობაში. მათთვის, ვინც უკვე შეყვარებულია და ცხოვრობს რჩეულთან, შეგიძლიათ იფიქროთ მრავალფეროვნებაზე ურთიერთობებში. წადით რესტორანში, თეატრში ან სამოგზაუროდ.