ავტორი:

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი სასწორებისთვის: "იყავით მომართული პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესებაზე"

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი სასწორებისთვის: "იყავით მომართული პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესებაზე"

გახშირდება კონტაქტები, საქმიანი და მეგობრული შეხვედრები, გაიზრდება კლიენტთა ბაზა, თუ მომსახურების სფეროში საქმიანობთ. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას საკუთარ თავს უკეთ გაიცნობთ. იყავით მომართული პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. თუ პარტნიორებთან ერთად გიწევთ მუშაობა, იყავით შეხმატკბილებულები, მარტო ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს. საქმიანი და იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად მიმართეთ სპეციალისტს.

საქმიანი პროგნოზი

თვის დასაწყისში დაგეგმეთ საქმიანი შეხვედრები, მოლაპარაკებები, სადაც თამამად გამოთქვამთ თქვენს მოსაზრებებს. იყავით გახსნილი და სხვებსაც ყურადღებით მოუსმინეთ. თვის მეორე ნახევარში გახშირდება მატერიალური საკითხების მოგვარება. დაინტერესდებით პარტნიორის ფინანსებით. იყავით დაკვირვებული ვაჭრობისას, ხელშეკრულებების გაფორმებისას.

სიყვარული

აპრილში მეტად უნდა იმუშაოთ, რათა სასურველ შედეგს მიაღწიოთ და გართობაზე ნაკლები იფიქროთ. მაგრამ ვალდებულებების შესრულების გამო ნუ დაივიწყებთ საყვარელ ადამიანს. მარტოხელებმა ჯერ კარგად შეისწავლეთ ახალგაცნობილი, სანამ სიყვარულის მორევში თავით გადაეშვებით. ნუ გახდებით პარტნიორზე დამოკიდებული და ნურც საკუთარ თავზე აიღებთ სხვაზე მოვლის პასუხისმგებლობას. არ მისცეთ სხვას თქვენით მანიპულირების უფლება.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

მოგემატებათ აზარტულობა და შემოქმედებითი იდეების განხორციელების სურვილი. შეიძლება სპორტითაც დაინტერესდეთ. კარგი იქნება, თუ დილაობით ვარჯიშს, სირბილს დაიწყებთ. ყურადღება მიაქციეთ პროდუქტების ხარისხს; უპირატესობა ჯანსაღსა და სასარგებლოს მიანიჭეთ. კარგი იქნება, თუ გათავისუფლდებით მავნე ჩვევებისგან.

პირველი აპრილის შემდეგ უნდა გაერკვეთ რომანტიკულ და საქმიან კავშირებში. შეიძლება არსებულ ადამიანთან შეგეცვალოთ სტატუსი: მეგობრულიდან - სასიყვარულო, სასიყვარულოდან - საქმიანი. ზოგიერთი ერთად გადაწყვეტთ ცხოვრებას. ზოგიერთი გააფორმებთ თქვენთვის მნიშვნელოვან ხელშეკრულებას.

16 აპრილის შემდეგ უნდა შეჩერდეთ და დაფიქრდეთ, რა მიმართულებით გსურთ მომავალში განვითარება; რა სფეროში უნდა მოსინჯოთ საკუთარ ძალები. უნდა დაისახოთ კონკრეტული მიზნები. მიაქციეთ ყურადღება ადრე დაშვებულ შეცდომებს, რას აკეთებდით არასწორად და ეცადეთ, გამოასწოროთ ისინი.

30 აპრილის შემდეგ მეტად უნდა დაფიქრდეთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. შეიძლება პარტნიორთან ერთად დააბანდოთ ფული. ან მიიღოთ სარგებელი პარტნიორის ფინანსებისგან. ყურადღებით გადაიხადეთ გადასახადები, ვალები. ზოგიერთმა შეიძლება მემკვიდრეობა მიიღოთ.