უნდა მოინდომოთ და ამის ყველა შესაძლებლობა გაქვთ, რომ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. აპრილი საუკეთესო თვეა ფულის დასაბანდებლად. მხოლოდ ისეთ პროექტებში ჩაერთეთ, რაც ფინანსურ სარგებელს მოგიტანთ. მოგინდებათ ფულის დაბანდება ძვირად ღირებულ ნივთებში. იქნებით მიზანმიმართული და აქტიური.
საქმიანი პროგნოზი
მთელი თვის განმავლობაში გახშირებული იქნება საქმიანი შეხვედრები, მიმოსვლა. იყავით დაკვირვებული მატერიალური საკითხების მოგვარებისას. ილაპარაკეთ ყველასთვის გასაგებად და თავადაც, თუ რამეს ვერ გაიგებთ, ზედმეტი შეკითხვების დასმა ნუ მოგერიდებათ. ნუ გაეხვევით საეჭვო საქმეებში, გარიგებებში; განსაკუთრებით, მატერიალური სარგებლის გამო. მიიღებთ საჭირო ცნობებს, ინფორმაციას და ეცადეთ, ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ.
სიყვარული
მოიმატებთ თქვენი შარმი, მიმზიდველობა. გახდებით საინტერესო საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისთვის. მოიმატებს რომანტიკული თავგადასავლების სურვილი. მარტოხელებს რამდენიმე შანსი გაქვთ პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად და იყავით დაკვირვებული, ახალგაცნობილი ჯერ კარგად გაიცანით და მერე დაუახლოვდით. დაწყვილებულების ცხოვრებაში დათბება. საყვარელი ადამიანი მზრუნველი და მოსიყვარულე გახდება თქვენ მიმართ.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, ზედმეტ აქტიურობას. უმჯობესია, მეტი დრო დაუთმოთ ინტელექტუალურ განვითარებას. არ გადაიღალოთ ემოციურად. მოუფრთხილდით ნერვებს, მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე.
პირველი აპრილის შემდეგ მოიძიეთ შემოსავლის დამატებითი წყარო. იყავით მომართული ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. მოერიდით ძვირად ღირებული ნივთების შეძენას; არ აიღოთ ვალები.
16 აპრილის შემდეგ გარშემო მყოფები მეტად დაინტერესდებიან თქვენი პირადი ცხოვრებით. იზრუნეთ თვითშეფასების ამაღლებაზე. მოერიდეთ გაურკვეველ სიტუაციებში გარევას, არ გაეხვეთ ავანტიურაში.
30 აპრილის შემდეგ მიაქციეთ ყურადღება ინტელექტუალურ განვითარებას. გახშირდება კონტაქტები. დაიწყეთ ლექციებსა და სემინარებზე დასწრება. ჩაეწერეთ სასწავლო კურსებზე.