ავტორი:

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თევზებისთვის: “ახალგაცნობილებთან იყავით ფრთხილად“

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თევზებისთვის: “ახალგაცნობილებთან იყავით ფრთხილად“

თევზები შეიძლება დაფიქრდნენ, მოაქვს თუ არა მუშაობას მათთვის სიხარული. და მიღებული პასუხიდან გამომდინარე, ისინი გადააკეთებენ თავიანთ არჩევანს, რათა თავი უფრო კომფორტულად იგრძნონ. აპრილში მოგინდებათ სიამოვნებებით ტკბობა, განსაკუთრებით პირველ და მეორე დეკადაში როდესაც მზე იუპიტერთან შეერთდება. მიეცით საკუთარ თავს გასტრონომიული სიამოვნებით ტკბობის საშუალება. მესამე დეკადაში მოერიდეთ კონფლიქტებს ახლობლებთან. ახალგაცნობილებთან იყავით ფრთხილად. უმჯობესია უარი თქვათ მოგზაურობებზე, რადგან პერიოდი ტრავმულია.

აპრილის ფინანსები

პირველ დეკადაში ფული ძირითადად მეგობრებთან, ნათესავებთან შეხვედრებზე, ავტომობილზე დაგეხარჯებათ. გელოდებათ მგზავრობა ქალაქგარეთ. თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ სამუშაო ან დამატებითი შემოსავალი ახლობლების, ნათესავების წყალობით. მოგება გაიზრდება თუ დაკავებული ხართ გაყიდვებით, მომსახურების სფეროში საქმიანობთ. აპრილის მეორე და მესამე დეკადაში თანხა ძირითადად ოჯახურ, ყოველდღიურ საქმეებს მოხმარდება. ზოგს მოუნდება რემონტის გაკეთება ან ფულის დახარჯვა სახლისთვის ტექსტილის, ავეჯისა და სხვა ნივთების შესაძენად. ზოგმა შეიძლება უძრავი ქონების ყიდვა გადაწყვიტოთ. ახლობლებს შეუძლიათ ფინანსური დახმარება გაგიწიონ. იქნება ბევრი მაცდური შეთავაზება, მაგრამ თავი შეიკავეთ ცდუნებებისგან, ჯობია კონცენტრირება მოახდინეთ ერთ მნიშვნელოვან ამოცანაზე. იყავით მგრძნობიარე და ნაზი საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში. თუ რომელიმე მათგანი დახმარებას ითხოვს, უარი არ უთხრათ. მოერიდეთ ალკოჰოლს.

ბიზნესი, სამსახური

ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მოგიწევთ მუშაობა. გახშირდება კომუნიკაცია, მიმოსვლა, ხელშეკრულებების გაფორმება, გადაუდებელ ღონისძიებებზე დასწრება. აპრილი ძალიან საინტერესო და ფინანსურად მომგებიანია. თუ სწავლობთ, ყურადღებით მოემზადეთ გამოცდებისთვის. არ არის გამორიცხული, სახლს ახალი ტექნიკა ან ავეჯი დასჭირდეს. არ დაივიწყოთ მეგობრები და ნათესავები. თუ ვერ შეხვდებით, დაურეკეთ და მოიკითხეთ. უმჯობესია მოაწყოთ მოგზაურობა, ბუნებაში პიკნიკები, გაერთოთ და დაისვენოთ. 21 აპრილიდან არ მოაწეროთ ხელი დოკუმენტებს წინასწარი და დაკვირვებით წაკითხვის გარეშე. შესაძლებელია შეცდომები. კარგი პერიოდია ყოფილ პარტნიორებთან კონტაქტების აღსადგენად.

სიყვარული

ეცადეთ პარტნიორთან ჰარმონიური ურთიერთობა გქონდეთ. თქვენი ბუნებრივი ხიბლი ვერ დაიმალება, ისევე როგორც სურვილი, გამოავლინოთ საუკეთესო თვისებები საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში. შესაძლოა, ხანგრძლივმა და ახლო მეგობრობამ გამოიწვიოს ურთიერთსიყვარული. სასიყვარულო პარტნიორი იქნება ის, ვისთანაც ერთად მუშაობთ, ერთ ეზოში ცხოვრობთ ან სწავლობთ. 11 აპრილიდან კარგი პერიოდია ოჯახში წონასწორობისა და კომფორტის დასამყარებლად. მეტი კომუნიკაცია ახლო ნათესავებთან, იყავით გულწრფელი საუბრებში. შესანიშნავი პერიოდია სარემონტო სამუშაოსთვის, სახლში ნივთების მოსაწესრიგებლად. თუ გსურთ ავეჯის ან მთლიანად ინტერიერის განახლება, მაშინ ნუ დაზოგავთ ფულს. გააცანით საყვარელი ადამიანი მშობლებს; მით უმეტეს, თუ თქვენ დაგეგმილი გაქვთ ოფიციალური ქორწინება. მარტოხელებს სასიამოვნო ადამიანი შეიძლება ნათესავმა გაგაცნოთ. აპრილის ბოლოს მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას საყვარელ ადამიანთან. ზოგიერთმა შეიძლება აღადგინოთ ურთიერთობა ყოფილთან.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

ამ თვეში ჯანმრთელობისადმი არასერიოზული დამოკიდებულება არ გეპატიებათ. მართალია, არ შეგიძლიათ უარი თქვათ აქტიურობაზე, მაგრამ სხეულის სიგნალებს ყურადღება უნდა მიაქციოთ. ჩაიცვით ამინდის შესაფერისად. სხვათა შორის, D ვიტამინი კარგია ორგანიზმისთვის, ამიტომ სახე უფრო ხშირად მიუშვირეთ მზეს. თუ გრძნობთ, რომ გაცივდით, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. თავი შეიკავეთ თვითმკურნალობისგან. კარგი თვეა აქტიური სპორტისა და გარე თამაშებისთვის. ეწვიეთ სპორტდარბაზს, იცეკვეთ და იცურავეთ. ეს ყველაფერი გაგაკაჟებთ და იმუნურ სისტემას გააძლიერებს.

6 აპრილის შემდეგ შეეცადეთ შეინარჩუნოთ სულიერი წონასწორობა საკუთარ თავსა და გარშემო მყოფებს შორის. აქცენტი გაკეთდება ფულის საკითხებზე. თუ არის გადაუხდელი სესხი ან დავალიანება, გადაიხადეთ. არ არის საჭირო რაღაცის ხვალისთვის გადადება. არ არის გამორიცხული, თქვენს ცხოვრებაში ისეთი მდიდარი ადამიანი გამოჩნდეს, რომელიც ფინანსურად დაეხმარებათ. შეყვარებული წყვილები შეუფერხებლად გადავლენ მეგობრული კომუნიკაციიდან ინტიმურ ურთიერთობებზე.

20 აპრილის შემდეგ მეტი დრო უნდა დაუთმოთ მატერიალური საკითხების მოგვარებას. ვიღაც იყიდის საჩუქრებს, ვიღაცას მოუწევს ფულის დაზოგვა სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ბევრს გამოუჩნდება შემოსავლის დამატებითი წყარო, არ გაუშვათ ხელიდან კაპიტალის გაზრდის შანსი. უფრო პრაქტიკული იყავით შესყიდვებსა და ინვესტიციებში. ნუ გაფლანგავთ ფულს.