ავტორი:

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თხის რქებისთვის

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თხის რქებისთვის

მეტი დრო უნდა დაუთმოთ სახლსა და საოჯახო ვალდებულებებს. სამსახურის საქმების გამო უყურადღებოდ ნუ დატოვებთ ოჯახს, ნათესავებს. მეტად იზრუნეთ მშობლებზე და განსაკუთრებით დედაზე. მოგინდებათ საკუთარი გვარის, წინაპრების შესახებ ინფორმაციების მოძიება. შეიძლება მოინახულოთ მშობლიური ადგილები და მოინდომოთ ძველი სახლის განახლება ან ახლის აშენება. ერთი სიტყვით, აპრილში უძრავ ქონებასთან და ოჯახთან დაკავშირებული საკითხები უნდა მოაგვაროთ. გამორიცხული არაა, თქვენი დახმარება დასჭირდეს ნათესავებს.

საქმიანი პროგნოზი

ზოგიერთი გადაწყვეტთ, რომ მეტად უნდა დაისვენოთ, ზოგი კი სახლიდან გააგრძელებთ მუშაობას. გამორიცხული არაა, გახშირდეს შინ სტუმრების მიღება. მოაგვარეთ საოჯახო, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებს. შუა აპრილიდან განწყობა გაგიუმჯობესდებათ და გახშირდება მიმოსვლები, საქმიანი შეხვედრები. მოგინდებათ ჰობიში საკუთარი თავის მოსინჯვა. ან შეიძლება ჰობიმ მოგიტანოთ მატერიალური კეთილდღეობა, გაიცნოთ ადამიანები, ვინც გადაწყვეტს, ფული თქვენს ბიზნესში დააბანდოს. ამავე პერიოდში შეიძლება რომანტიკული ურთიერთბა გააბათ საქმიან პარტნიორთან.

სიყვარული

იმატებს რომანტიკული შეხვედრების რაოდენობა, გახშირდება მიმოწერა, მიმოსვლა სიყვარულის გამო. დაწყვილებულებმა მეტი დრო გაატარეთ საყვრელი ადამიანის გვერდით, მაგრამ ნუ მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებებს. გამორიცხული არაა, ერთდროულად ორი (ან რამდენიმე) რომანი გააბათ.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

თვის დასაწყისში მოგინდებათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. გააქტიურდებით, რომ შემოსავლის დამატებითი წყარო გაიჩინოთ. შუა აპრილიდან გახშირდება მივლინება, ხელით რაღაცის კეთების სურვილი. დაკვირვებით შეადგინეთ საბუთები. შეიძლება საკუთარი იდეების დაცვის გამო კამათი მოგწიოთ გარშემო მყოფებთან. ჯანმრთელობის მხრივ გაუფრთხილდით ფილტვებს, ბრონქებს, მოსაფრთხილებელია ხელები, თითები.

პირველი აპრილის შემდეგ უნდა დაკავდეთ საოჯახო, საბინაო საკითხების მოგვარებით. ზოგიერთმა შეიძლება დაქორწინება გადაწყვიტოთ ან შეყვარებულთან ერთად თანაცხოვრება. მოინახულეთ მშობლიური ადგილები და მეტი დრო გაატარეთ მშობლების გვერდით.

16 აპრილის შემდეგ წარმატებას მოგიტანთ ის საქმე, პროექტი, რასაც დიდი ხანია აკეთებთ. უნდა დააბალანსოთ სახლისა და სამსახურის თემები.

30 აპრილის შემდეგ გამოგიჩნდებათ დრო ჰობისა და რომანტიკისთვის. სასიყვარულო ურთიერთობა იქნება აღსავსე სიურპრიზებით. ზოგიერთს სურვილი გაგიჩნდებათ, მიიღოთ მონაწილება კონკურსებში, შეჯიბრებებში.