ავტორი:

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ვერძებისთვის: ბევრისთვის გახდებით სამაგალითო, აღმოჩნდებით ყურადღების ცენტრში"

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ვერძებისთვის: ბევრისთვის გახდებით სამაგალითო, აღმოჩნდებით ყურადღების ცენტრში"

თვის დასაწყისში მზე თქვენ ნიშანში იქნება. მოიმატებს აქტიურობა, ენერგია, სასურველის მიღწევის სურვილი. თამამად გამოავლინეთ ინიციატივა, გააცანით გავლენიან ადამიანებს თქვენი ბიზნესგეგმა, იდეები. შეიძლება სხვა ადამიანების ცხოვრებაზეც იქონიოთ გავლენა, დაეხმაროთ სასურველის მიღწევაში. იყავით მიზანმიმართული, ძალიან ბევრისთვის გახდებით სამაგალითო, აღმოჩნდებით ყურადღების ცენტრში.

საქმიანი პროგნოზი

თვის დასაწყისში გახშირდება მივლინება, კონტაქტები, საქმიანი შეხვედრები. მოგინდებათ ახალი ბიზნესის დაწყება, საკუთარი თავის ახალ საქმიანობაში მოსინჯვა. თვის მეორე ნახევრიდან გააქტიურდით ფინანსური საკითხების მოგვარებისთვის. ეცადეთ, ფული სარფიან ბიზნესში დააბანდოთ. ან დაიწყეთ პირადი ბიზნესი. შეიძლება ახალი საქმიან პარტნიორები გაიჩინოთ. გონივრულად დაგეგმეთ ბიზნესშეხვედრები, გააფორმეთ ხელშეკრულებები. იყავით მომართული ხანგრძლივ და საიმედო პროექტებზე. თუმცა, თუ პატარა პროექტებში კარგ ანაზღაურებას შემოგთავაზებენ, ნურც მასზე იტყვით უარს.

სიყვარული

"სიყვარულსა მალვა უნდა" - ეს აპრილის დევიზი უნდა გაიხადოთ. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა გელით. სხვათა შორის, დაწყვილებულებსაც გელოდებათ რომანტიკული ნაცნობობა, მაგრამ ეს კარგს არაფერს მოგიტანთ, მხოლოდ უსიამოვნებას მეუღლესთან. ზოგიერთმა შეიძლება ფარული რომანი გააბათ. ზოგმა კი შეიძლება ბედი დაუკავშიროთ უცხოეთში მცხოვრებ ადამიანს.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

თვის დასაწყისში ფიზიკურად უნდა გააქტიურდეთ, დაიწყეთ ვარჯიში. მოერიდეთ უსიამოვნო სიტუაციებში გახვევას, არ გირჩევთ უცხო ადგილებში სეირნობას. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. უნდა დაამარცხოთ შიშები.

პირველი აპრილის შემდეგ გადახედეთ საკუთარ ცხოვრებას და გაიმრავალფეროვნეთ სიახლეებით. დაფიქრდით, რა მიმართულებით გსურთ განვითარება. მოსინჯეთ საკუთარი თავი ახალ პროექტებში, საქმეებში. ამ ახალმთვარეობაზე უნდა ჩამოწეროთ წლის მიზნები, რომლებსაც განახორციელებთ.

16 აპრილის შემდეგ გადახედეთ ხელშეკრულებებს, მოლაპარაკებებს. შეიძლება დააკანონოთ სასიყვარულო ურთიერთობა. ზოგიერთმა კი შეიძლება ახალი საქმიანი ვალდებულებები გაფორმოთ.

30 აპრილის შემდეგ მოგეცემათ საკუთარი თავს, შესაძლებლობების მეტად გამოვლენის შესაძლებლობა. გელით პოპულარობა, წარმატება. უნდა გათავისუფლდეთ ძველისგან, უსარგებლოსგან და შეიძინოთ ახალი და სასარგებლო. იყავით თავდაჯერებული და იმოქმედეთ გაბედულად.