აპრილის ჯანმრთელობის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

აპრილის ჯანმრთელობის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი

შეგიძლიათ და უნდა იყოთ ენერგიული. შეიძინეთ აუზის ან სპორტდარბაზის აბონემენტი, ვარჯიში და გამკვრივება სარგებელს მოუტანს თქვენს სხეულს. იარეთ უფრო ხშირად ფეხით და გააკეთეთ დილის ვარჯიშები. თბილ და მზიან ამინდში გადით ბუნებაში, ქალაქგარეთ. დაისვენეთ, დაიცავით დიეტა და გაიძლიერეთ იმუნური სისტემა ვიტამინებით. ამასთან. გირჩევთ ყველაფერში ზომიერებისა და სიმშვიდის დაცვას. ისაუბრეთ მხოლოდ იმ ადამიანებთან, რომლებიც თქვენთვის სასიამოვნო და მეგობრული არიან. მოერიდეთ ნეგატიურ ადამიანებს, რათა დაიცვათ თქვენი ნერვული სისტემა. გაფრთხილდით ამინდის ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს წნევის ცვლილება, სახსრების ტკივილი ან შაკიკი. თუ გრძნობთ, რომ თვითმკურნალობა და ხალხური საშუალებები არ იძლევა შედეგს, მიმართეთ თერაპევტს.

კურო

ჯანმრთელობა მყიფეა და მას ფრთხილად უნდა მოეპყროთ. აპრილში იმუნიტეტი დაბალ დონეზეა, ამის მტკიცებულებაა დაღლილობა, აპათია და ძილიანობა. ნუ ჩაიტარებთ თვითმკურნალობას, უმჯობესია მიმართოთ სპეციალისტს. არ არის გამორიცხული განწყობის ცვალებადობა, აგზნებადობის მომატება ან, პირიქით, სევდა. საჭიროა მეტი სიარული, ფიზიკური ვარჯიშების შესრულება და გაზაფხულის ჰაერის ჩასუნთქვა. გესაჭიროებათ სრულფასოვანი შესვენება სამსახურში, მინიმუმ 8-საათიანი ძილი და გრაფიკის მიხედვით ჭამა. უნდა გაგახაროთ, თვის ბოლოს მზე თქვენს ნიშანში გადმოვა, რაც დადებითად აისახება თქვენს კეთილდღეობაზე.

ტყუპი

სპორტული აქტივობები აპრილში პირველ ადგილზე იქნება. დილით სირბილი, საღამოს სპორტული დარბაზი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არც ერთ დღეს არ გაატარებთ პასიურად, რაც საუკეთესოდ აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. წონის დასაკლებად გამოიყენეთ ვარჯიში და ცურვა, ვიდრე მკაცრი დიეტა. უფრო ხშირად იარეთ ფეხით ბუნებაში. ეცადეთ, არ გადაიტვირთოთ ან არ გაცივდეთ. გააძლიერეთ თქვენი ფსიქიკური მდგომარეობა და იმუნიტეტი. დიეტა, იოგა და მკურნალობის ტრადიციული მეთოდები გამოგადგებათ. აპრილის ბოლოდან მეტად უნდა დაისვენოთ და შეამციროთ სტრესი.

კირჩხიბი

აპრილი სულაც არ არის შესაფერისი პასიური დასვენებისა და კომპიუტერთან ჯდომისთვის. გჭირდებათ არა მხოლოდ ჯანსაღი, არამედ სპორტული ცხოვრების წესის კურსი. ყველა მიმართულებით აქტიურობა სასარგებლო იქნება. და, რა თქმა უნდა, ეს დადებითად მოქმედებს თქვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე. თუ გსურთ სპორტით დაკავება და სპორტდარბაზში სიარული, ჯერ მწვრთნელს უნდა მიაკითხოთ. ეს აუცილებელია ყველასთვის, და განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ხერხემალთან ან კიდურებთან გაქვთ პრობლემები. კარგი თვეა მასაჟის, ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ, გამკვრივებისა და ფიზიოთერაპიისთვის. ეწვიეთ სტომატოლოგს, თუნდაც პროფილაქტიკის მიზნით. არ არის მიზანშეწონილი შიმშილობა თუ წონაში დაკლება გსურთ. იმოძრავეთ მეტი, დაკავდით იოგათ, იკვებეთ მცირე ულუფებით დღეში მინიმუმ 5-ჯერ.

ლომი

გაზაფხულზე ქრონიკული დაავადებები ხშირად მწვავდება, ამიტომ ყურადღებით მოუსმინეთ საკუთარ თავს. სხეული არ მოგატყუებთ, პირიქით, მიგანიშნებთ დაავადებებზე. თუ თავს ცუდად გრძნობთ, შეამცირეთ ფიზიკური აქტივობა. მაგრამ არა იმდენად, რომ დაივიწყოთ სპორტი და სუფთა ჰაერი. უფრო ხშირად იყავით ბუნებაში. დილით ვარჯიში, კონტრასტული შხაპი და ხალისიანი საუზმე, საღამოს გასეირნება - აი, რა გჭირდებათ მთელი თვე. დიეტა პრიორიტეტულია. მოერიდეთ საკვებს, რომელიც არ არის სასარგებლო. მაშინ კმაყოფილი დარჩებით თქვენი ფიგურით და გონებრივი მდგომარეობით. უარი უთხარით ალკოჰოლს. აკონტროლეთ არტერიული წნევა.

ქალწული

თითქმის მთელი თვის განმავლობაში თავს მხიარულად გრძნობთ. მიუხედავად მრავალი მოგზაურობის, შეხვედრებისა და ნაყოფიერი მუშაობისა, შეინარჩუნებთ ენერგიის მაღალ დონეს. კარგი იქნება ექსკურსია და ქალაქგარეთ დასვენება მეგობრებთან ერთად. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ჰიგიენის წესების დაცვა აუცილებელია. გამოიჩინეთ სიფრთხილე საცურაო აუზზე, საშხაპეების და სპორტული დარბაზების გასახდელების მონახულებისას. აპრილში გირჩევთ, თავი აარიდოთ კულინარიულ ექსცესებს, განსაკუთრებით თვის ბოლო დეკადაში. მოერიდეთ ცხიმიან და ცხარე საკვებს, რათა თავიდან აიცილოთ კუჭის გაღიზიანება და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები.

სასწორი

აპრილში სამუშაო მოვალეობებითაც იქნებით დაკავებული და საყოფაცხოვრებო საკითხების გადაწყვეტითაც. ასეთ დატვირთულ გრაფიკში მნიშვნელოვანია დატვირთვის თანაბრად გადანაწილება. მუდამ გახსოვდეთ დასვენება და კარგი ძილი. არ დაივიწყოთ სწორი კვება, იმუნური სისტემის გაძლიერება და ფიზიკური დატვირთვა. გირჩევთ მეტი ყურადღება მიაქციოთ სხეულს. კარგია ეფექტური დიეტის დაწყება, წონის კორექტირება და მავნე ჩვევებისგან თავის დაღწევა. შეგიძლიათ შეცვალოთ რუტინა ან სამუშაო გრაფიკი, გააკეთოთ რაიმე სასარგებლო თქვენი სხეულისთვის. ხშირად უნდა მოუსმინოთ საკუთარ თავს და გრძნობებს. გაზაფხულზე შეგიძლიათ გაიაროთ სრული სამედიცინო გამოკვლევა, ჩაიტაროთ ტესტები და ანალიზები, რათა არ ინერვიულოთ თქვენს ჯანმრთელობაზე. თუ გრძნობთ დაავადების სიმპტომებს, ნუ ჩაიტარებთ თვითმკურნალობას, მიმართეთ ექიმს.

მორიელი

ფრთხილად უნდა იყოთ და თავი აარიდოთ ტრავმულ სპორტს. ყურადღება მიაქციეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, ეცადეთ იკვებოთ ჯანსაღად. სუფთა ჰაერზე სეირნობა აღადგენს ენერგიას და კარგ განწყობას. მოუსმინეთ თქვენს სხეულს და საჭიროების შემთხვევაში გაიარეთ პროფილაქტიკური გამოკვლევა. თუმცა, მერკურის რეტროგრადული მოძრაობის გამო, დიაგნოზები, რომლებსაც ამ თვეში მიიღებთ, შესაძლოა არაზუსტი იყოს. მსუბუქი ბოსტნეულის დიეტა, ასევე ცხიმიანი საკვების ზომიერი მოხმარება დაგეხმარებათ ნორმალური წონის შენარჩუნებაში ან ზაფხულისთვის რამდენიმე კილოგრამის დაკლებაში. კულინარიულმა ექსცესებმა ან ძლიერი ალკოჰოლური სასმელების ბოროტად გამოყენებამ შეიძლება გაგიუარესოთ ქრონიკული დაავადებები.

მშვილდოსანი

მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ენერგია მაღალ დონეზეა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით განსაკუთრებული პრობლემები არ არის მოსალოდნელი, უნდა დაისვენოთ და მოუსმინოთ თქვენს სხეულს. ვიტამინების კურსი, მსუბუქი ბოსტნეულის დიეტა და მავნე ჩვევების მოცილება კარგია. გაცივების პირველივე ნიშნების დროს მიმართეთ ექიმს და მოერიდეთ სამსახურში გადაჭარბებულ დატვირთვას. მშვილდოსან ქალბატონებს გინეკოლოგთან ვიზიტი და ჰორმონების ტესტირება სჭირდებათ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფარისებრი ჯირკვლის, ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამოკვლევას.

თხის რქა

აპრილში ძალისა და ენერგიის დახარჯვა საყოფაცხოვრებო და საოჯახო საკითხების გადაჭრაზე მოგიწევთ. შინაგანი რესურსები უფრო ეკონომიურად უნდა გამოიყენოთ, წვრილმანებზე არ ინერვიულოთ. აპრილში გირჩევთ იზრუნოთ თქვენს კეთილდღეობაზე, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფილტვებსა და ბრონქებს. ხერხემალს და სახსრებს მოვლა სჭირდებათ. სასარგებლოა დილის ვარჯიშები. წონის დასარეგულირებლად მიმართეთ დიეტოლოგს და განიხილეთ თქვენთვის შესაფერისი დიეტა. გაიძლიერეთ იმუნური სისტემა.

მერწყული

თქვენი მხიარული დამოკიდებულება და მაღალი აქტივობა საშუალებას მოგცემთ მიაღწიოთ მიზნებს და ისიამოვნოთ ცხოვრებით. ორგანიზმი წარმატებით გაუძლებს სხვადასხვა ინფექციას, რაც ნიშნავს, რომ თქვენი ყველა გეგმა და შეთანხმება დროულად განხორციელდება. მეტი დრო დაუთმეთ ბუნებაში ფიზიკურ აქტივობას. დაიწყეთ ნივთების მოწესრიგება თქვენს აგარაკზე, ხოლო კარგ ამინდში იმუშავეთ ბაღსა და ბოსტანში. ხშირად მოაწყვეთ მეგობრებთან ერთად პიკნიკები, ისეირნეთ პარკებში ან დასასვენებელ ადგილებში. თუმცა, ფრთხილად იყავით და კანზე ალერგიული რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და ნუ ჩაიტარებთ თვითმკურნალობას. გირჩევთ ესაუბროთ თერაპევტს, თუ გრძნობთ ძლიერ შფოთვას ან ემოციურ დისკომფორტს.

თევზები

ენერგიის მაღალი დონე საშუალებას მოგცემთ, იმუშაოთ აქტიურად და დიდხანს. მოიმატებს კონკურენციის სულისკვეთება. მოგინდებათ დაამტკიცოთ, რომ მართალი ხართ, იყოთ საუკეთესო ყველა საკითხსა და საქმეში. მეტი დრო დაუთმეთ ფიზიკურ აქტივობას, გაატარეთ მეტი დრო ბუნებაში. ეს ასევე დადებითად იმოქმედებს თქვენს იმუნიტეტზე და კეთილდღეობაზე. თუ ამინდი არ იძლევა საშუალებას, იარეთ ენერგიულად პარკში დარეგისტრირდით ცეკვის, აერობიკის ან ფიტნესის გაკვეთილებზე. თუ მოულოდნელად რაიმე სიმპტომი გამოგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს. ასევე ღირს ექიმთან ვიზიტი პროფილაქტიკური მიზნითაც.