არ შეხვიდეთ კონფლიქტებში, შეინარჩუნეთ სიმშვიდე - 9-15 ივნისის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

არ შეხვიდეთ კონფლიქტებში, შეინარჩუნეთ სიმშვიდე - 9-15 ივნისის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

9-15 ივნისის კვირაში გველოდება წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა: იუპიტერი - დიდი ბედნიერების პლანეტა გადადის თავისი ეგზალტაციის ნიშანში. ტრანზიტი გაგრძელდება ერთი წელი და გლობალური და პოზიტიური ცვლილებები იქნება ოჯახის, სახლის, შინაგანი სიბრძნისა და სულიერი ზრდის თემებში.

ამ კვირაში გველოდება სავსემთვარეობა მშვილდოსანშიც . ერთი სიტყვით, მოვლენებით დატვირთული კვირა გველოდება და მივყვეთ თანმიმდევრულად:

თუმცა, კვირა უსიამოვნო ასპექტით იწყება და მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ.

ორშაბათს მერკური გადავა კირჩხიბში და მაშინვე დაძაბულ ასპექტს შექმნის სატურნთან და ნეპტუნთან . იქნება დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემები, შესვლის/გასვლის აკრძალვები, კონფლიქტები ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მენეჯმენტი ამ დღეების მთავარი პრობლემაა. მოერიდეთ ტყუილს, აფერისტობას, აირჩიეთ მხოლოდ ის, რაც კანონიერი და ოფიციალურად დადასტურებულია. ინფორმაციის ინტუიციურად აღქმა და დამახსოვრება უფრო იოლი იქნება. ორშაბათს და სამშაბათს მოლაპარაკებები, სწავლა და გამოცდების ჩაბარება შეიძლება გართულდეს.

10 ივნისს იუპიტერი - დიდი ბედნიერების პლანეტა - ერთი წლით გადადის კირჩხიბის ნიშანში . დიდი ციკლი იწყება ემოციური სიმწიფით, სხვებზე ზრუნვით, სულიერებითა და ფესვებთან დაბრუნებით. გახშირდება ოჯახური შეკრებები, გაიზრდება ოჯახების (ოჯახის წევრთა) რაოდენობა. ადამიანებს მოუნდებათ ტრადიციების, ნათესავებთან ურთიერთობის აღდგენა. არაა გამორიცხული, რომ დაუბრუნეთ მშობლიურ სახლს, თუ ემიგრაციაში იყავით ან მამაპაპისეულ სახლს.

11 ივნისს სავსემთვარეობა გველოდება მშვილდოსნის 21-ე გრადუსზე, 11:44-ზე. ამ დღეს კუროში მყოფი ვენერა ჰარმონიულ ასპექტს ქმნის კირჩხიბში მყოფ მერკურისთან. გრძნობებისა და სიტყვების ჰარმონიის დღეა, სიყვარულისა და შემოქმედებითი იდეების. ბევრი რამ, რაც იმალებოდა, აშკარა ხდება. ეს ის მომენტია, როდესაც ყველამ უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს: სად მივდივარ და რატომ? ჭეშმარიტება ვლინდება, არსებობს ლტოლვა თავგადასავლის, ცოდნისა და შთაგონების ძიებაში. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ სავსემთვარეობაზე ემოციები ბობოქრობს და მეტად ფრთხილები უნდა ვიყოთ.

13-16 ივნისს პლანეტების (ჩართულია ურანი და მარსი. აგრეთვე სატურნისა და იუპიტერ-ნეპტუნის კვადრატი) კონფლიქტური კონფიგურაციის გამო იმატებს დაძაბულობა, მოულოდნელი ცვლილებები, გამოწვევები. პერიოდი, როდესაც მნიშვნელოვანია არ შეხვიდეთ კონფლიქტებში და შეინარჩუნოთ სიმშვიდე. შესაძლებელია ემოციური აფეთქებები, იმპულსური მოქმედებები, სიყვარულში უსიამოვნება, გაურკვევლობა ფინანსებში. ერთი სიტყვით, ვართ ყველასა და ყველაფრის მიმართ ფრთხილად და ვმოქმედებთ გააზრებულად. შეეცადეთ არ აჰყვეთ სხვა ადამიანების, კონკურენტების, განსაკუთრებით მამაკაცების პროვოკაციებს. ენერგია ძლიერია, მაგრამ მნიშვნელოვანია მისი მიმართვა გარდაქმნაზე, გამოსწორებაზე და არა განადგურებაზე.

ვენერა ისევ აგრძელებს კუროში ყოფნას, აქ ის საკუთარ მმართველობაშია და კარგ ასპექტს ქმნის იუპიტერთან, რომელიც კირჩხიბში გადავიდა (პლანეტა აქ ეგზალტაციაშია). ოთხშაბათიდან კარგი დრო იწყება ფინანსური ტრანზაქციებისთვის, შედარებით დიდი შესყიდვებისთვის .

ბედნიერ კვირას გისურვებთ!