ასტროლოგიური პროგნოზი 15 მარტი

ასტროლოგიური პროგნოზი 15 მარტი

და ეს ძნელი ასატანია, მაგრამ მაინც არ იქნება ურიგო გარშემო მყოფთა აზრს რომ ანგარიში გაუწიოთ.

კურო

ნაყოფიერი მუშაობისთვის დღეს აუცილებლად დაგჭირდებათ მსუბუქი ღიმილი სახეზე და თუნდაც უმნიშვნელო შეგრძნება იმისა, რომ სხვებზე ერთი თავით მაღლა დგახართ. საამისოდ, აუცილებელია დილით სამსახურში წასვლამდე, სარკესთან მოკალთებულმა ხმამაღლა შეახსენოთ საკუთარ თავს ის, თუ რამდენი დადებითი თვისება გაგაჩნიათ ერთდროულად.

ტყუპი

გამორიცხული არაა დღეს ერთბაშად რამდენიმე პერსპექტიული წინადადება მიიღოთ. თუმცა, სანამ საუკეთესო ვარიანტის ძიებაში თავის ტკივილს აიკიდებთ, კარგად დაფიქრდით, მჯობნის-უმჯობესის ძიებაში დღევანდელმა კვერცხმა არ აჯობოს ხვალინდელ ქათამს.

კირჩხიბი

დღე მოულოდნელი და ძალზე პოზიტიური ახალი ამბით გახარების ალბათობას გპირდებათ. თუმცა, სანამ სიხარულისგან კამარას შეკრავთ ჰაერში, ჯანმრთელობის მდგომარეობასაც გადახედეთ. ბევრ კოფეინსა და სიგარეტს თუ ეძალებით, გამორიცხული არაა მძაფრმა ემოციებმა, საღამოს არითმია ან სისხლის მიმოქცევის გაუარესება გამოიწვიოს.

ლომი

დღეს ის იშვიათი დღეა, როცა თავს ერთი შეხედვით ძალზე სარიკსო საქციელზე წასვლის ფუფუნების უფლება შეგიძლიათ მისცეთ. თუმცა, გაითვალისწინეთ, ეს მხოლოდ დღევანდელ დღეს ეხება და სასურველი იქნება, თუ ამგვარი ქმედება სამომავლოდ ჩვევაში არ გადაგივათ.

ქალწული

უსაფუძვლოა გარშემო მყოფები დაადანაშაულოთ იმ პრობლემებში, რომელიც ამ ეტაპზე გაგაჩნიათ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვინმე კონკრეტული ადამიანი, მართლაც გიშლით ხელს წინსვლაში. უმჯობესია, თავი ხელში აიყვანოთ და მარტომ შეძლოთ პრობლემებთან გამკლავება, რაც აუცილებლად გამოგივათ!

სასწორი

კარგი იქნება თუ დღეს უცნობ ადამიანებთან ზედმეტ გულახდილობას მოერიდებით და საეჭვო შემოთავაზებებზეც არ იტყვით თანხმობას დაუფიქრებლად. იმიტომ რომ, გამორიცხული არ არის, სამომავლოდ თქვენი დღევანდელი, ერთი შეხედვით პერსპექტიული გეგმები საპნის ბუშტივით გასკდეს და აორთქლდეს.

მორიელი

დღეს ისე როგორც არასდროს გაგიჭირდებათ კონცენტრაცია კონკრეტულ საკითხებზე. ნუ იღელვებთ ზედმეტად იმაზე, რომ გამუდმებით გეფანტებათ ყურადღება. სამაგიეროდ, დღე მხიარულად ჩაივლის და ბევრი კურიოზული მომენტიც შეიძლება შემოგრჩეთ სამომავლო მოსაგონრად.

მშვილდოსანი

რა საჭიროა ამდენი ფაცი-ფუცი? ამაოდ ცდილობთ მოვლენები დააჩქაროთ. უმჯობესია, დღევანდელი დღე წვრილმანების დაზუსტებას დაუთმოთ და მშვიდად დაელოდოთ, მომენტს სანამ არ დაინახავთ რომ გზა საბოლოოდ თავისუფალია და მწვანე შუქიც თქვენს სასარგებლოდ აინთო.

თხის რქა

საოცარია, მაგრამ დღეს განსაკუთრებულად "შეგაწუხებთ" გამძაფრებული ინტუიცია. თუმცა, სასურველია თუ თქვენთვის ჩვეულ ობიექტური აზროვნების უნარს არ უღალატებთ და გაურკვეველ იმპულსებს არ აჰყვებით. ასე ბევრ დავიდარაბას აიცილებთ თავიდან.

მერწყული

დღეს ის დღეა, როცა განსაკუთრებულ აქტიურობას და გამომწვევ ქმედებებს უნდა მოერიდოთ. უმჯობესია, დრო დაწყებული საქმეების დასრულებას დაუთმოთ და საღამო შინაურების წრეში, მშვიდ გარემოში გაატაროთ.

თევზები

კარგი იქნება თუ დღეს თქვენი კატეგორიული და პრეტენზიული გამონათქვამებით უფროსობის გაღიზიანებას მოერიდებით. ამის შანსები კი საკმარისზე დიდია. ამიტომ აჯობებს, დღევანდელი დღე მშვიდ შრომაში გააატაროთ, ხოლო პრეტენზიები თუნდაც სრულიად ობიექტური, სამომავლოდ წაუყენოთ ზემდგომებს.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით