კურო
საკუთარი სიჯიუტის გამო საკუთარ თავსაც იტანჯავთ და გარშემო მყოფებსაც. დროა, შეცვალოთ რამე თქვენს ცხოვრებაში.
ტყუპი
თუ არ აჩქარდებით და არ ამოქმედდებით, იმასაც დაკარგავთ, რაც გაქვთ.
კირჩხიბი
მნიშვნელოვანი საქმეების შესრულებაში ხელს ის შეგიშლით, რომ სხვების კეთილდღეობისთვის საკუთარ საქმეებს გვერდზე გადადებთ. დაფიქრდით, გიღირით?
ლომი
თუ ხვდებით, რომ არასწორად ვითარდებით და თქვენს მცდელობებს შედეგი არ მოაქვს, დროა შეცვალოთ კურსი და სწორ გზას დაადგეთ.
ქალწული
იმოქმედეთ ისე, როგორც ჩათვლით საჭირო. კრიტიკასა და ცუდ შეგრძნებას ყურადღებას ნუ მიაქცევთ.
სასწორი
დღეს ისეთ მოწინააღმდეგეს შემოირიგებთ და თქვენ მხარეზე გადმოიყვანთ, რომ თავადაც გაოცდებით.
მორიელი
ნუ შეიკავებთ ემოციებისა და გრძნობების გამოხატვას, მაგრამ ეცადეთ, რომ ეს გრძნობები დადებითი იყოს.
მშვილდოსანი
ჯერ ის შესაძლებლობები გამოიყენეთ, რაც გაქვთ და მერე დაიწყეთ ახლების ძიება.
თხის რქა
ახალი საქმეები დღეს არ წამოიწყოთ. დასრულეთ ადრე დაწყებულები.
მერწყული
დღეს სხვების დამხმარე გახდებით. ისე იმოქმედეთ, რომ სხვისი პრობლემები თქვენი პრობლემები არ გახდეს.
თევზები
თუ ნახავთ, რომ რამდენიმე საქმე დაიწყეთ, მაგრამ არაფერი გამოგდით, დაისვენეთ. დღეს უსაქმურობა გეპატიებათ.